კალაძე არასამთავრობოებზე – “გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან?”

კალაძე არასამთავრობოებზე - "გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან?"თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებისთვის სასესხო დავალიანების განულების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა.

“გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან? ამ ინიციატივაზე საუბარი არჩევნებამდეც იყო, არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან. ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია ეს დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გააწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები, შესაბამისი სამსახურები ალბათ, დაინტერესდებიან” – აღნიშნა კახი კალაძემ.

ნიუპოსტი