საქართველოს პრეზიდენტი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო.

მშვიდობის ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება. ღონისძიებას 70-მდე სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირი და საერთშორისო ორგანიზაციის ლიდერი დაესწრო.

მშვიდობის ფორუმზე განხილვის ძირითადი თემები მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ციფრული და სხვა ახალ ტექნოლოგიები, ასევე ინკლუზიურ ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხებია.