პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა გამორიცხა და ისაუბრა იმ შედეგებზე რაც შეიძლება ამ შედეგმა მოუტანოს ქვეყანას. ივანიშვილის თქმით “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი რესურსი ამოწურა. “პირველი რაც შემიძლია უკვე, დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეგ არ მოხდება გამორიცხულია, ვერ მოხდება და არ მოხდება. წარმოდგენა თუ გინდათ, აქაც […]
კატეგორია: პოლიტიკა
სოსო გიორგაძე – ”ეკა გიგაურს, ირმა პავლიაშვილსა და მიშა ბენიძეს სასამართლოში ვუჩივლებთ”
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ეკა გიგაურს, ირმა პავლიაშვილსა და მიშა ბენიძეს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებენ, – ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს არაფერი აქვს და ვერ ექნება საერთო სიმართლესთან. „მინდა განვაცხადო, რომ მე, სოსო გიორგაძე და ასევე […]
ეკა გიგაური – ”ოცნებამ” პირადობის ყალბი მოწმობების ბეჭდვა დაიწყო, რასაც სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე, ხელმძღვანელობს”
მზადება ტოტალური გაყალბებისთვის – არასამთავრობო სექტორის უმძიმესი ბრალდება ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით. საქართველოს ყველაზე გავლენიანი და ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობოების მტკიცებით, იუსტიციის სამინისტრო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს, რომლებსაც შემდეგ საარჩევნო კარუსელისთვის გამოიყენებენ. კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნით, სამ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას თავად სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ არჩევნების პირველ ტურის წაგების შემდეგ მმართველმა გუნდმა პირადობის ყალბი მოწმობების […]
ივანიშვილი – ”გუნდში დაწინაურება ერთგულების ნიშნით აღარ მოხდება”
ბიძინა ივანიშვილი არჩევნების პირველი ტურზე საუბრობს და საკუთარ გუნდს აკრიტიკებს: “გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის… ესეთი ცდომილება, ეს იყო სირცხვილი. ის, რასაც ელოდნენ ეგზიტპოლების შემდგომ, მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ. ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება,” – აცხადებს ივანიშვილი გადაცემაში “იმედი Live” ნიუპოსტი
მამუკა ტუსკაძე – “სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვებს”
უფლებადამცველი და ყოფილი უკანონო პატიმარი მამუკა ტუსკაძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ მეორე ტურში ნაცმოძრაობის კანდიდატს გამარჯვება გაუჭირდება. – ბატონო მამუკა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ ნაცმოძრაობას პოლიტიკურ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა. თქვენი, როგორც ნაცმოძრაობის დროს რეპრესირებული ადამიანის, როგორც უკანონო პატიმრის პოზიცია როგორია? – ჩემი და უკანონო პატიმრების, პოლიტპატიმრების, ყველა იმ ადამიანის სახელით […]
ჯელალ ქიქავა – “სააკაშვილმა ივანიშვილს არჩევნები სკაიპით მოუგო”
რას უმტკიცებს მმართველი პარტია ივანიშვილს, როგორ გადაიქცა მეფე ვეზირად, რატომ უნდა დამყარდეს წესრიგის დიქტატი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატია და სამართლიანობის პრინციპების” თავმჯდომარე ჯელალ ქიქავა ესაუბრება. – სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ პლაკატებზე “ოცნების” სხვადასხვა ლიდერების გამოსახვას ერში დიდი მხიარულება მოჰყვა. თქვენც გაგამხიარულათ ამ ამბავმა? – ამ ამბავმა მე ძველი დრო და ასლან აბაშიძე […]
საია: ხელისუფლება ბეჭდავს ყალბ პირადობებს არჩევნების მეორე ტურისთვის
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის. საია-ს ინფორმაციით, ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება. „წყაროს ინფორმაციით, ყველა მოწმობა დაიბეჭდება იმ სქემით, რომ […]
გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან, ლუკას ბეგლინგერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ქვეყნის პირველმა პირმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისათვის და საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოსი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ბეგლინგერის დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში განხორციელდა. გიორგი მარგველაშვილმა ლუკას ბეგლინგერს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობების ბეჭდვა – NGO-ების საგანგებო განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო ინფორმაციას ავრცელებენ. მესამე სექტორის ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის. “გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი […]
კალაძე არასამთავრობოებზე – “გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან?”
თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებისთვის სასესხო დავალიანების განულების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა. “გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან? ამ ინიციატივაზე საუბარი არჩევნებამდეც იყო, არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან. ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია ეს დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გააწყვეტილება, მაშინ […]










