სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მებრძოლი კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში გუმაშვილების ოჯახს ადამ გუმაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს შეატყობინეს. ფაქტს ადასტურებს ადამ გუმაშვილის ოჯახის წევრი. გავრცელებული ინფორმაციით, ადამი სირიაში ხუთი წლის წინ წავიდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გავლენიანი პირი იყო. ის დაახლოებული იყო ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერთან, თარხან ბათირაშვილთან, რომელიც ასევე წარმოშობით […]
კატეგორია: პოლიტიკა
ფაშინიანი ზურაბიშვილს – “თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა”
„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა მოძმე საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა და გულით გისურვებთ, რომ თქვენი მმართველობა საქართველოს ისტორიაში ხანგრძლივი აღმასვლითა და კეთილდღეობით აღინიშნოს“, – სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა. „ჩვენ გავაფართოვებთ ორმხრივ დღის წესრიგს ახალი შინაარსიანი პროგრამებით და სომხეთისა და […]
სალომე ზურაბიშვილი – “ქართველმა ხალხმა იცის, რომ ნატოს ალტერნატივა არ აქვს”
ქართველი ხალხი ხედავს, რომ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაპირებებისგან დაიღალა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: “არა, ასე არ არის. თუმცა არა ნატო-სგან, მაგრამ საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ამის კონკრეტულ […]
გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში გადის – ”2 დეკემბერს რუსთაველზე მასობრივი მანიფესტაცია გვექნება”
გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მანიფესტაციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა. „იმისათვის, რომ ქურდულ ოცნებას გავაგონოთ ხალხის ხმა, კვირას ჩვენ გვექნება რუსთაველის პროსპექტზე უზარმაზარი მშვიდობიანი მანიფესტაცია. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც აჩვენებს ამ ე.წ […]
გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. „ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, მასთან არანაირი პოლიტიკური და მმორალური ვალდებულებები არ გვაქვს“- აღნიშნული განცხადება გრიგილ ვაშაძემ ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა და ჩატარებულ არჩევნებს კრიმინალური ფარსი უწოდა. ვაშაძის განცხადებას დარბაზში ოვაციები მოჰყვა. ნიუპოსტი
ათონელზე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სასახლის რესტავრაცია მიმდინარეობს
ათონელის ქუჩაზე, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ დაიდებს ბინას, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს ტექნიკა. ამ ეტაპზე იღებება ფასადები და იცვლება კომუნიკაციები. დღესვე, ათონელის რეზიდენციის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, თავად სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება და არა ავლაბარში. „ოცნების“ ლიდერების თქმით, პრეზიდენტ […]
მარგველაშვილი – ”ასეთი ცუდი არჩევნები საქართველოში აღარ უნდა ჩატარდეს”
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგევლაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ დემოკრატიულობის ხარისხი მკვეთრად დაეცა. მისი თქმით, მსგავსი სტანდარტის არჩევნები საქართევლოში აღარ უნდა ჩატარდეს. მან ასევე მიულოცა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება და მზადყოფნა გამოთქვა უფლებამოვალეობის გადაბარების პროცესში მასთან ითანამშრომლოს. „გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების […]
ნათელაშვილი: ვეუბნებოდი სააკაშვილს, ვაშაძე ქარიზმატული ლიდერის როლს ვერ გაქაჩავს-მეთქი
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს. ნათელაშვილი განმარტავს, რომ არჩევნები გაყალბდა, წინასაარჩევნო პერიოდში კი ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვა მოხდა. ნათელშვილის თქმით, ამ ფონზე მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს. ნათელაშვილის განცხადებით, 2019 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა ჩატარდეს. “ეს შედეგი მოიტანა საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევისას დაშვებულმა შეცდომამ. ვეუბნებოდი მიხეილ სააკაშვილსა […]
“ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს“ – გიორგი ვაშაძე
საქართველომ 28 ნოემბერს მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. არსებული მონაცემებით, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ გაიმარჯვა. არჩევნების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა: „დიდი მადლობა, ძალიან მაგრები ხართ, დიდი მადლობა იმ მართლაც შეუპოვარი ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ გუშინდელ დღეს. რაც შეეხება აბსოლუტურ რეალობას, ჩვენ […]
გიორგი ვაშაძე – “სააკაშვილის მოწოდება დაუმორჩილებლობისადმი 1 ადამიანის პოზიციაა”
ესაა ერთი კონკრეტული ადამიანის განცხადებები, საკუთარი მოსაზრებები, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე დღეს, ფილარმონიაში 18:00 საათზე ისაუბრებს. „გაერთიანებულ ოპოზიციაში შედის 11 პოლიტიკური სუბიექტი, ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, თითოეული ადამიანის მონაწილეობით, ვინც გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოშია. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება […]










