“ევროპული საქართველოს” წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” კიდევ რამდენიმე წევრმა შეიძლება დატოვოს, მათ შორის საუბარია დეპუტატებზე. შეიძლება პარლამენტში უმრავლესობის პრობლემა შეექმნას მმართველ ძალას? – “ქართულ ოცნებას” როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაეშალა, მაშინ გვითხრეს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფერში გვჭირდება, კონსტიტუცია მიღებული […]
კატეგორია: პოლიტიკა
ეკა ბესელია – აუცილებლად დავაყენებ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს
ვაგროვებ ყველა დარღვევის ფაქტს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აქვს ადგილი – აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. ბესელიას შეფასებით, ირაკლი კობახიძემ “არ იცის ურთიერთობა, არ იცის, როგორ მოიქცეს და როგორ დაიცვას რეგლამენტი“. “ეს პროცესი თავისთავად იქნება მისთვის ფაქტობრივად დამასრულებელი, თორემ შინაარსობრივად ირაკლი კობახიძე გინდ ყოფილა, გინდ არა – ერთი კომიკური ფიგურაა“, – […]
ეკა ბესელია კობახიძეს – ხომ არ შეგეშინდა?
ხომ არ შეგეშინდა? – ასე მიმართა უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ„შენობით მიმართვის“ გამო, მას მიკროფონი გამოურთო. მას შემდეგ, რაც ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარის მითითების შედეგად მიკროფონი გაეთიშა, ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა. „ხომ არ შეგეშინდა“,- მიმართა ბესელიამ კობახიძეს, რაზეც თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „შიში თქვენსკენ მოიკითხეთ“. ამასთან, კობახიძემ მანდატურის სამსახურს […]
ვატო შაქარიშვილი მამუკა მდინარაძეზე – “თავდაჯერებული იდიოტის სახით დემაგოგობენ!”
„ქართული ოცნებიდან“ წასული თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი მამუკა მდინარაძის კონტექსტში აცხადებს, რომ „იდოტის სახით დემაგოგობენ“. „არანაირი ემოციური ბმა არ აქვს მდინარაძეს სანდროს სასტიკი მკვლელობის ისტორიასთან. მისი და მისი „ამხანაგები“ ტრაგიკულ ამბავს „ქეისს“ ეძახიან და თავდაჯერებული იდიოტის სახით დემაგოგობენ! ეცადეთ და გაიხსენეთ სადმე თუ არსებობს მდინარაძე&ამხანაგების ერთი განცხადება მაინც, როგორც იურისტების, როგორც საზოგადოების წევრების, როგორც […]
სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის სასახლეში კვიპროსის პრეზიდენტი მიიღო
ავლაბრის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალურ მიღებას მართავს. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, რომელმაც ავლაბრის სასახლეში მუშაობაზე უარი თქვა და ათონელის რეზიდენციაში გადავიდა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს სწორედ ამ სივრცეში მასპინძლობს. პროტოკოლის თანახმად, ავლაბრის სასახლის ეზოში შედგება დახვედრის ცერემონია, შესრულდება კვიპროსისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, სალომე ზურაბიშვილი და ნიკოს ანასტასიადისი პატივს მიაგებენ საქართველოს სახელმწიფო დროშას და დელეგაციების წევრებს […]
ირაკლი ოქრუაშვილი: თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, იგივე გზებით მოიპოვოს უმრავლესობა, ამას არ “გავუპრავებთ”!
“გაიხსნება კარები ნებაყოფლობით კი ბატონო, არ გაიხსნება, მაშინ კარებში გავალთ სხვანაირად”, – ამის შესახებ თავდაცის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. გადაცემის წამყვანმა მას 2003 წლის გამოცდილება და ვარდით ხელში პარლამენტში შევარდნილი სააკაშვილი გაახსენა, რაზეც ოქრუაშვილი ამბობს: “შესანიშნავი სცენარი იყო”. კითხვაზე უკვე რევოლუციით იმუქრება? – პასუხობს: “არა. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ იგივე მეთოდებით და […]
მდინარაძე შავგულიძეს – “ბოდავ შენ, შალვა! უზრდელობაზე მიგანიშნებ!”
“იმედის” ეთერში “ქართული ოცნების” ლიდერის მამუკა მდინარაძის და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის შავგულიძის დებატები გირგვლიანის საქმის დეტალების განხილვას და მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან მოჰყვა. დებატების დროს შავგულიძემ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “რას ბოდავ?!”. ამ რეპლიკამ მამუკა მდინარაძის გაღიზიანება გამოიწვია. “უზრდელობაზე მიგანიშნებ შალვა, ბოდავ შენ, უღირსად იქცევი ახლა”- მიმართა მდინარაძემ შავგულიძეს. “თუ ასე გული გწყდებოდა […]
ლევან მურუსიძე – ჩვენი ე.წ. კლანი არის გუნდი, რომელიც კეთილი საქმის კეთებას ცდილობს
„კლანი, პატიოსანი ადამიანის თვალში აღიქმება, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფი, ახლა რას აკეთებს ჩვენი ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში ამ 4 – 5 წლის მოღვაწეობის შედეგად – სტრასბურგის სასამართლოში 11 ჯერ შემცირდა მიმართვიანობა, ათასობით საქმე იხილება სასამართლოში და ხალხი სამართალს პოულობს. ჩვენი ე.წ. კლანი არის გუნდი რომელიც ცდილობს რომ გაკეთოს კეთილი საქმე და საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი […]
ირაკლი ოქრუაშვილი – “დიდხანს ვფიქრობდი დავბრუნებულიყავი თუ არა პოლიტიკაში, მაგრამ ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია”
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირეაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. “პოლიტიკაში დაბრუნება არ ყოფილა თვითმიზანი. არ მქონდა ამბიცია, რომ ფართო მასშტაბებით შემოვსულიყავი და მაგრამ ყველაფერს ჰქონდა თავის საზღვარი რამაც მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. ყოვედღე იცლება ქვეყანა ადამიანებისგან და […]
სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა
სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა. სანდრა რულოვსმა, რომელიც ზუგდიდის მაცხოვრებელი გახდა, იმედი გამოთქვა, რომ ზუგდიდელები 19 მაისს მას დაუჭერენ მხარს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის თქმით, ის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს და ზუგდიდელების პრობლემებსა და საჭიროებებს ეცნობა.










