გახარია – “გამოვრიცხავ პრემიერობას, ამის არც სურვილი მაქვს”

გახარია - "გამოვრიცხავ პრემიერობას, ამის არც სურვილი მაქვს"შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ ტვ პირველის გადაცემა “პირველებში” მისი პრემიერ მინიტრობა გამორცხა და განაცხადა რომ მას მთვარობის ხელმძღვანელობის სურვილი არ აქვს.

“ამ ნიუსებს ავრცელებთ თქვენ, იქნებ თქვენ მითხრათ, გამაგებინეთ, ეგებ ვიცოდე მეც რაღაცა…ერთი რამ მინდა გითხრათ, გულწრფელად გუბნებით, მე მართლა ვთვლი, რომ ის, რასაც ვაკეთებ დღეს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მართლა ასე ვთვლი. მართლწესრიგი, სიმშვიდე ამ ქვეყანაში არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, ტურიზმი, რომ ძირითადი ამოცანა, სიღარიბე, რაც არის ამ ქვეყნის, იყოს დაძლეული. შესაბამისად, უბრალოდ ვერ ვხედავ, არც სურვილი მაქვს [პრემიერობის] და ვთვლი, რომ ის, რასაც ახლა აქ ვაკეთებ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. და აქ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუ ამის საშუალება და დრო მექნება…დიახ, რა თქმა უნდა )გამოვრიცხავ პრემიერობას)” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა “პირველებში”.