აჭარაში გახარიას პარტია 14-მა წევრმა დატოვა

აჭარაში გახარიას პარტია 14-მა წევრმა დატოვაგიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის 25 დამფუძნებლიდან 14-მა დემარშით დატოვა. პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის  კურსი მათთვის მიუღებელი იყო.

გახარიას გუნდში კი მომხდარ ფაქტს ზეწოლას უკავშირებენ. მათი თქმით, “ოცნება” გახარიას გუნდზე ტერორს ყოველდღიურად ახორციელებს.

10 წლის თავზე “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაემსგავსა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას და იმ მეთოდებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რასაც წლების მანძილზე ვებრძოდით, ეს არის უსუსური მცდელობები, რომელიც მარცხისთვისაა განწირული”, – ამბობს ბერდია სიჭინავა.

ტვ პირველი