ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა. მას მთაწმინდის პირველი საარჩევნო ოლქის მეოთხე უბანზე ელოდებიან.
„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, როგორ დაჯდა ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენი შუშის სასახლის თავზე მოწყობილ სპეციალურ მინი აეროდრომზე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე უნდა დააფიქსიროს.
ნიუპოსტი

