„მიცუნცულდნენ ივანიშვილთან… თქვენ ცეკვავთ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე“ – ნიკა მელია

„მიცუნცულდნენ ივანიშვილთან... თქვენ ცეკვავთ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე“ - ნიკა მელიადღეს პარლამენტის სხდომა ხმაურით დაიწყო. ამიტომ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2-საათიანი შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაბის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა:

„ხედავთ, პრაქტიკულად მორღვეულია საკანონმდებლო პროცესი, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მთელი ეს პროცესი მორგებულია რამდენიმე ადამიანზე, ვიღაც ბატონი ოხანაშვილი, მდინარაძე, კობახიძე, თალკვაძე… ეს 4-5 ადამიანია…

წავიდნენ, მიცუნცულდნენ ივანიშვილთან, გაიარეს კონსულტაციები, ჩაწერეს ამ არაოფიციალურ დოკუმენტში, წაკითხულიც კი არ აქვთ დეპუტატებს და ბატონი ოხანაშვილი ავიდა ტრიბუნაზე და თურმე ოხანაშვილისგან უნდა გავიგოთ, თურმე ოხანაშვილს უნდა ვენდოთ და ოხანაშვილამდე არანაირი კონსულტაციები არ უნდა გაიმართოს.

ეს წარმოუდგენელია, ამ პარლამენტში ეს აღარ დაიშვება მიუხედავ იმისა, რომ ფორმალურად ჰყავს უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“, ასეთი რამე აღარ გაუვა „ქართულ ოცნებას“ და დროა შეეგუოს კობახიძე, ოხანაშვილი, რომ გასაგებია თქვენ ცეკვავთ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და პატივი ეცით როგორც სხვა დეპუტატებს ამ დარბაზში, ასევე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელმაც ზურგი გაქციათ. ბიძინა ივანიშვილი რასაც დაგავლებთ, მოხვალთ და 5 წუთში ეცდებით მოაკვარახჭინოთ, ასე აღარ გამოვა.

14 გვერდიანი ინგლისურენოვანი რეკომენდაციები გასცა ვენეციის კომისიამ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენს აქვს “ქართული ოცებიდან“ წაკითხული ეს რეკომენდაციები, რომელიც არც უთარგმიან საკუთარი კოლეგებისთვის.

ამიტომ ავიღეთ დრო ჩვენ უნდა გავეცნოთ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო თაობების ცხოვრება ამ ქვეყნაში. აქ თაობების ბედი წყდება, რამდენი ხანი გვეყოლება მურუსიძეები მოხვეული ეს საკითხი წყდება და ისე, ოხანაშვილი ავა ტრიბუნაზე და რამდენიმე წუთით ადრე დაგვიდებენ დეპუტატებს ფურცელს, რომელიც არვის აქვს წაკითხული და ის რომ ჩვენ უბრალოდ თავს დავუქნევთ ოხანაშვილს, ამის ილუზია ვისაც აქვს…“.