გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე გენშტაბის უფროსის სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:„გუშინ შეიარაღებული ძალების დღე იყო. გენშტაბის უფროსმა ჩაჩიბაიამ ორიგინალურად მოგვილოცა – ოკუპანტ რუსეთთან ომი სამოქალაქო ომად გამოგვიცხადა! კარგა ხანი, ჩვენი თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ფსბ-ს ფილიალია, გენერალი ჩაჩიბაია მეხუთე კოლონის რიგებს შეუერთდა! გენშტაბის უფროსი უნდა გადადგეს და წესით, სამხედრო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს!“
კატეგორია: პოლიტიკა
მელიამ და პაპუაშვილმა ერთმანეთს აგინეს – ვიდეო
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში – ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია და უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი დაუპირისპირდნენ. კამათი სესიის დაწყებამდე, დერეფანში მოხდა. დეპუტატებმა ერთმანეთს პოლიტიკური წარსული შეახსენეს. ნიკა მელია აცხადებს, რომ არ აპირებს მოითმინოს ზაზა პაპუაშვილისგან შეურაცხყოფის მოსმენას და ამის მოთმენას. „ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ დეპუტატად წოდებული ზაზა პაპუაშვილის ლანძღვა გინების მოთმენას,რომელსაც ადგილი აქვს […]
სალომე ზურაბიშვილი – “საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა საჭირო არ არის – ამით რუსეთს გავაღიზიანებთ”
არ მგონია, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ვაშინგტონში არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება განხილული იყოს, რადგან უკრაინის შემთხვევაში არის ასეთი წარმომადგენელი. „ყველა მხრივ ჩვენი ინტერესი და მიმართულება უნდა იყოს ის, რომ არ შეიძლება უკრაინის გამო […]
“ოცნებამ” ვადამდელი არჩევნებისთვის დაიწყო მზადება
– შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ “ოცნების” მამები რამდენიმე დღის წინ, ვნების კვირაში (24 აპრილს) გამართულ საიდუმლო სერობაზე. რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მმართველი პარტიის ნაწილი კარგა ხანია ივანიშვილს უმტკიცებს, რომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებშია. აქამდე მთავარი მეოცნებე ყოყმანობდა. “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ახლა პარტიის ლიდერი დათანხმდა. […]
გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდა
მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, პირველ მაისს, 12:00 საათზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა. ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების […]
გუბაზ სანიკიძე – „ძალიან ბევრი ტყუილი მალაპარაკეს, ამიტომ მინდა ბოდიში მოგიხადოთ“ – ვიდეო
“არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც” – ხატია მოისწრაფიშვილი ტრამპის პოსტის გაზიარებაზე
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. “ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათაშორის, ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ, კიბერშეტევა […]
გია ხუხაშვილი – „პასკის ცხობა სცოდნია ზურაბიშვილს… პასკას ცხობის იქით ეს ქალი არ უნდა გაუშვა“
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თითოეული ნაბიჯით სახელმწიფოსთვის და ხელისუფლებისთვის პრობლემებს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი კი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის “თვითერის” პოსტის გაზიარება გახდა. როგორც “მეტრონომს” ხუხაშვილმა განუცხადა, ზურაბიშვილმა დავით-გარეჯთან მიმართებაში ზურაბიშვილმა სიტუაციის პროვოცირება მოახდინა. “ორი სავარაუდო დიაგნოზი არსებობს – ერთი არის სიბრიყვე და მეორე პროვოკაცია. საერთოდ ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ – […]
საქართველოს პრეზიდენტის სკანდალი – ზურაბიშვილმა ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც ის ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს
შეცდომა თუ ტრამპის პოზიციის გაზიარება – სალომე ზურაბიშვილი ხმაურიან სკანდალში ეხვევა. საქართველოს პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე, დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს. საქართველოს ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ პოსტი სალომე ზურაბიშვილს არ გაუზიარებია. ტექნიკური შეცდომა სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა დაუშვა, რომელიც მალევე გამოასწორეს. პრეზიდენტის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტი დაახლოებით […]
სოსო ცინცაძე – “აზერბაიჯანი დავით გარეჯს შეიძლება პოლიტიკურ იარაღად იყენებდეს”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებაზე და დავით გარეჯზე საუბრობს. – ბატონო სოსო, რამდენად რეალურია, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს? – მე მაინც ვფიქრობ, რომ ვეროკავშირი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არ აამოქმედებს სადამსჯელო ღონისძიებას, როგორიც არის შეჩერების მექანიზმი. თვითონ ევროკავშირიც მძიმე მდგომარეობაშია. მე არ ვგულისხმობ ლტოლვილების ნაკადს […]










