ნიკა მელია – “სენაკში ოპოზიციის 2 აქტივისტი დააკავეს – აპარატს აწვალებდით და სიგნალიზაცია ჩაირთოო”

ნიკა მელია - "სენაკში ოპოზიციის 2 აქტივისტი დააკავეს - აპარატს აწვალებდით და სიგნალიზაცია ჩაირთოო"სენაკში გაერთიანებული ოპოზიციის ორი აქტივისტი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მელიას ცნობით, დაკავებულები სენაკის პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილები.

“აგონია მძაფრდება… ახლა სენაკში 2 ჩვენი მეგობარი/აქტივისტი ჩასარიცხ აპარატთან იდგა და მობილურზე ბალანსი შეივსეს, მოულოდნელად მივიდა პოლიცია და ორივე დააკავა.  და მიზეზი არ გაინტერესებთ?! – ე.ი. აპარატს აწვალებდით და სიგნალიზაცია ჩაირთოო,” – წერს მელია.

რუსთავი 2