თაკო ჩარკვიანი: „არჩევნების შემდეგ ახალი პარტია გამოჩნდება“

თაკო ჩარკვიანი: „არჩევნების შემდეგ ახალი პარტია გამოჩნდება“არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -„კანონი და სამართალი“, – ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

„არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე ამაზე ლაპარაკი, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია – „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.