კატეგორია: პოლიტიკა

ღარიბაშვილის კლანმა თადუმაძეს საქმე გაურჩია ერმაკოვის დაჭერის გამო

ქართულ პოლიტიკაში მორიგი აბსურდული სცენა თანამშდება – ლაპარაკია იმაზე, რომ მოქმედი მთავარი პროკურორი შალვა თადაუმაძე სურვილს გამოთქვამს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, ანუ სავსებით შესაძლებელია, რომ თადუმაძე, რომელიც ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად შარშან რამდენიმე წლით დაინიშნა, მალე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ვიხილოთ. რატომ აქვს მთავარ ბრალმდებელს იმის სურვილი, რომ უზენაესი სასამართლოს […]

“გოგო, სად მიდიხარ, შენი მართალი სიტყვა უნდა ისმოდეს საკრებულოშიო” – ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა

“ქართული ოცნების” წევრი, რომელმაც საზოგადოებას თავი სიძულვილის ენის გამოყენებით დაამახსოვრა, მანდატის დატოვებას აღარ აპირებს. ნანა კოსტავას თქმით, მას ამომრჩეველმა თხოვა, რომ ქუთაისის საკრებულოში მუშაობა გააგრძელოს. “ქვეყანაში იმდენი პრობლემა ხდება, ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ჩემი ამბით გავაღიზიანე ეს ხალხი. რაც შეეხება მანდატს, ამ დღეების განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა მითხრა, გოგო სად მიდიხარ, შენი მართალი სიტყვა უნდა ისმოდეს […]

რამაზ საყვარელიძე – “ზაფხულში თუ მთავრობა შეიცვლება, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები იქნება”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, პარლამენტში პრემიერ ბახტაძეს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჰკითხა, როდის გადადგებითო და უთხრა, რომ მას ფიქტიური ფუნქცია აკისრია. საზოგადოებაში პრემიერის ნომინალურ ფიგურად აღქმა რამდენად არის პრობლემა? – საზოგადოება არ ნიშნავს პრემიერს. პრემიერს ნიშნავს მმართველი პარტია. ამ შემთხვევაში საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს და ეს ბერკეტი […]

გია ხუხაშვილი – „ანაკლიის პროექტის საბოტაჟის მცდელობასთან გვაქვს საქმე“

ბათუმში რამდენიმე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი კორუფციული ბრალდებებით დააკავეს, ხოლო ანაკლიის პროექტის განხორციელება-არგანხორციელების თემა   აქტუალობას არ კარგავს და სხვადსხვაგვარი განცხადებები ისმის მის გარშემო. რა ხდება რეალურად ანაკლიის გარშემო და ნიშნავს თუ არა ბათუმის მაღალჩინოსნების დაკავება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ სერიოზულ მუშაობას იწყებს? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს. […]

მამუკა გამყრელიძე – “ხელისუფლების შეცვლა ამ საარჩევნო სისტემით შეუძლებელია”

“ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, თქვენი პოსტი ვნახე, სადაც წერთ, რომ არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბეთ და ახალი დუღილის პროცესი დაიწყო. ანუ გადარჩა დაშლას გაერთიანებული ოპოზიცია? – აქ დაშლაზე ლაპარაკი არც ყოფილა. ლაპარაკია იმაზე, რომ ეს შედეგი კვლავ არასასიამოვნო იყო ჩვენთვის. ასეთ მდგომარეობას უძახიან ხოლმე […]

პრეზიდენტი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდა. მსვლელობა სამცხე-ჯავახეთიდან, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან დაიწყო. მომლოცველები ფარავნის ტბასთან შეიკრიბებიან, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინება. მსვლელობას ივერიის და ღვთისმშობლის ხატებით გაუძღვებიან. პრეზიდენტთან ერთად, წმინდა ნინოს გზას 60-მდე მონაწილე გაივლის, რომლებიც 42 დღის განმავლობაში ივლიან მცხეთის მიმართულებით და […]

ანზორ აბრალავა – “საპარლამენტო არჩევნებზე შევარდნაძის სცენარის გამეორება იგეგმება”

“ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას. – თქვენი შვილი, გრიგოლ აბრალავა, რომელიც საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად იყო დაკავებული ნორვეგიაში, ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ გამოუშვეს. როგორი ინფორმაცია გაქვთ, უცხოელების მიმართ იქ კონტროლი გაძლიერებულია? – ნორვეგიაში ძლიერი ზედამხედველობა ხორციელდება უცხოელებზე. მოგეხსენებათ, რაც მოხდა ნორვეგიაში რამდენიმე წლის წინ. ბრეივიკი ამ ქვეყნის მოქალაქე იყო. კონტროლი გამკაცრებულია ჩასულებზეც. ჩემი შვილი […]

ზაალ უდუმაშვილი – „ხელისუფლება ანაკლიის პროექტის ჩაშლას მაქსიმალურად ცდილობს“

განხორციელდება თუ არა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი? ეს კითხვა რეზონანსული კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია, ხოლო თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. რა ხდება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, რა […]

ირმა ინაშვილი – 2020 წელს რევოლუცია მოხდება

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. ინაშვილის თქმით, ქვეყანაში იკარგება რწმენა არჩევნებისადმი – კანდიდატებს აღარ სჯერათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს. დეპუტატის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კი სისხლის სამართლის დანაშაული არ გახდება, 2020 წელს რევოლუცია მოხდება. “თამარ ჟვანია რა სტატისტიკითაც არ უნდა წარდგეს პარლამენტის […]

პაატა ზაქარეიშვილი – “ოპოზიცია არ სვამს შეკითხვებს, რათა პასუხი მიიღოს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს”

“საქართველოს დემოკრატია არ არის მზად სერიოზული დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის, ოპოზიცია არ სვამს შეკითხვებს, იმისათვის, რომ პასუხი მიიღოს, იგი სვამს, რათა საკუთარი თავი წარმოაჩინოს. ხელისუფლებაც ასევეა, ეს არ არის დიალოგები, ეს არის მონოლოგები. “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკურად უფრო ძლიერი ოპონენტები არიან, “ქართულ ოცნებას”, ფაქტობრივად, არ ჰყავს მომზადებული პოლიტიკოსები, სეირის ჩვენების მხრივ, იგებს ოპოზიცია, თუმცა სანახაობა არის უხარისხო”, – […]