კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ – ”ეს დავით გარეჯში კერძო აქტივობა იყო, რაც საქმეს არ წაადგა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ჩასვლა და იქ გაკეთებული განცხადება საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით ერთი კერძო პირის მიერ განხორციელებული ქმედება იყო. ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოქმედება კერძო ინიციატივა იყო, რომელიც არ წაადგა დავით გარეჯის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარია, […]

ბახტაძის ზელენსკისთან შეხვედრა ბრიუსელში დაგეგმილი არ არის – რას აცხადებს ნატალია საბანაძე

გასაიდუმლოებული შეხვედრა ბრიუსელში – საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმყოფება. ​ექსკლუზიური კადრები “კურიერმა” გადაიღო. მამუკა ბახტაძე ბრიუსელში საიდუმლოდ ჩავიდა. იქ ასევე იმყოფება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე. „კურიერის“ კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძე ადგილზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადასაღებად და მის ჩასაწერად მივიდა. თუმცა კორტეჟის გადაღების დროს […]

ივანიშვილი კობახიძის გუნდს ასუსტებს 

“ქართული ოცნება” მორიგი დიდი საკადრო ცვლილებების მოლოდინში – ბიძინა ივანიშვილის სურვილია უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლო პირადად გააკონტროლოს და ამ ორ გავლენიან ინსტიტუტს მისი ნდობით აღჭურვილ პირებს აბარებს.“ოცნებაში” უკვე ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ადვოკატი, ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტს მალე დაემშვიდობება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას მოირგებს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მედიაში აქტიურად საუბრობენ, რომ ივანიშვილი […]

ბახტაძის გასაიდუმლოებული შეხვედრა ზელენსკისთან – სტუმრობა სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება

ბრიუსელში, სასტუმროში სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა, ინფორმაციას ამის შესახებ “კურიერი” ავრცელებს. მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, სავარაუდოდ ბახტაძის გასაიდუმლოებული სტუმრობა ზელენსკისთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება, რომელსაც ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ დაუბრუნა.

პრეზიდენტის განცხადება დავით გარეჯში პრემიერთან შეთანხმებული იყო 

დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კონკრეტულად მამუკა ბახტაძისთვის ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას ამ განცხადების გაკეთებას აპირებდა. “პრეზიდენტის სახელით მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება, ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადება იყო შეთანხმებული […]

სანდრო ბრეგაძე – “ისე ვატყობ, ლგბტ თემის დაცვა ჩვენ მოგვიწევს”

ივნისის ბოლოსკენ თბილისში შეიძლება დიდი ცემა-ტყეპის მომსწრე გავხდეთ. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოში გეი-აღლუმის ჩატარებას არ დაუშვებს. მათივე თქმით, ამ აღლუმის ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რათა ლგბტ თემის წარმომადგენლები დაზარალდნენ და ამით დიდი ფული მიიღონ. გეიაღლუმის ჩატარების წინააღმდეგ ყველაზე მეტად ქართული მარში აქტიურობს. რატომ თქვა გახარიამ ლგბტ პრაიდის დაცვაზე უარი, რას გეგმავენ სამხედროები და პოლიციელები, რა […]

ანა დოლიძე – „ჩინჩალაძის კლანმა უკან დაიხია, ახალი პროცესი იწყება“

უზენაეს სასამართლოში მოხვედრის მსურველი მოსამართლეების 144 წევრიან სიაში არ არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი. სიაში არიან: მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე. რა პროცესი დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით და ელოდებიან თუ არა ახალი ჩინჩალაძე-მურუსიძეების შეპარვას? […]

ბიძინა ივანიშვილი ახალ პრემიერს ეძებს

მორიგი სამთავრობო კარუსელი სექტემბრამდე გადაიდო. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი ახალ პრემიერ-მინისტრს ეძებს. როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, უკვე გადაწყვეტილია, რომ მოქმედი პრემიერი მამუკა ბახტაძე იქ მიდის, საიდანაც მთავრობაში მოვიდა – ანუ საქართველოს რკინიგზაში აბრუნებენ. ყველაფერი ბევრად მარტივად იქნებოდა, შს მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ დასავლეთიდან მკვეთრი, მკაფიო და კატეგორიული რეკომენდაციები რომ არ იყოს მოსული შუშის […]

მირიან მირიანაშვილი – „ანაკლიის პორტს ეშველება, თუ ის ამერიკელების გამგებლობაში გადავა“

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კვლავინდებურად იმეორებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ამოქმედება ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია, საზოგადოება კი ისევ საგონებელშია ჩავარდნილი ანაკლიისა და ფოთის გარშემო განვითარებული მოვლენებით. რა ხდება ანაკლიის გარშემო? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერ მირიან მირიანაშვილს. მირიან მირიანაშვილი: – ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე პროცესებზე […]

კალაძე შალვა თადუმაძეზე – თუ შალვას აქვს სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, რატომაც არა?

შალვა თადუმაძეს თუ აქვს სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რატომაც არა, პრობლემას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებისს შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში ის, რომ თადუმაძე გენერალური პროკურორია. კალაძის განცხადებით, ის თადუმაძის გადაწყვეტილებას მიესალმება. „წინააღმდეგობაში არ მგონია, პირიქით. მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი მიმდინარეობდა იმაზე, რომ ყველა ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა […]