კატეგორია: პოლიტიკა

ზუგდიდის მერიაში ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

ზუგდიდის მერიაში ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

ოპოზიცია ზუგდიდის მერიაში გაფლანგული თანხების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს. “ნაციონალური მოძრაობა” აუდიტის სკანდალური დასკვნის გამო გენერალურ პროკურატურას მიმართავს. – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საიდანაც თანხები ზუგდიდიელების კეთილდღეობას უნდა მოხმერდეს ხმარდება ადგილობრივი მაღალჩინოსნების გამდიდრებას, ყველა ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ვაპირებთ, რომ ამასთან დაკავშირებით მივმართოთ პროკურატურას, რომ დაიწყონ […]

გორის მერმა ლადო ხინჩეგაშვილმა შვებულება აიღო

გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5.500 ლარამდე გაეზარდა

გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა. მის მოვალეობას პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი ასრულებს. ოფიციალურ დოკუმენტებს, ამჯერად, ხელს  ნიკა (ნიკოლოზ) ღვინიაშვილი აწერს. ამ დოკუმენტებში 11 იანვრიდან გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად მოხსენიებულია ღვინიაშვილი. ლადო ხინჩეგაშვილი მუშაობას 2021 წლის 29 ოქტომბერს შეუდგა. 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით გასულია მხოლოდ 73 დღე. თუ რატომ აიღო შვებულება გორის მერმა, ამის […]

სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ხელი მოაწერა

სალომე ზურაბიშვილი - "მზად ვარ, ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო"

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამასთან, როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე, თუმცა სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის. „დღეს ხელი მოვაწერე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, […]

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე – “ამას ლოცვა და მოქმედება სჭირდება”

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე - "ამას ლოცვა და მოქმედება სჭირდება"

დეპუტატი ლიზა იასკო უკრაინაში გამგზავრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ​როგორც ექსპრეზიდენტის ახლანდელი მეუღლე ამბობს, ხალხი პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს. „ხშირად მეკითხებიან მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ჩემი პასუხია, რომ ის საავადმყოფოდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაყვანის შემდეგ, სიახლე არ ყოფილა. თითქმის ორი კვირაა ვერ ნახულობენ ახლობლები, ექიმები. ადვოკატებს მხოლოდ შეზღუდულად უშვებენ… რას აკეთებენ უკრაინა და […]

რუსთავის საკრებულოში ნაციონალებმა და აპარატის წევრებმა იჩხუბეს

რუსთავის საკრებულოში ნაციონალებმა და აპარატის წევრებმა იჩხუბეს

რუსთავის საკრებულოში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ენმ-ის წევრები უკვე რამდენიმე დღეა საკრებულოს აპარატისგან მოითხოვენ, რომ სხდომათა დარბაზის გამოყენების შესაძლებლობა მიეცეთ. თუმცა, როგორც აპარატის უფროსი არჩილ ძამაშვილი განმარტავს, ოპოზიციურ პარტიას კანონით ამის უფლება არა აქვს და თუ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. ოპოზიციონერების […]

მურმან დუმბაძე – “ოცნებაში” არიან ადამიანები, ვისაც ოპოზიციასთან თანამშრომლობა უნდა”

მურმან დუმბაძე - "ეკა ბესელია შეიძლება პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს"

მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბევრად უფრო ადრე დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია ოპოზიციაში. – ასე რატომ ფიქრობთ? – ადამიანების მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსება. თუ ხელისუფლებაში ვინმე ფიქრობს, რომ გაზის ან დენის გაზრდილ გადასახადს შეამცირებს და ამით ხალხის გულს მოიგებს და მშვიდად გააგრძელებს არსებობას, ძალიან ცდება. – რა პროცესებია ხელისუფლების შიგნით? არის ვინმე, […]

„იმედია, თავის შეცდომას დაინახავს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის“ – სერგეენკო ნათელაშვილზე

სერგეენკო - "მინისტრის მოვალეობას ჯერ კიდევ მე ვასრულებ"

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადება, რომელიც სოციალურად დაუცველებს უკავშირდება, მიუღებელია და მან ბოდიში უნდა მოიხადოს. „არ ვთვლი ხოლმე საჭიროდ, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადებებზე კომენტარები გავაკეთო. უბრალოდ, მისი ეს განცხადება გულზე მომხვდა, იმდენად მიზანტროპული და მიუღებელია ეს ყველაფერი. იმედია, ეს ადამიანი თავის შეცდომას დაინახავს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის“, – […]

„აღმოჩნდა, რომ ყველა დავაწინაურეთ და  უდუმაშვილის ბრალი ყოფილა არჩევნების წაგება“ – ხვიჩია

იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის შეხვედრა დატოვა - "ისინი მიშას თამაშს თამაშობენ"

„იმედგაცრუებული ვარ, მეტს მოველოდი, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” ამ შეხვედრიდან”,- ასე გამოეხმაურა”გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია “ნაციონალური მოძრაობაში” განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს. როგორც ხვიჩია აღნიშნავს, მოლოდინი უკავშირდებოდა ვინმესგან პაუსიხისმგებლობის აღებას. „ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, მეტს მოველოდი, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ შეხვედრიდან. აღმოჩნდა, რომ რეალურად ყველა კარგი ადამიანია, ყველა დავაწინაურეთ და სინამდვილეში […]

ნაციონალებმა ზაალ უდუმაშვილი თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს

ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის - "შევალთ ყველა ოჯახში"

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც მედიას ნიკა მელიამ გააცნო. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს. როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება. ინფორმაციისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციას ზაალ […]

მელიას ნაყოფია ჩაანაცვლებს – დიდი ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობაში

მელიას ნაყოფია ჩაანაცვლებს - დიდი ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობაში

დიდი ცვლილებები “ნაციონალურ მოძრაობაში” –  “პირველებმა” იმ საკადრო ცვლილებების შესახებ შეიტყო, რომლებიც პარტიაში იგეგმება.  არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ნიკა მელიას ნაცვლად კობა ნაყოფია უხელმძღანელობს. მელია მხოლოდ პარტიის თავმდჯომარედ რჩება. აწინაურებენ პეტრე ცისკარიშვილსაც. ის პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტს ჩაიბარებს. ენმ- ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის, თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი შიდა პარტიულ გაძლიერებას შეეხება, თუმცა  საკადრო ცვლილებების შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულებამდე […]