საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან. „ნაციონალურ მოძრაობას აქვს მცდელობა, ოპოზიციის რანგში გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ხელისუფლებაში იყო“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა […]
კატეგორია: პოლიტიკა
„ეს რა ვნახე… ღიად ელაგათ სიები, ვის რამდენი გადაუხადეს“ – ამომრჩევლის მოსყიდვა და საარჩევნო დარღვევები გორში
12 საათის მონაცემებით მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 19.6%-ია
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 – მეორე ტურის მიმდინარეობისას 12:00 საათის მონაცემებით, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 688 551-მა ადამიანმა, ანუ რეგისტრირებული ელექტორატის 19.6%-მა. პირველ ტურთან შედარებით აღნიშნული მონაცემი გაზრდილია. პირველ ტურში აქტივობა 15.95% იყო.
“ოცნების” აქტივისტებმა ჩუღურეთში ნიუპოსტის ჟურნალისტს აგინეს
ჩუღურეთის 21-ე და 40-ე საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა „ნიუპოსტის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „შენ ჟურნალისტი არ ხარ“, – გაიძახოდა ქალბატონი, რომელიც ცდილობდა, რომ „ნიუპოსტის“ ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეეშალა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნიუპოსტის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ ავტომანქანაში ამომრჩევლის ფოტოსურათებიანი სიები შენიშნა და შეეცადა, გაერკვია, რა სიები იყო. თავდაპირველად კოორდინატორები დათანმხდნენ, რომ მანქანას […]
ივანიშვილი – “უამრავი სიცრუე იყრება „რუსთავი 2“-ს მხრიდან, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული”
ექსცესების მცდელობები იქნება, თუმცა მეორე მხრიდანაც მობილიზება არის საკმარისზე მეტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც მან თავისი არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად დააფიქსირა. „მცდელობები იქნება რა თქმა უნდა ექსცესების, მისგან, ვისი ხელწერაც არის ეს და ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები. კარგად იცით თქვენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა, […]
„სალომე ზურაბიშვილის აგიტატორი ვარ, ვმუშაობ შტაბში” – რა ხდება ბათუმში
დილიდან ბათუმის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ აგიტატორები არიან შეკრებილი. ნაწილი მათგანი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მანქანებში სხედან, ნაწილი კი უბნების შესასვლელთან სხედან და ამომრჩეველს აკონტროლებენ. თითოეულ მათგანს თან აქვს სიები, რომლის მიხედვითაც ისინი საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. მათ ნაწილს არ დაუმალავს, რომ „ქართული ოცნების“ აგიტატორია. „სალომე ზურაბიშვილის აგიტატორი ვარ, ვმუშაობ შტაბში. ჩემი მხარდამჭერების სიებია […]
ნაციონალების კოორდინატორი ელმირა ბეციაშვილი ვეჯინის საარჩევნო უბნიდან გააძევეს
გორის მე-15უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გააძევეს. მიზეზი კომისიის მუშაობაში ჩარევა და რეგისტრატორისთვის ხელის შეშლაა. რამდენიმე გაფრთხილების არგათვალისწინების შემდეგ მომხდარზე გაძევების აქტი შედგა. ადგილზე ვითარებას გაეცნო გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მალხაზ მირუაშვილის განმარტებით, პირადობის მოწმობის შემოწმება დასაშვებია. თუმცა, ამან სამუშაო პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს. ჟანა თანდიაშვილის განცხადებით, მოქალაქის პირადობის შემოწმება იმიტომ გადაწყვიტა, რომ […]
ამომრჩეველთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით 7.26%-ს შეადგენს
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 – მეორე ტურის მიმდინარეობისას 10:00 საათის მონაცემებით, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 255 251-მა ადამიანმა, ანუ რეგისტრირებული ელექტორატის 7.26%-მა. პირველ ტურთან შედარებით აღნიშნული მონაცემი გაზრდილია. პირველ ტურში აქტივობა 6.15% იყო.
ტვ პირველის ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე გლდანში “ოცნების” მომხრეებმა ცემეს – ვიდეო
ტვ პირველის ჟურნალისტის თათია ჩაფიჩაძის განცხადებით, მას გლდანში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა. მისი თქმით, ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული ხალხის გაღიზიანება, ჟურნალისტის კითხვებმა და ვიდეო გადაღებამ გამოიწვია. ჟურნალისტის განცხადებით, ისინი აცხადებდნენ, რომ მათი მობილიზება „ნაციონალური მოძრაობის ამოსაძირკვად“ არის გამიზნული. პოლიციამ უკვე გამოკითხა ჟურნალისტი და შედგა შესაბამისი ოქმი. დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების […]
ნიკა მელია – “სენაკში ოპოზიციის 2 აქტივისტი დააკავეს – აპარატს აწვალებდით და სიგნალიზაცია ჩაირთოო”
სენაკში გაერთიანებული ოპოზიციის ორი აქტივისტი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მელიას ცნობით, დაკავებულები სენაკის პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილები. “აგონია მძაფრდება… ახლა სენაკში 2 ჩვენი მეგობარი/აქტივისტი ჩასარიცხ აპარატთან იდგა და მობილურზე ბალანსი შეივსეს, მოულოდნელად მივიდა პოლიცია და ორივე დააკავა. და მიზეზი არ გაინტერესებთ?! – ე.ი. […]










