გაერთიანებული ოპოზიციის ავტოკოლონა რამდენიმე წუთის წინ თელავისკენ დაიძრა.
დღეს თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციას გამართავს.
“ძალა ერთობაშიას” ლიდერები და მხარდამჭერები დილით შეიკრიბნენ, კოლონები თელავისკენ უკვე მიემართებიან, მათ რიგებს დასავლეთის სხვადასხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან.”ძალა ერთობაშიას” ლიდერები, წევრები და მხრადამჭერები, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, გამოხატავაენ საკუთარ პროტესტს იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაყალბდა და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ფარგლებში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა – საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება, საარჩევნო სისტემაში ცვლილები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ გუნდს ვადა 16 დეკემბრამდე, სწორედ ინაუგურაციამდე მისცა. ხელისუფლება კი ოპოზიციის ულტიმატუმს არალეგიტიმურს უწოდებს.

