საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი პარლამენტის წინ კარვების დადგმასთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. თამარ ჩუგოშვილი პოლიციას მოუწოდებს გაითვალისწინოს, რომ კანონი კარვის გაშლას არ კრძალავს: „არ არსებობს ნორმა რომელიც კრძალავს კარვის გაშლას თუ ეს არ ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას ტრანსპორტისთვის ან ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უქმნის რეალურ საფრთხეს. მერიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნა.“- წერს ჩუგოშვილი […]
კატეგორია: პოლიტიკა
მალხაზ მაჩალიკაშვილი – ”აქედან ფეხს არ მოვიცვლით – ჩვენი ბიჭები ვეღარასდროს შეხვდებიან ახალ წელს და სხვისი ბავშვების სიხარულით გავიხარებთ”
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამები – ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქციას მართავენ და სამართლის აღსრულებას ითხოვენ. ეს აქცია ხელისუფლებას უკვე სერიოზულად აღიზიანებს. შვილმოკლულ მამებს კარვების დადგმის უფლებას არ აძლევენ. მათ არაერთხელ მოუწყვეს პროვოკაციაც. 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ მათ ოფიციალურად მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება. ამის მიზეზად კი […]
არასამთავრობოებმა რუსთაველზე 3 კარავი გაშალეს
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, შვილმოკლული მამებისადმი სოლიდარობის აქციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარვების გაშლა მაინც შეძლეს, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის 3 კარავი დგას. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ადგილზე დარჩენას მთელი ღამით აპირებენ, ისინი პოლიციას მოუწოდებენ, რომ არ დაარღვიონ პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. ნიუპოსტი
ცემა-ტყეპა რუსთაველზე – ზაზა სარალიძე ცუდად გახდა
რუსთველის გამზირზე ვითარება დაიძაბა, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს რომლის დროსაც დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებთან. დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ. აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დაიგეგმა.
“კალაძეც და კობახიძეც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგი იყვნენ”
ჯიპას პროფესორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო თორნიკე, რა მოცემულობა გვაქვს, მეორე ტურში რაზე იქნება დამოკიდებული ან ოპოზიციური ან სახელისუფლო კანდიდატის გამარჯვება? – საბოლოო ჯამში ყველაფერი ისევ სააკაშვილის ფაქტორამდე დადის. თუ ნეიტრალურ ამომრჩეველს სააკაშვილის ფაქტორით შეაშინებენ და არჩევნებზე ასე მოიყვანენ, მაშინ “ოცნება” გაიმარჯვებს. თუ ამას ვერ მოახერხებენ, […]
კახა კალაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს. „მგონი სიახლე არაფერია, ყველამ ხომ ვიცოდით რა იყო, როგორ მოხდა და რა მოხდა. პირდაპირ ამბობს ადამიანი იმას, რაც გააკეთა. ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ მათი […]
მურმან დუმბაძე – “20 ნოემბრისთვის სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას მოხსნის”
რატომ დაიშაქრა ივანიშვილი, შეცვლის თუ არა მისი 6 წუთიანი მიმართვა საზოგადოების განწყობას, რატომ გაუჩინარდა სალომე ზურაბიშვილი, რატომ არ იქნება რევანში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მოძრაობა “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება. მურმან დუმბაძე: – ვუსმინე ბიძინა ივანიშვილს და ძალიან შემეცოდა. ის ჰგავდა დაჭრილ ფრინველს, რომელიც სისხლისგან იცლება. ის სულ მარტო დარჩა და, როგორც ძველი […]
ალექსანდრე ბარამიძე პოლიტიკაში წასვლაზე ფიქრობს – ”პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს მხარს არ დავუჭერ”
ბიძინა ივანიშვილმა ძველ თანამებრძოლებს მოუწოდა, რომ გუნდს კიდევ ერთხელ დაუდგნენ მხარში. ერთ-ერთი პირველი, ვინც „ქართულ ოცნებას“ 2011-12 წლებში შეუერთდა, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე იყო, რომელიც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე სასამართლოში მისი ინტერესების ერთ-ერთი დამცველიც იყო. აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ გუნდში დაბრუნებას და რა პრეტენზიები აქვს ხელისუფლების მიმართ? ამის შესახებ „ახალ თაობასთან“ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე […]
მამუკა გამყრელიძე – “ვაშაძე თუ გაიმარჯვებს, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და ერთი პარტიის დიქტატი აღარ იქნება”
“ახალი თაობის” კითხვებს პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, საზოგადოების ნაწილი “ოცნების” შემხედვარე ხუმრობის ხასიათზეც დადგა. ერთი წელი რომ გახანგრძლივდებოდეს მეორე ტური, ალბათ ხელისუფლება აფხაზეთსაც დაგვიბრუნებსო. რას იტყვით თქვენ, შეეშინდა “ოცნებას”? – რა თქმა უნდა, შეშინდნენ, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ გინდ ერთი წელი გაგრძელდეს წინასაარჩევნო კამპანია […]










