გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კნდიდატი სანდრა რულოვსმა ხმა ზუგდიდის 82-ე უბანზე მისცა. – ხმა მივეცი ზუგდიდში ცვლილებებს. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ცვლილებების მოლოდინში, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას. იმედი მაქვს, მშვიდობიანად ჩაივლის დღევანდელი დღე. ვგრძნობ არამარტო ზუგდიდელების, არამედ მთელი ქვეყნის მხარდაჭერას, – განაცხადა სანდრა რულოვსმა. https://www.facebook.com/tvpalitranews/videos/364554357517096/
კატეგორია: პოლიტიკა
ზუგდიდში საარჩევნო კომისიის წევრის, ლელა ლაშხიას, შვილის მანქანიდან ისროლეს
სროლა ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანზე – ავტომობილის მფლობელი ირაკლი ჩანგელია, რომლის ავტომობილიდან მოხდა ჰაერში გასროლა, საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის, ლელა ლაშხიას შვილია. აღნიშული ქალი ყველა ინციდენტის დროს ხელს უშლიდა ჟურნალიტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და იცავდა ზუგდიდი #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინტერესებს, რომლის ორგანიზებითაც, ოპოზიციის მტკიცებით, 14 მაისს, სიებისა და ბეჭდების გატაცებას […]
კახა კუკავა – “თავისუფალ არჩევნებში ნაციონალები “ოცნებას” 10:0-ს მოუგებენ”
“ახალი თაობის” კითხვებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს. კახა კუკავა: – რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რეალურად ყველაზე პოპულარული პარტია დღეს საქართველოში არის ნაციონალური მოძრაობა. შეიძლება ეს ტელევიზიით არ იგრძნობა, მაგრამ ვინც იცის, რა არის არჩევნები, ვინც იცის, ხმები როგორ ნაწილდება, მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში ხმები აქვს ერთ პარტიას და ეს არის […]
სანდრო ბრეგაძე – “დასაჭერთა სიაში პირველი მე ვწერივარ, შემდეგ არიან გია კორკოტაშვილი, რამაზ გაგნიძე, ერმილე ნემსაძე…”
ვინ იყენებს ლგბტ თემს თავისი მიზნებისთვის, დაუზავდნენ თუ არა ლევან ვასაძეს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება. სანდრო ბრეგაძე: – წინ გველოდება ცხელი ივნისი. ივნისში აქ პრაიდი იმართება, რომელიც დიდი აღლუმით უნდა დასრულდეს. რასაც ჩვენ არ დავუშვებთ და მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვაცხადებთ სრულ მობილიზაციას. ახლავე ვაცხადებ, რომ ეროვნული ძალები დავიკავებთ […]
ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მამაკაცმა ჰაერში გაისროლა
შუალედურ არჩვენებამდე 14 საათი რჩება და ვითარება ზუგდიდში უკიდურესად იძაბება – ცოტა ხნის წინ, სროლის ხმა ისმოდა 87-ე საარჩევნო უბანთან, ფაიფურის დასახლებაში. გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, ზოია ქვარცხავა მანქანიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. მისი ყურადღება შეიარაღებულმა მამაკაცმა მიიქცია, რომელიც უბნის შესასვლელთან მოძრაობდა. ზოია ქვარცხავა ამბობს, რომ მამაკაცმა მისი გამოჩენისთანავე ჰაერში […]
„ქართული ოცნების“ კოორდინატორი – „არ ვიცი, რა გვარი ვარ“
„მომეშვი, თავი დამანებე. არ ვიცი, რა გვარი ვარ,“ – ასე მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა „კურიერის“ ჟურნალისტს. მასთან „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფი იმ ბრალდებების შესაფასებლად მივიდა, რომელიც ნარუშვილის მისამართით ისმის. „კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, სოფელში ონკოლოგიურ პაციენტს ხელისუფლება ძვირადღირებული წამლის ტრანსპორტირებას დაპირდნენ, სანაცვლოდ კი ოჯახმა თანასოფლელების მობილიზაცია უნდა მოახდინოს და ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცენ. […]
“ეს არის ზუგდიდში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელი” – თალაკვაძე წინასაარჩევნოს ზუგდიდში ადამიანების გადაწერის ფაქტებს უარყოფს
წინასაარჩევნოდ სხვა რაიონების მაცხოვრებლების ზუგდიდში გადმოწერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიცია და რუსთავი2 არჩევნების პროცესის დისკრედიტაციასა და ნიჰილიზმის დამკვიდრების მცდელობაში დაადანაშაულა. „ამაზე პასუხი არის რიცხვები და ოფიციალური მონაცემები, პირველი მარტიდან მაისის ჩათვლით სულ 102 სარეგისტრაციო ოპერაცია არის სამოქალაქო რეესტრში განხორციელებული, რაც წინა პერიოდებს რომ შეადაროთ […]
გია ხუხაშვილი – “ოცნება” ქობულიას კომპენსაციას შეპირდა და გადააგდო”
“გიორგი ქობულიას “ქართული ოცნება“ გარკვეული სახის კომპენსაციის გადახდას შეჰპირდა, რომლის განაღდებაზეც ახლა უარს ეუბნებიან. რა შეიძლება იყოს აღნიშნული დივიდენდი, მატერიალური თუ არამატერიალური, ამჟამად ვერ გეტყვით. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებამ გადააგდო, აღნიშნულზე თავად ისაუბროს. ასე, რომ მხიარული ცხოვრება გველოდება“,- აღნიშნა “2020NEWS”-თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. ხუხაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ეკონომიკის ექსმინისტრის […]
მიხეილ სააკაშვილი -“ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ“
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების წინ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ შუალედური და რიგგარეშე არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა, ოპოზიციამ ქვეყანაში საყოველთაო მობილზაცია უნდა გამოაცხადოს. “ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არ გაქვს აბსოლუტური კონტროლი, ეს არ არის შენი დუქანი საქართველო, ეს არ არის შენი პირადი საკუთრება, რომ იქ სხვა […]
ჩხარტიშვილი, კალაძე და კობახიძე ივანიშვილს ატყუებენ – „შავი სალარო“ ვერ ივსება
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის არჩევნების მოგებისთვის ე.წ. “შავი სალარო” შექმნა. როგორც “2020NEWS”-თვის გახდა ცნობილი, ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა ე.წ. “შავი სალაროს” მთავარ ბუღალტრად შს მინისტრი გიორგი გახარია დანიშნა. “არავისთვის უცნობი არ არის, რომ სამეგრელოში არჩევნების საკითხი ჩაბარებული აქვს შს მინისტრ გიორგი გახარიას. ასე იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. ანუ, ახლა, ზუგდიდის არჩევნების მოგება-წაგებაზე პასუხისმგებელი […]










