კატეგორია: პოლიტიკა

„ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ, მამების სილაჩრე ხვალ ჩვენი შვილების მონობას გამოიწვევს!“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი ზუგდიდელებს მიმართავს

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ზუგდიდელებს მიმართავს და სოციალურ ქსლეში სპეციალურ მიმართვას ავრცელებს: :„მოგმართავთ და მოგესალმებით სამეგრელოს თქვენთვის სისხლით მონეთასავე ამ ხელისიფლების მიერ განადგურებული ადამიანი, ვისაც ჩამორთმეული გაქვთ პირადობები ან რაიმე დამადასტურებელი საბუთი. მიდით, ხმამაღლა გამუაცხადეთ… ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ, მამების სილაჩრე ხვალ ჩვენი შვილების მონობას გამოიწვევს! არ დაგეზაროთ ფეხითაც […]

“გვარამიამ პარკიდან ძირს ჩუსტები დამაყრევინა, სიები გაქვს შიგნითო” – მოქალაქე სორდია გვარამიაზე

დღეს ხმაური იყო ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და მოქალაქე ქეთევან სორდია დაუპირისპირდნენ. ქალბატონმა სორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე „ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გამოართვა და ძირს დააყრევინა“. „ნიკა გვარამიამ მითხრა, სიები გაქვსო, ამოიღე რა გიჭირავს ხელშიო. ასევე მკითხა, […]

ბიძინა ივანიშვილი თბილისში ხმის მისაცემად აბასთუმნიდან საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა. მას მთაწმინდის პირველი საარჩევნო ოლქის მეოთხე უბანზე ელოდებიან. „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, როგორ დაჯდა ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენი შუშის სასახლის თავზე მოწყობილ სპეციალურ მინი აეროდრომზე. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე უნდა დააფიქსიროს. ნიუპოსტი

გრიგოლ ვაშაძე – “ეს არ არის არჩევნები, ეს არის სპეცოპერაცია”

“ის, რაც დღეს ზუგდიდში ხდებოდა 12 საათამდე, ეს არ არის არჩევნები, ეს არის სპეცოპერაცია” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ TV პირველის ეთერში.

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე ჟურნალისტი ცემეს – ვიდეო

“ევროპული საქართველოს”  დამკვირვებელი მე-9 საარჩევნო უბანზე აცხადებს, რომ მან ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირა. https://www.facebook.com/metronome.ge/videos/828389357542393/

მარნეულში საარჩევნო უბანთან ერთ პირს სცემეს – ვიდეო

ვრცელდება ვიდეო, ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ მარნეულში, სადახლოში 31-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბანთან ნაცემია ერთი პირი. ამ ინფორმაციას ავრცელებს ადამიანი, რომლეიც აცხადებს, რომ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელია. მეტრონომი https://www.facebook.com/mirotadzelili/videos/214855596145936/

გვარამია – “რუსთავი 2” 1.000-ლარიან ჯილდოს აწესებს იმ პირებისთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის“

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის განცხადებით, პირი, რომელიც არჩევნების გაყალბების დადასტურებულ ინფორმაციას მიაწვდის ტელეკომპანიას, 1.000 ლარით დაჯილდოვდება. „ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში ინფორმაციას რაიმენაირი ფორმით დადასტურებულს მოიტანს, რომ მასზე არჩევნების გაყალბების მიზნით ზეწოლა ხორციელდება, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით ნებისმიერი ფორმით, ის ადამიანი ჯილდოდ „რუსთავი 2“-სგან 1000 ლარს მიიღებს. ეს არის ოფიციალური განცხადება. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად საღ […]

 ჯიხაშკარში კაცი საარჩევნო უბანზე სიებითაა და აცხადებს, რომ დისერტაციას იცავს – ვიდეო

ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბანზე კაცი საარჩევნო სიებით იყო და ჟურნალისტების კითხვაზე თუ რას აკეთებდა იქ განაცხადა, რომ დისერტაციას იცავდა. – არაფერს არ წარმოვადგენ, მე ჩემ საქმეს ვაკეთებ, ჩემთვის მაინტერესებს. დისერტაციას ვიცავ, – განაცხადა კაცმა, რომლის თქმითაც მისი სახელი და გვარი გიორგი კალანდიაა. მეტრონომი

გეგა შენგელიამ ხმა ზუგდიდის 28-ე საარჩევნო უბანზე მისცა – ვიდეო

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გეგა შენგელიამ თავისი არჩევანი კომბონატის დასახლებაში, 28-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. – სრულიად საქართველოს ვუსურვებ, რომ დღეს იყოს მშვიდობიანი დღე. დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ ამ ორთაბრძოლაში. გვაქვს მოლოდინი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, – განაცხადა გეგა შენგელიამ. https://www.facebook.com/newposts.ge/videos/405041503559050/

ირაკლი ალასანია – “სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ შალვას დავუდგე გვერდით”

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ასევე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, თბილისში სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდა და იმისთვის, რომ შალვა შავგულიძეს დაუდგეს გვერდით. “შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული ადმაიანი, რომელმაც იცოდა და ეცოდინება, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო იქ, სადაც ჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს. მე სპეციალურად […]