კატეგორია: პოლიტიკა

ვახტანგ მაისაია – “ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედება უკრაინაზე სამხედრო თავდასხმაა”

რა მოცემულობას ქმნის ქერჩის სრუტეში უკრაინა-რუსეთის ახალი სამხედრო დაპირისპირება და ამ კონტექსტში საქართველოს სახელმწიფოს რა საშიშროებები ექმნება, ამის შესახებ “ახალ თაობას” ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა. – ბატონო ვახტანგ, უკრაინის მხარის განცხადებით, რუსეთი ქერჩის სრუტეში უკრაინის გემებს თავს დაესხა. რუსეთსა და უკრაინას შორის ღია სამხედრო დაპირისპირება ქერჩის სრუტეში რა მოცემულობას ქმნის ზოგადად […]

თავდაცვის მინისტრი შავლეგო ტაბატაძე გახდება

თავდაცვის  მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას იმერეთის გუბერნატორი ჩაანაცვლებს. არსებული ინფორმაციით,  გადაწყვეტილება ცენტრალურ ხელისუფლებაში უკვე მიღებულია და შავლეგო ტაბატაძე მინისტრის პორტფელს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს. შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. შავლეგ ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ […]

სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იქნება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება. ფაქტს გაბუნია თავად ადასტურებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. ნიუპოსტი

„სააკაშვილი მასხარა გახდა… თუ თავი აქვს ჩამოვიდეს და მატროსოვზე კუთვნილი ადგილი დაიკავოს“ – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია საქართველოს მსამე პრეზიდენტზე კომენტარს აკეთებს. ქანთარიას განცხადებით, თუ სააკაშვილს თავი აქვს ჩამოვიდეს საქართველოში და „მატროსოვზე კუთვნილი ადგილი დაიკავოს“: “ნიკა გვარამია ყოფილი პროკურორია. ეს არის შხამით გაბერილი გაბოროტებული ადამიანია. სააკაშვილი კი მასხარა გახდა, ოღონდ საშიში მასხარა, რადგან იქიდან რაღაც არაკანონიერ განცხადებებს აკეთებს. ბოლო ხანებში რაღაცა შეცვალა. თუ თავი აქვს ჩამოვიდეს […]

სალომე ზურაბიშვილი: ვადასტურებ, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა. “როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან თელავში ტარდება, მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ. მოვიწვევთ ყველას ვისთნაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ შესძლებს ჩამოსვლას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ მიწვეულთა შორის იქნება […]

“სიგნალია, ბევრია გამოსასწორებელი” – მმართველი გუნდი აშშ-ის დეპარტამენტის მწვავე შეფასებს ეხმაურება

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ამერიკის შეერთებული შტატების უმწვავეს შეფასებას მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. “ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან, მომავალში გარკვეულ საკითხებზე იმუშაონ, რათა საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწოს. „სიგნალია, რასაკვირველია, უფრო უნდა დაიხვეწოს. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ველზე საქმიანობის ამ ნაწილს, რომელიც შეეხება არჩევნებს, ზოგადად პოლიტიკური პარტიების ურთიერთობებს, ბევრია გამოსასწორებელი, მაგრამ ეს მხოლოდ სახელისუფლებო რგოლს […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – “შეშფოთებული ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით საპრეზიდენტო არჩევნებზე”

შეშფოთებული ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის […]

ირაკლი ოქრუაშვილი: „ივანიშვილი ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წამსვლელი არ არის“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრიაშვილი საპრეზიდენტო არცევნებს აფასებს. ოქრუაშვილმა ამის შესახებ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა“ „ეს არჩევანი ჩემთვის იყო ჭაობს, სიბნელესა და ცვლილების მოლოდინს შორის, ასე მივიღე მე გადაწყვეტილება და სხვანაირად არ შემეძლო, რომ დამენახა მე რაიმე სახის პოზიტივი, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი. ჩემთვის ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია კარტოფილი. ჩვენ დღეს მივიღეთ […]

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება. მთავრობა ოფიციალურად ინაუგურაციის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. დეტალებზე არ საუბრობს ახლად არჩეული პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს ინაუგურაციის ადგილზე და სხვა დეტალებზე.  

პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება – გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის შემცირებას ეხმაურება

პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო დაკნინების მცდელობად მიიჩნევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის 40% შემცირებას. გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა წლებია ცდილობს დაასუსტოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და ამის ბოლო მცდელობა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო. „მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ, ბოლოს უშიშროების საბჭოს […]