კატეგორია: პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნა

ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნა. პრეზენტაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია გამართა. “ჩვენი მიზანია საქართველოში ადამიანური გარემოს შექმნა საზოგადოებიდან ახალი ლიდერების გაჩენით, ასევე, ინოვაციების დანერგვის და მოქალაქეთა ჩართულობის გზით, ადამიანებისთვის პერსპექტვის გაჩენა”- აცხადებენ მოძრაობაში. მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არის ჯანდაცვა, განათლება და ურბანული მიმართულებები. ელისაშვილი ამბობს,რომ მოძრაობის წევრთა რიგებში მიიღებს ყველა მსურველს, ვინც მხოლოდ […]

“ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ ვაღიარებთ” – ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის

გაერთიანებულ ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ულტიმატუმს პასუხობენ. ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე იმ შემთხვევაში მიიწვევს, თუ ის მის ლეგიტიმურობას აღიარებს. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება. „ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ […]

ლევან ალაფიშვილი – “ხელისუფლება წინასაარჩევნო კორიდის ეიფორიიდან უნდა გამოვიდეს”

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, არ სცნობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არ აღიარებს არჩეულ პრეზიდენტს. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? – ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან ჯერ-ჯერობით ჯდება კანონიერებისა და დემოკრატიის ფარგლებში. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა წარიმართოს. – არჩევნების შედეგებს არ […]

ვახტანგ ძაბირაძე – “სალომე ზურაბიშვილი ეს 6 წელი თავისთვის იქნება”

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორი პრეზიდენტი შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილი. – ბატონო ვახტანგ, ელოდით მეორე ტურში ასეთ პროცენტულ განსხვავებას ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის? – ასეთ პროცენტულ სხვაობას არ ველოდი. თუმცა, ველოდი, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებდა. – ასეთი შედეგი რამ განაპირობა? – მიზეზი რამდენიმეა: პირველი, ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის, რომელიც არჩევნების პირველ […]

სოსო ცინცაძე – “მოსახლეობა დაივიწყებს ზურაბიშვილს, მაგრამ არ დაივიწყებს ივანიშვილის დაპირებებს”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, სალომე ზურაბიშვილი მე-5 პრეზიდენტი გახდა. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, თქვენ რას ელოდებით? – უცნაური იყო, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ივანიშვილი და სააკაშვილი და ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. ქართული პოლიტიკის ახალი ეტაპი ხვალიდან იწყება. ავტომატურად სალომე ზურაბიშვილი უკანა პლანზე გადავა. ჩატარდება ინაუგურაცია, შევა […]

„არავისზე არ ვარ გაბუტული“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევასთან დაკავშრებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის არავიზე არ არის გაბუტული: “იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის რეგიონში ჩატარება არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, […]

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი გადაცემას ტელეკომპანია Zik-ის ეთერში წაუძღვება. გადაცემის ანონსში ნათქვამია, რომ „სააკაშვილი მაყურებელს გასულ წლებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გაახსენებს, რათა მოქალაქეებმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ“. გადაცემა „ჯოკერი“ ეთერში 7 დეკემბრიდან გავა. 1tv.ge

ლევან იზორია – “არ გადავდგები!”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს. როგორც ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა, ის დღეს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს. „მე დღეს გესაუბრებით სამომავლო გეგმებზე. ლოგიკური დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. გამორიცხულია“, – განაცხადა ლევან იზორიამ. ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლევან იზორიას თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ. ნიუპოსტი

ხათუნა ლაგაზიძე – “ივანიშვილისთვის მთავარი გამოწვევა “ოცნებაში” მწვავე შიდა ბრძოლები იქნება”

”ახალი თაობა” ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა. – ქართულ რეალობაში არჩევნების შემდეგ ახალი ეტაპი იწყება. რა მოლოდინი გაქვთ არჩევნების შემდეგ? – არჩევნების შემდეგ მე დესტაბილიზაციას არ ველოდები, ისევე, როგორც მასშტაბურ საპროტესტო აქციებს. დესტაბილიზაციას არც შიდა ფაქტორები უწყობს ხელს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც კი არ არიან რევოლუციურად განწყობილი, ეს ცალსახაა და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების […]

ზურაბიშვილი – ”თელავში ინაუგურაციას იმიტომ ვმართავთ, რომ თელავმა ხმა არ მომცა”

თელავი ერთ-ერთი წაგებული რეგიონი იყო – სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია კახეთში შედგება. ამის შესახებ განცხადება თავად ზურაბიშვილმა გააკეთა. ის არ მალავს, რომ ინაუგურაციის ადგილად  თელავი შემთხვევით არ აურჩევიათ. ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, მას თელავში ინაუგურაციის გამართვით იმის დამტკიცება უნდა, რომ მათი პრეზიდენტიცაა, ვინც ხმა არ მისცა. „იყო რამოდენიმე […]