კატეგორია: პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – “ოცნება” კრიმინალურ ავტორიტეტებთან პირდაპირ კონტაქტში შევიდა”

ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება – ამ განცხადებას, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმების დასაცავად საკუთარი ძალების სრულ მობილიზაციას მოახდენენ. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები, ასევე ის პარტიები, რომლებმაც მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი […]

ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან უშვებენ

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ასეთი შეთავაზება ეკა ბესელიამ გუნდისგან უკვე მიიღო. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ბესელიასთან დაკავშირებით საკადრო ცვლილების განხორციელების საკითხი მსჯელობის საგანი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იყო და მოსალოდნელია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. […]

ანზორ აბრალავა – “ქართულ ოცნებას” მეორე ტურში ძალიან გაუჭირდება – “ოცნებაში” გაერთიანებული მედროვეები ნაცმოძრაობას წინააღმდეგობას ვერ უწევენ”

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ანზორ აბრალავას. ანზორ აბრალავა: – საუბედუროდ, პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურით გამოაშკარავდა, რომ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიურმა მანქანამ იმუშავა. ის პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის პარტიას კონტრშეტევებისთვის ჰქონდა არჩეული, ნაციონალებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. – “ქართული ოცნება” სუსტი იყო? – “ქართული ოცნება” ისევ არ სცემდა საკადრის პასუხს ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც ვაშაძის შტაბი გაავსო […]

ირაკლი ოქრუაშვილი ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემს – ”ივანიშვილისა და ზურაბიშვილის წინააღმდეგ”

ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილება ცნობილია. თავდაცვის ყოფილი მინისტრმა “რეაქციაში” თქვა, რომ “სირაქლემაში ყოფნა არ შეიძლება”. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ახლოს არ არის ქართველების ინდენტობასთან. “ქალი, რომელიც აფხაზეთს განგრენას ეძახის და ომის დაწყებაში გვადანაშაულებს. ეს ჭაობი უნდა შეცვალოთ. თუ გინდა ამ ჭაობიდან ამოსვლის პერსპექტივა გავაჩინოთ, მხარი უნდა დავუჭიროთ ცვლილებას. მე ამ არჩევნებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილისა და […]

დავით ბერძენიშვილი – “შეშინებულმა ივანიშვილმა გვიანი შევარდნაძე გამახსენა”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარებაზე და იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომელიც რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო. – ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, კოალიციის ძველი წევრები შემოირიგოს. თავის მიმართვაში ის ძველ გვარდიელებად მოიხსენიებს მათ და გეუბნებათ, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი გამოცდილება. რას უპასუხებთ, როგორც ერთ-ერთი ძველი კოალიციელი? – […]

“სააკაშვილი მუდმივი ლურსმანი იქნება ვაშაძის სავარძელში”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს 28 ოქტომბერს მიღებული შედეგების შემდეგ? რას შეცვლის “ქართული ოცნება”? – არაგადამწყვეტი არჩევნები, არჩევნები, რომელიც რეალურად ძალთა ბალანსს არ ცვლის, იქცა გადამწყვეტ არჩევნებად. ამ არჩევნებმა ასეთი სიმბოლური დატვირთვა სწორედ “ქართული ოცნების” მეცადინეობით შეიძინა და რა მიიღო – პირველი […]

ვახტანგ ხმალაძე: „პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს” – რა უფლებამოსილებები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს

რა უფლებები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და რა შეიძლება გააკეთოს პოტენციურმა პრეზიდენტმა ? – ამ თემაზე „ახალი თაობა“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. _ ბატონო ვახტანგ, მეხუთე პრეზიდენტი იქნება ნომინალური ფიგურა თუ პირველი პირი იერარქიაში? _ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი. იერარქიულად ის არის […]

„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია“ – სალომე ზურაბიშვილს ატოცში აგრესიულად დახვდნენ

„აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული, ჯერ თქვით, ომი ვისი ბრალია“ – ასე მიმართა სოფელ ატოცში ჩასულ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ჩავიდა, როგორც მომავალი პრეზიდენტი და „ახლა განცხადებების დრო არ არის“. „მე ჩამოსული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი. მე ვაკეთებ განცხადებას, […]

გია ვოლსკი – ”ლარის გაუფასურება გრიგოლ ვაშაძის ბრალია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს ასახელებს. როგორც ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს და ფინანსურ ბაზარზე აჟიოტაჟს ქმნის ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ ქვეყანაში ომი და დაპირისპირება უნდა იყოს, რაც რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას. ვოლსკის განცხადებით, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ […]

“ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი” – კახი კალაძე

თბილისის მერი კახი კალაძე მიხეილ სააკაშვილისა და “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეხვედრას გამოეხმაურა. “ეს ერთი გუნდია. ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ ისინი. მათ ჰქონდათ გარკვეული მცდელობა, თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ, დემოკრატიულობას თამაშობდნენ, თუმცა მე ვთქვი რამდენიმე ხნის წინ, უფრო სწორად რომ გამომივიდეს ნათქვამი და სწორად რომ აღიქვას ხალხმა, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი” […]