კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი – „ვიცი, რომ ბიძინას უტვინო მრჩევლები ამ პოსტს აზერბაიჯანულად თარგმნიან, თქვენსა და ალიევის ხელისუფლების ყურამდე მოიტანენ“…

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელ მოსახლეობას მიმართავს: „ისევ დავით გარეჯის პრობლემაზე, ეხლა უკვე სერიოზულად. ის რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ დავით გარეჯში მოიმოქმედა არც პირველი შემთხვევაა და ალბათ არც უკანასკნელი. დავით გარეჯის მონასტრის, აღდგომის პირზე, მომლოცველებისათვის ჩაკეტვით, რასაც დროდადრო აკეთებენ, მათ შეურაცხყოფა მოგვაყენეს […]

“ევროპის საბჭოს მხარდაჭერა გვაძლევს დიდ მოტივაციას, განვაგრძოთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენს დემოკრატიას და სახელმწიფოს გააძლიერებს” – ირაკლი კობახიძე

ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე იმყოფება. ასამბლეის პრეზიდენტმა ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრით დაიწყო. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები იყო. ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 20 წლის განმავლობაში მიაღწია. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე […]

შოთა მალაშხია – “2020 წლამდე “ოცნება” სულს გააფრთხობს”

ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე “ახალი თაობა” ესაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას. – 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ გრძელდება გამოხმაურებები ამ თემაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კონტექსტში არასამთავრობო სექტორს ნაციონალებთან უნისონში ყოფნას აბრალებენ, კახა კალაძე კი მოღალატეს უწოდებს ყველას, ვინც ჰესების მშენელობის წინააღმდეგია. – მოღალატე არის არა ჰესების მოწინააღმდეგე, არამედ, ის, […]

“სიტუაცია ამ ქალბატონმა ააფეთქა… ნუ აურ-დაურევს ყველაფერს, დაოკდეს და ქვეყნის შიგნით გააგრძელოს პრეზიდენტობანას თამაში”

„გარკვეულწილად პროვოკაციული როლი ითამაშა საქართველოს პრეზიდენტის აბსოლუტურად გაუგებარმა და უადგილო აქტიურობამ საზღვრის დელიმიტაციაზე, როცა ისტერიულ ტონში ყოველ დღე ამას იმეორებდა. გასაგებია, რომ პრეზიდენტობანას თამაში უნდა, მაგრამ ყველა განცხადებას კარგად დაფიქრება და აწონ-დაწონვა უნდა… ნუ აურ-დაურევს ყველაფერს, დაოკდეს და ქვეყნის შიგნით გააგრძელოს პრეზიდენტობანას თამაში,”- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. “საერთოდ, აზერბაიჯანთან მოლაპარაკება ჩვენთვის ძნელი არასდროს არ არის. […]

ევროპაში მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდება – რა ბედი ელის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას

ბოლო დღეებში ისევ აქტუალურია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი. მმართველ პარტიაში პრობლემას ვერ ჩქმალავენ, თუმცა, აცხადებენ, რომ არსებული საფრთხე კრიტიკულ ნიშნულზე ჯერ არ დასულა. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი საგანგაშო გახდა. დასავლელი პოლიტიკოსები ასკვნიან, ამის მიზეზია სიდუხჭირე და უმუშევრობა, ასევე – კანონის უზენაესობის შესუსტება. ევროპა იღებს ზომებს მიგრაციის ტალღების, თავშესაფრის მაძიებელი […]

მეგი გოცირიძე – “ივანიშვილი ოპოზიციაში გადადის”

რა ხდება დასავლეთ საქართველოში, რატომ უნდა ივანიშვილს ზუგდიდის მერის არჩევნების მოგება, რა გადაიყოლებს “ოცნებას”, ვინ დაითვლის მაისის თვეში წიწილებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება. მეგი გოცირიძე: – ამ დღეებში დასავლეთ საქართველოში ვიყავი, იქ ნანახმა გამაოგნა და საშინელ ხასიათზე დამაყენა. აჭარას, გურიას და სამეგრელოს ფაროსანა ჰყავს შესეული. ეს სამი რეგიონი სრულად […]

თაკო ჩარკვიანი – ”გახარიას ადგილი ღარიბაშვილის და თამაზაშვილის კლანს უნდა”

პარტიის „კანონი და სამართალი“ დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პანკისში განვითარებული მოვლენები შს მინისტრ გიორგიგახარიას შესაძლოა განზრახ მოუწყვეს. თუმცა მისივე თქმით, ამის მიუხედავად, გახარიას მომხდარზე პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება. აღნიშნულის შესახებ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7vs1” განაცხადა. „მე გახარიას უფრო რბილ ძალად მივიჩნევ, ვიდრე იმ ძალას, რომელიც იქ დგას. ეს არის კახური კლანი. უბრალოდ, თუ მოახერხეს და „გაგიჩალიჩეს“, […]

ლევან ალაფიშვილი – “მეშინია, კორცხელი არ განმეორდეს”

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადგილობრივ არჩევნებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, 19 მაისს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირდებით ხელისუფლება იმედიანად არის განწყობილი. პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე ამბობს, რომ 19 მაისს დაითვლიან წიწილებს. თქვენი მოლოდინი როგორია? – ეს არ იქნება მარტივი არჩევნები. სად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელ რეგიონებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია ყველაზე ცხელ რეგიონებზე. ტრადიციულად ზუგდიდსა […]

„ეს ნაძირლები ფულს რაზე ხარჯავენ“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარლის ერთ-ერთ სოფელში ნინი ქარსელაძის კონცერტის ჩატარებას ეხმაურება, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. „25 ათას მაცხოვრებლიან რაიონში ჩემი გახსნილი საავადმყოფოს რეანიმაცია დახურეს „უსახსრობის“ გამო. ,ადამიანები ეღუპებათ და სამაგიეროდ,შეხედეთ, ეს ნაძირლები ფულს რაზე ხარჯავენ“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ზუგდიდის მერად თენგიზ ჯგუშია უნდათ – შენგელია მე-2 ადგილზეა, რულოვსი – მე-3-ზე

ლაივპრეს ჯი-ზე მიმდინარეობს გამოკითხვა შეკითხვით – ვის აირჩევთ ზუგდიდის მერად. ამ დროისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა 766-მა ადამიანმა მიიღო. პირველ ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია, რომელსაც 43% აქვს. მეორეზეა “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი შენგელია 34,7%-ით. მესამე ადგილზეა სანდრა რულოვსი, რომელსაც მხარს 15,7% უჭერს.