კატეგორია: პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი – „ოცნების“ მაფიოზური მმართველობის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ”

ნათია მეზვრიშვილი - "ირაკლი, ის ქალი მე ვარ!"

რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, იმ ცვლილებებისთვის, რისი მიზანიც არის, რომ „ოცნების“ მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მეთოდებით განაახლა პარტიის წევრებზე ზეწოლა და მუქარა. „ოცნებამ“ განაახლა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით – […]

4 მინისტრს კორონა აქვს – 2 მათგანი ორჯერაა აცრილი, ერთს კი ბუსტერიც აქვს გაკეთებული

4 მინისტრს კორონა აქვს - 2 მათგანი ორჯერაა აცრილი, ერთს კი ბუსტერიც აქვს გაკეთებული

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ინფიცირების გამო მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა. უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კორონავირუსი აქვთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. ისინი მკურნალობის კურსს სახლში გადიან და მუშაობას დისტანციურ ფორმატში აგრძელებენ. მიხეილ ჩხენკელი […]

ირაკლი ქადაგიშვილი – “გახარიას პარტია მძიმე მდგომარეობაშია”

ირაკლი ქადაგიშვილი - "გახარიას პარტია მძიმე მდგომარეობაშია"

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიიდან კადრების გადინება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის ბრალია. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა პარტია „საქართველოსთვის“ მძიმე მდგომარეობაშია. „ბუნებრივია, გიორგი გახარიას პარტია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ისინი ფაქტობრივად კოალიციაში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც მისი პარტიის ბევრი წევრისთვის მიუღებელი იქნება. გადინება, რომელიც სახეზე გვაქვს, სწორედ აქედან არის გამოწვეული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, […]

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატურა წარუდგინა – ასარჩევად “ოცნების” ხმები საკმარისი არ არის

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატურა წარუდგინა - ასარჩევად "ოცნების" ხმები საკმარისი არ არის

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. ცესკო-ს თავმჯდომარედ ზურაბიშვილმა კომისიის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დირექტორი თენგიზ თევზაძე წარადგინა. რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, პრეზიდენტმა 4 კანდიდატი წარადგინა. პროცედურის მიხედვით, წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში მოუსმენს, შემდეგ კი მათი არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. […]

აჭარაში გახარიას პარტია 14-მა წევრმა დატოვა

აჭარაში გახარიას პარტია 14-მა წევრმა დატოვა

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის 25 დამფუძნებლიდან 14-მა დემარშით დატოვა. პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის  კურსი მათთვის მიუღებელი იყო. გახარიას გუნდში კი მომხდარ ფაქტს ზეწოლას უკავშირებენ. მათი თქმით, “ოცნება” გახარიას გუნდზე ტერორს ყოველდღიურად ახორციელებს. 10 წლის თავზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაემსგავსა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას და იმ მეთოდებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რასაც […]

ირაკლი კობახიძე – „მეტი სიყვარული და მეტი სითბო…“

ირაკლი კობახიძე - „მეტი სიყვარული და მეტი სითბო...“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ედ ჰოკი” ინტერვიუსას. გადაცემის წამყვანმა საუბრის ბოლოს მას ჰკითხა: “რა არის თქვენი „ქართული ოცნება“? „მახსოვს 80-იანების თბილისი, საქართველო, სხვანაირი გარემო იყო, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ, მეტი სითბო იყო. ამას რომ დავუმატო დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, ეს იქნებოდა ოცნების თბილისი და ოცნების საქართველო. მეტი სიყვარული და მეტი სითბო, ამაზე ალბათ, ყველა […]

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი კორნელი სალია აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი კორნელი სალია აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. ის პარტია „საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია გახდა. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების” წევრებს. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა. როგორც ახლად არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, კორნელი სალიამ განაცხადა, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო მმართველმა პარტიამ, თუმცა, მისივე განმარტებით, იქნება კონსტრუქციული მუშაობა. იპნ

ოცნების 13 მილიონერი დეპუტატიდან 4-ს 2021-ში მიკროფონი არც ჩაურთავს

NDI: პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად მოსახლეობის მხოლოდ 1% აფასებს

ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებს შორის 13 მილიონერია, გასულ 2021 წელს კი მათგან 4-ს მიკროფონი არც ჩაურთავს. 2021 წელს პარლამენტში 62 პლენარული სხდომა გაიმართა, სხდომებზე 409 კანონის პროექტი განიხილეს. თუმცა 2021 წელს მმართველი პარტიის დეპუტატების თითქმის ნახევარს, 45%-ს სიტყვის უფლებით 10-ჯერაც კი არ უსარგებლია. პარლამენტარის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 4 624 – 6 740 ლარია. 2020-2022 […]

ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი სამდივნო წარადგინა

ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი სამდივნო წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება, რომელიც პარტიის ყოველდღიურ მუშაობას უზრუნველყოფს. ახალ სამდივნოს წარმოადგენენ: 1. გენერალური მდივანი – პეტრე ცისკარიშვილი 2. გენერალური მდივნის მოადგილე – ადმინისტრაციული საკითხების მდივანი – ზურა მელიქიშვილი 3. საგარეო საკითხთა მდივანი – თინათინ ბოკუჩავა 4. ანალიტიკური საქმიანობის მდივანი- გიორგი თარგამაძე 5. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების […]

ნინო წილოსანი – “ჩემი პირადი პოზიციაა ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დატოვება”

2019 წელს ნინო წილოსანს მშობელმა 150 ათასი ლარი აჩუქა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში „ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენაა“ და მისი პირადი პოზიცია ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა იქნება. ამის შესახებ წილოსანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად საკუთარი პოზიციისა, ის მაინც გუნდის საერთო პოზიციას დაეთანხმება, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. „კანონმდებლობა და რეგლამენტი მკაფიო ჩანაწერს გვთავაზობს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. სესიაზე პარლამენტი იღებს პოლიტიკურ […]