კატეგორია: პოლიტიკა

ნინო ლომჯარია – “ვალების ჩამოწერა ნამდვილად იმსახურებს შესწავლას”

მთავრობის ინიციატივა, რომელიც „შავ სიაში“ მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას ეხება, სამართალდამცავი ორგანოების შესწავლას საჭიროებს -ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.„ეს საკითხი ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს შესწავლას. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად […]

გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა”

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა საზოგადოება თავისი დაპირებებით. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა გიორგი ვაშაძე მთავრობის იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 600 ათასი მოქალაქის ვალს, ჯამში მილიარდ ნახევარ ლარს, ფონდი „ქართუ“ გადაიხდის. გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ […]

ზუგდიდში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს

ზუგდიდში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა და უბნებზე საარჩევნო კომისიის წევრებმა, მოვალეობის  შესრულებაზე უარი განაცხადეს. მათ საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით, უკვე მიმართეს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში აცხადებენ, ამ ადამიანებმა უარი თქვეს „ქართული ოცნების“ შტაბიდან მიღებული უკანონო დავალების შესრულებაზე. კერძოდ; გრიგოლ ვაშაძის ბიულეტენების დანომრვაზე, რომ ისინი შემდგომ გაებათილებინათ. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ზეწოლის ფაქტებს უარყოფენ. რუსთავი […]

ნინო გოგუაძე – „ირაკლი ალასანია როცა დაბრუნდება, ჩვენს პარტიაში დაბრუნდება“

თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრუნდება. ჩიქოვანმა თავისუფალი დემოკრატები სხვა არაერთ ლიდერთან ერთად პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. რას ფიქრობს ყოფილი თანაპარტიელის გადაწყვეტილებაზე, ხომ არ უნდა ველოდოთ პარტიის ყოფილი ლიდერის ირაკლი ალასანიას დაბრუნებასაც და რატომ არ უჭერს პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს არცერთ კანდიდატს? – […]

გედევან ფოფხაძე – “სამოქალაქო ომთან დაკავშირებულ განცხადებას არ ვნანობ – ნიკა გვარამია აღარ ვიცი, ვინ არის”

“ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გედევან, არჩევნების მეორე ტურის წინაც ვითარება დაძაბულია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დაძაბული ფონი არც ერთ არჩევნებს არ ახლდა. თქვენ რითი ხსნით ამას? – 2012 წელსაც საკმაოდ დაძაბული იყო გარემო. – მაშინ სულ სხვა რეალობა იყო. – ბევრი ფაქტორით […]

სააკაშვილი – ”გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ”

„ივანიშვილი ამ არჩევნებს აგებს. ვნახეთ, როგორ ისტერიკაშია,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „კურიერის“ ეთერში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს განზრახ დანიშნა, რადგან არჩევნებში სასურველი შედეგი მიიღოს. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი არჩევნებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებს. „ჯერ ერთი დანიშნა სამუშაო დღეს, რაც მე თავის დროზე […]

მირიან მირიანაშვილი – “სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს უნდა გაემიჯნოს”

ბოლო დღეებში სხვა თემებთან ერთად მთავარმა პოლიტიკურმა სპარინგ-პარტნიორებმა კიდევ ერთხელ წამოსწიეს მოსალოდნელი რევოლუციისა და სამოქალაქო იმის საკითხი. “ქართული ოცნების” აქტივი უფრო მეტი გააფთრებით ირწმუნება, რომ ნაციონალური მოძრაობა რევოლუციას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობა, თავის მხრივ, საზოგადოებას არწმუნებს, რომ მმართველი პარტიის მიზანია სამოქალაქო ომის გაჩაღება. ქვეყანაში მიმდინარე რთულ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერს, ყოფილ დეპუტატს, […]

“ამომრჩევლის მოსყიდვაა, რაც 100 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის დანაშაულია” – ამით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და პოლიტიკური კორუფციის უპრეცედენტო შემთხვევა – არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის მიერ დღეს გამოცხადებულ პროგრამაში, რომელიც პრემიერის თქმით, ჭარბვალიანობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, მოქალაქეების მოსყიდვის ნიშნებს ხედავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც 100 ლარს აჭარბებს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც სამოქალაქო სექტორი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. „ქართუ […]

კობახიძე ვალების განულებასა და არჩევნების მოახლოებას შორის კავშირს ვერ ხედავს

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერასა და შავი სიიდან მოქალაქეების მოხსნაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კომანტარი გააკეთა. ირაკლი კობახიძე ვალების განულებასა და არჩევნების მოახლოებას შორის კავშირს ვერ ხედავს, მისი თქმით, ამაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო: „ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრისკენ პირველ ნაბიჯს სჭირდებოდა, ბუნებრივია, რამდენიმე თვიანი დაგეგმვა. ეს მუშაობა დაიწყო რამდენიმე თვის წინ. როგორც მოგეხსენებათ, პირველი განცხადება […]

ბანერი “არა ნაცებს, არა ბოროტებას” მეღვინე მეგუთნიშვილის შეკვეთილია – მან 50.000 ლარზე მეტი დახარჯა

თბილისის ქუჩებში გამოჩენილი აგრესიული შინაარსის ბანერები, რომელთან კავშირსაც ყველა პარტია უარყოფდა, საბოლოოდ წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელის ალექსანდრე მეგუთნიშვილის დაკვეთით გაკეთებული აღმოჩნდა. მან ამ ბანერებისთვის 50 ათასზე მეტი დახარჯა. “რუსთავი2”-თან სატელეფონო საუბრის დროს მეგუთნიშვილი ამბობს, რომ ის წინა ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ფორმით მან საკუთარი პოზიციის გამოხატვა სცადა. თუმცა ბიზნესმენი იმასაც ამბობს, […]