„უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს…” – ირაკლი კობახიძე

„უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს..." - ირაკლი კობახიძე„უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზიტს არ ვა­პი­რებ”, – ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.ამას­თან, მისი შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის მდგო­მა­რე­ო­ბა და ტენ­დენ­ცია, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და ამა თუ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღებს.

“უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზიტს არ ვა­პი­რებ. ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით მოვ­ლე­ნებს და იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ. მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა­მებრ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნე­ბის­მი­ერ ნა­ბიჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იქ­ნე­ბა ეს ვი­ზი­ტი თუ გან­ცხა­დე­ბა. ჩვენ რე­ზო­ლუ­ცი­ით ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი პო­ზი­ცია გა­მოვ­ხა­ტეთ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა.

„გუ­შინ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, მათ შო­რის მი­მარ­თა მო­ქა­ლა­ქე­ებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. აქაც და­ვაკ­ვირ­დე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად მოვ­ლე­ნებს და ამის მი­ხედ­ვით გა­და­იდ­გმე­ბა ნა­ბი­ჯი“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.