“დაკითხვაზეც ნამყოფი ვარ და, კიდევ ვიქნები და შენ რომ მოხვდები დაკითხვაზე, ვნახოთ, იქ როგორ გაუძლებ. აი, შენობით მოგმართავ, რომ ბედავ და მაწყვეტინებ”. გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ამ სიტყვებით მან დეპუტატ გიგა ბუკიას მიმართ, მას შემდეგ რაც მან უთხრა, რომ კომიტეტის სხდომა დაკითხვა არაა და დაკითხვაზე თავად უნდა იყოს
კატეგორია: პოლიტიკა
რის მიღწევას ცდილობს გახარია კალანდიას დაკავებით – სამართლიანობის აღდგენა თუ კონკურენტების ჩაძირვის მცდელობა
ერთ წელზე მეტი ითხოვდა ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებას. ამ მოთხოვნით გასულ წელს თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა, რაც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომით დასრულდა, მაგრამ დათუნა სარალიძის მკვლელები კვლავ თავისუფლებაზე დარჩნენ. ამ ხმაურიანი აქციებიდან ერთი წლის თავზე, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მის დაკავებას ბევრი ითხოვდა, ამ […]
გიორგი გუგავა – ”კალაძეს ხალხის პანღური მოხვდება”
”ეს რეგულაციები არის უსამართლო, უკანონო, ამას არ შეეგუება ტაქსისტები. ჩვენ შემოვიარეთ აბსოლუტურად ყველა უბანი და უკვე გადავწყვიტეთ საორგანიზაციო ჯგუფმა, რომ მთავარი ფართომასშტაბიანი აქცია გავმართოთ კალაძის სამუშაოს წინ, მერიის წინ და იქ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, ხალხის მუჭს და ხალხის პანღურს, რომელიც მოხვდება მას,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.
ლევან ჩაჩუა – “თბილისში ლგბტ-პრაიდს არ დავუშვებთ! – ციხისთვისაც მზად ვართ და სიკვდილისთვისაც”
“ახალი თააობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას. – ივნისში თქენი მოძრაობა თანამოაზრეებთან ერთად თბილისში საპროტესტო აქციებს აანონსებდით. ისევ დაგეგმილი გაქვთ აქციები? – საარჩევნო გარემოს შესაცვლელადაც ვგეგმავდით გამოსვლებს, მაგრამ ისეთი რამე ხდება, რომ სხვა მოვლენებზე ვართ გადართული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლგბტ-პრაიდი აღარ ტარდება, ტყუილია. პრაიდი იმართება 18-23 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო. ზოგიერთი ვითომ […]
ვარშავაში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პარლამენტების სპიკერების სამიტი გაიმართა
5 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პარლამენტის სპიკერების სამიტი გაიმართა. ეს ღონისძიება უკვე მეოთხედ ჩატარდა ვარშავაში, მაგრამ ამჯერად მას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა _ 1989 წლის 4 ივნისს პოლონეთში პირველად გაიმართა თავისუფალი არჩევნები და წლევანდელი სამიტის მთავარი თემა კომუნიზმის დაცემა და ევროპაში დემოკრატიის განვითარება იყო. სამიტზე მიწვეულები იყვნენ დისიდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც თავის […]
ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პარტიის პრეზენტაცია 11 ივნისს გაიმართება
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაანონსებულ პარტიას ქმნის. როგორც “ახალი თაობისთვის” გახდა ცნობილი, პრეზენტაცია 11 ივნისს 15 საათზე “შერატონში” გაიმართება. ოქრუაშვილის პარტიის სახელწოდება და შემადგენლობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ცხადია მხოლოდ ერთი – საზოგადოებას პოლიტიკაში ახალი ძალის გამოჩენის მოთხოვნილება აქვს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს კი მესამე ძალის შექმნაზე პრეტენზია.
რამაზ საყვარელიძე – “ოცნება” დანჯღრეულ მანქანა ჰგავს, მაგრამ უკეთესი რომ არ ჩანს?!”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს – ბატონო რამაზ, რა შანსები აქვს “ოცნებას” მთაწმინდაზე? – “ოცნებას” საკმაოდ დიდი შანსები აქვს, რადგან საკმაოდ მცირე შანსები აქვს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. არ მგონია, რომ ოპოზიციის კანდიდატი კარგად იყოს შერჩეული, შესანიშნავი პიროვნებაა შავგულიძე, მაგრამ ამ ბრძოლისთვის ის არ იყო სწორად შერჩეული, რადგან შავგულიძე არ არის მისაღები ბევრი […]
სოსო ცინცაძე – “ლადო კახაძეს დეპუტატობა რად უნდა, არ მესმის”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, 9 ივნისს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურია. ოპოზიციამ შეთანხმება ვერ შეძლო და შალვა შავგულიძე სახელისუფლო კანდიდატის პირისპირ მარტო დარჩა. რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ შეთანხმება? – ოპოზიცია იქცევა, როგორც პატარა ბავშვი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რას სჩადის. თან ეს არის ქართული კინკლაობის […]
კლიჩკომ სააკაშვილს თავისი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა
პარტია „უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისათვის“ ლიდერმა, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა. ამის შესახებ კლიჩკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, რომლის პოლიტიკურ ძალასაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში პრობლემებს უქმნიან, ამიტომ მზად ვარ მას პოლიტიკურად მხარში დავუდგე. ასეთ კავშირს […]
ზელენსკი – ”ბახტაძე არ მინახავს, სააკაშვილი უკრაინაშია”
მამუკა ბახტაძის საიდუმლო და ნაჩქარევი ვიზიტი ბრიუსელში – საქართველოს პრემიერი ზუსტად იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტის დელეგაცია გაჩერდა. ბრიუსელში რომ მამუკა ბახტაძეს ელოდებოდნენ, ევროკავშირში საქართველოს ელჩმა “კურიერის”კორესპონდენტს მხოლოდ მას შემდეგ დაუდასტურა, რაც ბახტაძის კორტეჟი სასტუმროს შენობაში უკანა შესასვლელიდან შევიდა. როგორც წესი, ყველა ვიზიტის შემთხვევაში, პრემიერმინისტრის აპარატი მედიას, სულ მცირე, რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებს ხოლმე. […]










