ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანი ამ დროისთვის დაკეტილია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკარგულია სამაგიდო სია. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უბნის დაკეტილ ტერიტორიაზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება. ინტერპრესნიუსი
კატეგორია: პოლიტიკა
დმანისში ამომრჩეველი ცემეს – ”უთხრეს, გაშალე, გვაჩვენე, ხმა ვის მიეციო. ამან არ აჩვენა”
ამომრჩეველი ცემეს დმანისში – ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას შემდეგ იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, რაც მან არ დაასახელა ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა. დაზარალებული არის სამხედრო და თავისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ სურს კამერებთან გამოჩენა. სოფელ ამამლოში ადგილობრივები და სადამკვირვებლო ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა. „ჩემი შვილიშვილი უბანზე რომ მივიდა და ხმა მისცა, სოფლის […]
მამუკა მდინარაძე – ”ნაციონალებს 300.000 ხმით მოვუგებთ”
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გამარჯვების რეალური შანსი აქვს. „მადლობა საზოგადოებას აქტიურობისთვის. არსებული მონაცემებით, ფიქსირდება ამომრჩეველთა უპრეცენდენტო აქტივობა. თუ მოქალაქეთა აქტივობა ასევე გაგრძელდება, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაახლოებით 300 000 ხმით გავიმარჯვოთ“ – თქვა მან. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე […]
“ოცნება” ეგზიტპოლებს დარღვევებით ატარებს
სკანდალური კადრები, რომლებიც კურიერს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა მიაწოდა. ვიდეომასალაში ჩანს, როგორი დარღვევებით ატარებს ეგზიტპოლებს ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული ტელეკომპანია იმედი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ყუთიდან, სადაც ეგზიტპოლის მონაწილეების მონაცემები გროვდება, ფურცლები დაულუქავ მდგომარეობაში გადააქვთ პოლიეთილენის ჩანთით. კომპანიის თანამშრომელი, რომელიც ეგზიტპოლებს ატარებს, ადასტურებს, რომ კონვერტები არ დაულუქავთ და ასე გადააქვთ. რუსთავი 2
ცესკომ დეპუტატ შოთა ხაბარელს დამკვირვებლის აკრედიტაცია გაუუქმა
ცესკო ადასტურებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი შოთა ხაბარელი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ცესკო პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაბამისად, დეპუტატს გაუუქმდა აკრედიტაცია. “ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება გარკვეული პროცედურული ხარვეზები. მაგალითისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა […]
გურჯაანში ოპოზიციის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს
“შეხედეთ, რამდენი ხალხი ჰყავთ ნაყიდი 30 ლარად. ინდაური ღირს 45 ლარი და ხალხის ხმა 30 ლარი?!”
ფოთში, მე-17 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს რიგში დგომა მოუხდათ, ამომრჩეველთა ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ მათ ხელზე მარკირების სითხე დაუფიქსირდათ, რის გამოც ხმას ვერ მისცემდნენ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ არჩევანის გასაკეთებლად პირველად მივიდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მარკირების აპარატი მწყობრიდან იყო გამოსული. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტია ცდილობს მათ მხარდამჭერებს, ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს. „იციან თავიანთი […]
ჩუგოშვილი – ”ოცნების” დეპუტატმა კანონი დაარღვია”
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან ამ დროისთვის დიდი მონიტორის მონტაჟი მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ოფისში ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეკრანზე საარჩევნო შედეგების ნახვას გეგმავენ. თამარ ჩუგოშვილმა დარღვევებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. „მე მინდა გამოვეხმაურო აბაშაში დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა. ის მიყვება ამომრჩეველს საარჩევნო ჯიხურში, […]
“ძველი ბიჭები” და ე.წ. “კაჩაობა” პოლიციის თვალწინ – დაძაბული ვითარება კრწანისის მე-17 საარჩევნო უბანზე
“ძველი ბიჭები” და ე.წ. “კაჩაობა” პოლიციის თვალწინ – თბილისში, კრწანისის მე-17 საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საარჩევნო დარღვევების მონიტორინგისთვის შექმნილ სპეციალურ საიტზე dzalaertobashia.ge-ზე კრწანისის N17 უბანზე დარღვევების შესახებ არა ერთი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც თვივთმხილელები იუწყებიან, კრწანისში, აღნიშბულ უბანზე კენჭისყრის შენობაში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, გაშლილი აქვთ სამაგიდო სიები, […]
“გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან” – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან. „ნაციონალურ მოძრაობას აქვს მცდელობა, ოპოზიციის რანგში გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ხელისუფლებაში იყო“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა […]










