კატეგორია: პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს მიიღებენ

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს მიიღებენ. აღნიშნული დაფინანსება „საარჩევნო კოდექსის“ 56-ე მუხლითაა გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც, მილიონ ლარს იღებს ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 10 %-იან ბარიერს გადალახავს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს, ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით […]

გრიგოლ ვაშაძემ ემიგრანტებში არჩევნები მოიგო – მას 64.27%-მა დაუჭირა მხარი

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გუშინ 28 ნოემბერს გაიმართა, შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გახდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64.27%-მა მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადა. გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მოიგო ავღანეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, თურქეთის ერთ უბანზე, ისრაელში, კვიპროსში, პოლონეთში, ქუვეითში. ნიუპოსტი

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს გაიმართა, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს. შესაბამისად, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც […]

ვაშაძე – 40,41%, ზურაბიშვილი -59,59% – დათვლილია უბნების 97%

ამ დროისთვის ცესკოში დათვლილია საპრეზიდენტო არჩევნების უბნების 97%-ის მონაცემები. მდგომარეობა ასეთია: გრიგოლ ვაშაძე – 753.909 – 40.41% სალომე ზურაბიშვილი – 1.126.706 – 59.59%. ამ შედეგების მიხედვით საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება.

მარნეულში ვაშაძის გამარჯვებას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა

მარნეულში სოფელ იმირში ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება 59-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემდეგ დაიწყო. ამ უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა 6 ხმით მოიგო. თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ოპოზიციის წარმომადგენლები შემაჯამებელი ოქმის ცესკოში წაღების საშუალებას არ აძლევდნენ, რადგან მათ კომისიის თავმჯდომარემ ოქმის ქსეროასლის გადაღების უფლება არ მისცა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. […]

სალომე ზურაბიშვილი – ”ჩვენი არჩევანი იმ ხალხთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა”

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დღეს ამომრჩეველმა პრინციპული არჩევანი გააკეთა. „მოგესალმებით, მივესალმები მთელ საქართველოს მოქალაქეებს ვინც ეხლა გვისმენს. მინდა, ყველას ვუთხრა პირველ რიგში მადლობა და ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი, ამ არჩევანს აქვს საქართველოსთვის დღევანდელი საქართველოსთვის და […]

სალომე ზურაბიშვილს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია – მის შტაბში ცნობადი სახეები შეიკრიბნენ

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში შეკრებილები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. პრეზიდენტს კანდიდატი, დაახლოებით, ერთი საათია, რაც შტაბში მივიდა. მას მედიასთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ეგზიტპოლების მიხედვით, ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს. ადგილზე ასევე განთავსებულია საკონფერანციო დარბაზი, სადაც იმყოფებიან პოეტები, მსახიობები, მომღერლები და სხვა პირები, თუმცა დარბაზში ჟურნალისტებს არ უშვებენ. შტაბში იმყოფება სალომე ზურაბიშვილის შვილიც თეიმურაზ გორჯესტანი და […]

სააკაშვილი – „ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგები”

„ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები და მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოსი,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, არჩევნები ზეწოლის, მოსყიდვის და ძალადობის ფონზე წარიმართა. „მინდა, მივმართო ჩვენ ხალხს, ხალხო, თქვენ დღეს ამ ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ […]

ეგზიტპოლი – გრიგოლ ვაშაძე 45%, სალომე ზურაბიშვილი – 55%

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს. Edison Research-მა 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 55%. 17:00 საათისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 663 000 ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 749 000 ხმა. სხვაობა ორ […]

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა

საპრეზიდენტო არჩევნები 2018-ის მეორე ტური დასრულდა. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა, 20:00 საათზე კი დაიხურა. საზღვარგარეთ გახსნილი უბნები კი ადგილობრივი დროით 24:00 საათზე დაიხურება. არჩევნების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა ათეულობით დარღვევას. ცესკოს მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა ამომრჩეველთა აქტიურობის საკმაოდ მაღალი დონე, მონაცემები არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, გაცილებით მაღალია: 10:00 საათი – 7.26% 12:00 საათი […]