კატეგორია: პოლიტიკა

„შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ?“ – მამუკა ჩიქოვანი გიორგი გახარიას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრი გიორგი გახარია „მინისტრის საათის“ ფარგლებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშნი იმყოფება. შესავალ სიტყვაში გახარიამ პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას ცდილობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მამუკა ჩიქოვანმა კი აღნიშნულს უპასუხა: „ბატონო მინისტრო, თქვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოგვმართეთ ყველას და გვითხარით, რომ ნუ აკეთებთ იმას, რომ პოლიცია გახადოთ მხარეო. შემთხვევით რამე ხომ არ […]

ეკა ბესელიამ გახარიას კითხვა პირადი ცხოვრების კადრებზე დაუსვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის ფარგლებში“ წარსდგა. გახარიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს, რასაც ეკა ბესელიას პასუხი მოჰყვა. კერძოდ, ბესელიამ დეპუტატებს, რომლებმაც კითხვები აღნიშნულ საქმეზე დასვეს, პასუხისმგებლობა დააკისრა, რადგან მისი თქმით, ერთი დეპუტატის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა კადრების ჩაწერა, მეორე დეპუტატის ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი გავრცელება. შემდეგ […]

„წითელი ბარათი პრეზიდენტს“

პარლამენტის მოძრაობამ – „რუსეთი ოკუპანტია“ აქცია-პერფორმანსი გფამართა და პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოითხოვა. მოძრაობის წევრების თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რადგან ეს განცხადერბები რუსულ ნარატივი და პუტინის ინტერესების გამტარებელია.

გარემოს დაცვის ომბუდსმენად დევიდ მორისონი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი უწყების გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატის ხელმძღვანელი წარადგინა. ამ პოსტზე მამუკა ბახტაძემ დევიდ მორისონი დანიშნა. ომბუდსმენის აპარატი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება მოქცეული. “ჩემი ინიციატივა იყო, რომ შემოვიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ვგულისხმობ გარემოს დაცვის ომბუდსმენს, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება, რათა გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია პირდაპირი […]

ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. აქამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა. ტაბატაძის წულუკიანის უწყებაში გადასვლის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი 30 აპრილს მოაწერა. ალექსანდრე ტაბატაძე 2012 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2013 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ახლა კი ისევ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაბრუნდა.

 კალაძე ზურაბიშვილს ემიჯნება – „სალომე ზურაბიშვილს კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“

საქართველოში ამერიკული ბაზის აშენების უარყოფითი შედეგების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მას პრეზიდენტი განცხადებ არ მოუსმენია. როგორც კახა კალაძემ განცხადა, კონკრეტულად ამერიკული ბაზის აშენების თაობაზე საუბარი და განხილვა მმართველ გუნდში არ ყოფილა, თუმცა ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი […]

პარიზში „ყვითელ ჟილეტიანებს“, რადიკალურ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა

პარიზის ქუჩებში „ყვითელ ჟილეტიანებს“, რადიკალურ აქტივისტებს, „შავ ბლოკსა“ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს. ამ მომენტისთვის 88 მომიტინგე უკვე დაკავებულია. წესრიგის დამყარებას 3 800 სამართალდამცველი ცდილობს. დღეს, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარიზის ქუჩებში მომიტინგეები გამოვიდნენ.

საჯარო სამსახურების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში ავეჯზე მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა 

„მილიონ 200 ათასი ფუფუნების საგნებში – საჯარო სამსახურების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში. სხვადასხვა ნივთების შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას მონიტორინგის ცენტრი “მედიატორი” ავრცელებს. შესყიდვის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ თანხა გამოყოფილია კედლის დეკორებისთვის, გორგოლაჭებიანი, ძვირფასი მაგიდა-სკამებისთვის. ყველაზე მეტი ფუფუნების საგანი საჯარო უწყებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახარჯა, მეორე-მესამე ადგილებს ბათუმისა მერია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ინაწილებენ. საქმით დაინტერესებისკენ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს […]

ლევან კობერიძემ „ოცნების“ უმრავლესობა დატოვა

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.ამის მიზეზი, როგორც კობერიძემ თქვა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტია. ლევან კობერიძე საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს. შეგახსენებთ: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს კენჭი დღეს უყარეს და პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.

პარლამენტმა მოსამართლეების შერჩევის შესახებ კობახიძის კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტს 87 დეპუტატმა დაუჭირა მხარი ხოლო, 33 წინააღმდეგი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევისა და მათი პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა განისაზღვრა. ასევე დადგინდა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც.