კატეგორია: პოლიტიკა

თამაზ მეჭიაური – “ოცნების” მძიმე მდგომარეობა ბიძინას ბრალიც არის”

საპრეზიდენტო არჩევნებში გამწარებული “ქართული ოცნების” სცენაზე ის მეოცნებეები დაბრუნდნენ, რომლებიც პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გვერდზე გასწია. მათი ჩაჩოჩების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისინი განსაკუთრებულ აგრესიას ამჟავნებდნენ ნაციონალების მიმართ. ამ მიზეზით იქნა ჩაჩოჩებული “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური. პრადვინუტი ქოცების გამოისობით, ივანიშვილის კურსელმა “ოცნება” დატოვა. ის ამის გამო ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – ”სოსო გოგაშვილო, ჩამოდი, ნაძირალა და ორ მეტრში დამიდექი! არ გაპატიებთ არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი!”

როგორც სპეცრაზმელები იქცეოდნენ არაადამიანურად და მხეცურად, დღეს თქვენ, მთელი ხელისუფლება იმავეს იმეორებთ, ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, ჩემი ერი და არც ქართველი ერი, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მხარდამჭერებთან ერთად გამართულ აქციაზე განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე მოითხოვა, სახელმწიფომ სპეცოპერაციის ღამით ჩადენილი დანაშაული […]

„15 დეკემბერს არის ნაძვის ხის ანთება და ეს არის ტრადიცია“ – კახა კალაძე შვილმოკლული მამებისთვის გაგზავნილ წერილზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ზაზა სარალიძისთვის და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის გაგზავნილ წერილზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. კალაძის თქმით, პარლამენტის წინ ნაძვის ხის დადგმა არის ტრადიცია და ამას მომზადება სჭირდება: „წერილი რომელიც შემოიტანა ზაზა სარალიძემ ვიყავით ვალდებულნი სამი დღის განმავლობაში პასუხი გაგვეცა. გვქონდა ეს ვალდებულება იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში. შესაბამისად წერილში არის […]

“შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენს სისხლს დავლევო” – სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას ყოფილი სამხედროები ემუქრებიან

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მისი და მისი შვილების მისამართით განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ მას და მის შვილებს მიუვიდათ ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც სიცოცხლის მოსპობის მუქარას შეიცავს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, იდენტიფიცირებულები არიან მუქარის ავტორები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან. „ბოლო დღეებში […]

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო. მშვიდობის ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება. ღონისძიებას 70-მდე სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირი და საერთშორისო ორგანიზაციის ლიდერი დაესწრო. მშვიდობის ფორუმზე განხილვის ძირითადი თემები მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ციფრული და სხვა ახალ ტექნოლოგიები, ასევე ინკლუზიურ ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხებია.

გიორგი ცაგარეიშვილი – “ნაციონალების დაბრუნება არ უნდა დავუშვათ”

მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს. – არ ვიცი, მიიჩნევთ თუ არა თავს ძველი გვარდიის წევრად “ქართული ოცნების” წიაღიდან, პოლიტიკური და ნაციონალებთან ბრძოლის გამოცდილება კი დიდი გაქვთ. როგორ აფასებთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას? – ჩემი სამშობლოს წიაღიდან წამოსულად და ქვეყნის გვარდიის წევრად მივიჩნევ თავს. პირველ რიგში, სამშობლოს მსახური და ჯარისკაცი ვარ და მხოლოდ […]

ნიკა ვარდოშვილი – “ივანიშვილი ქვეყნიდან ქონების გასატანად ემზადება, მაგიტომაც ითხოვა ერთი წელი”

სად იმალებოდნენ “ოცნების” ლიდერები სააკაშვილის დროს, ვინ დააფინანსა 7 ნოემბრის აქციის დარბევა, რატომ არ მიდის ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის წევრი ნიკა ვარდოშვილი ესაუბრება. ნიკა ვარდოშვილი; – ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ახლა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაზე. ეს მართლა მძიმე დღე იყო და ყველაფერი კარგად მახსოვს. მანამდე ნაციონალური მოძრაობა […]

სარალიძე: დესტაბილიზაცია რომ მინდოდეს, ჩემი შვილის მკვლელს მოვკლავდი

“დესტაბილიზაცია რომ მინდოდეს, ჩემი შვილის მკვლელებს საფლავზე დავაკლავდი”, – ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ შს მინისტრს გიორგი გახარიას, რომელმაც 10 ნოემბერს პარლამენტის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს. ზაზა სარალიძის თქმით, დესტაბილიზაციის მოწყობაზე ხელისუფლება ფიქრობს. „რატომ არ არიან დასჯილები ჩემი შვილის მკვლელები, როდესაც გახარიას უწყებას მზად აქვს ყველა საბუთი და […]

დავით უსუფაშვილი ზვიად ძიძიგურს – “ზაზა სარალიძის ადგილზე ნაძვის ხის დადგმის გადაწყვეტილება 2007 წლის 7 ნოემბრის დილით „რუსთაველის დასუფთავების“ გადაწყვეტილებას უტოლდება..”

დავით უსუფაშვილმა ზვიად ძიძიგურს ფეისბუქით ასეთი წერილი გაუგზავნა” “ზვიად ძიძიგურს. ზვიად, ოცნების ხელისუფლებაში ბევრი ახალბედა და პოლიტიკურ ბატალიებში გამოუცდელი კადრია. შენ, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაჭირნახულმა, იქნებ განუმარტო ახალბედებს და გამოუცდელებს, რომ, მაგალითად: 1. 1991 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ „მრგავალ მაგიდასაც“ კი ჰქონდა გაშლილი კარვები რუსთაველზე, პარლამენტის წინ. 2. 2007 წლის 7 ნოემბრის დილას პარლამენტის […]

გოგა ხაინდრავას ბიუჯეტის 3 მილიონი ვალი აქვს – კინორეჟისორმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტისგან დაცვა პატრულს სთხოვა

3.760.500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება, რომელსაც გოგა ხაინდრავა არ იხდის – ქართული ოცნების მთავარმა იდეოლოგმა ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეჟისორობიდან ბიზნესში გადაინაცვლა. მის კომპანიას – მიწათმოქმედთა ერთობას 2014 წელს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 34.937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გადასცა. ღარიბაშვილის განკარგულებაში წერია, რომ მიზერულ ფასად მიწის შემდეგ ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრიწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, […]