კატეგორია: პოლიტიკა

“მე კი ვუშველი ჩემს თავს, მაგრამ თქვენ რისი იმედი გაქვთ?” – ივანიშვილის მუქარა კალაძე-კობახიძეს და სპეცთათბირების სერია “ოცნებაში”

იმის შესახებ, რომ „ოცნების“ შეფი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი “ოცნების” ლიდერებზე გაბრაზებულია, თავად „მეოცნებეებიც“ ღიად ლაპარაკობენ. “მე კი ვუშველი ჩემს თავს, მაგრამ თქვენ რისი იმედი გაქვთ?” – “ნიუპოსტის” წყაროს ცნობით, ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, რომელიც მან არჩევნების ღამეს ოცნების პოლიტელიტას უთხრა. პირველი ტურის შემდეგ, ოცნების ოფისში შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში იმართება, თუმცა არცთუ სასურველ ვითარებაში. წყარო, […]

ქეთი დოლიძე – “ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს უნდა აკრძალულიყო”

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ასაკრძალი პარტია – ის 2012 წელს უნდა აკრძალულიყო, – ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს. როგორ დოლიძემ “პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, არ შეიძლება გიგა ბოკერიას პარლამენტში ყოფნის უფლება ჰქონდეს, რადგან ეს უპატიებელი ფაქტია. “რომ მცოდნოდა, რომ ხელისუფლება ასეთ კოჰაბიტაციაში შევიდოდა, რაც ზოგიერთი პარტიის მოთხოვნა იყო და “ქართული ოცნება“ აიძულეს ეს გაეკეთებინა, რომ მცოდნოდა, რომ 40 […]

შვედეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხებენ

შვედეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლები რეგისტრაციის პრობლემებზე საუბრობენ. ემიგრანტების ნაწილმა შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ვერ მიიღოს. რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად, ისინი საკონსულოში საკუთარი მონაცემების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, რის შესახებაც საელჩოს უკვე აცნობეს, თუმცა უშედეგოდ, ელჩი ქართველ ამომრჩეველთან საერთოდ არ გამოჩენილა. ამის ამსახველ მობილურით გადაღებულ კადრებს ერთ-ერთი ემიგრანტი ავრცელებს, რომელიც საელჩოში სამუშაო საათებში შევიდა და კარი […]

ჰელსინკში გრიგოლ ვაშაძე ანგელა მერკელს შეხვდა

ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს საქართვლოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ესაუბრა. “ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე გერმანიის კანცლერ ქალბატონ ანგელა მერკელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებზე ვესაუბრე, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში.” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. […]

ლევან ბერძენიშვილი – “არ დამვიწყებია ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, ვის რამდენი გადაუხადა 7 ნოემბრის დროს”

2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც მაშინ მომიტინგეთა გვერდით იდგა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი 7 ნოემბრის აქციის დროს კონკრეტულ პირებს აფინანსებდა და სწორედ ეს გახდა “ქართული ოცნების” მხრიდან საქმეების გამოუძიებლობის მიზეზი. “7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია და არ გამოაკვლია ქართულმა ოცნებამ უბრალო მიზეზის გამო, ვინ სად იყო მაგ დროს და ვინ ვის […]

დიმიტრი ბიძინაშვილი – “როცა მურუსიძე და ზარდიაშვილი გვერდით გიზის, 9 წელი სხვას არ უნდა წამოაძახო”

რატომ ვერ დაბრუნდებიან ნაციონალები ხელისუფლებაში, რატომ შეწყვიტა ხალხმა “ოცნება”, ვის აწყობს ქვეყანაში არეულობა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება. დიმიტრი ბიძინაშვილი: – რამდენჯერაც რაიმე აქციის მოწყობა გადავწყვიტეთ, ხელისუფლებამ იმდენჯერ განაცხადა, რომ აქციები ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს. ახლა ვხედავთ რომ “ოცნების” მომხრეები გამოვიდნენ და ვერის ბაღში საპროტესტო შეკრება გამართეს. ამ […]

რამაზ საყვარელიძე – “საზოგადოება ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს. – ბატონო რამაზ, არაერთი შეფასება მოვისმინეთ არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ. ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გაექცა მართვის სადავეები. რას იტყვით თქვენ? – ეს კითხვა უფრო საფუძვლიან ანალიზს ითხოვს, იმიტომ, რომ ორი დღის წინ არ მომხდარა ეს შეცდომა და შეცდომების მთელმა კასკადმა განაპირობა ის, რაც ჯამში […]

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნება? – თამარ ჟვანია განმარტებას აკეთებს

დაინიშნება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს – ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სანამ არ გამოცხადდება საბოლოო შედეგები, თარიღზე საუბარი ნაადრევია. თამარ ჟვანიას თქმით, კანონის შესაბამისად დაინიშნება არჩევნების თარიღი. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს განკარგულებით გადაწყვეტილებას. კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კვირა დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა მეორე ტურთან დაკავშირებით […]

ხათუნა ხოფერია – “ნაციონალებმა ამდენი ხმა ვანო მერაბიშვილის სქემის საშუალებით მიიღეს”

“ახალი თაობის” კითხვებს ხათუნა ხოფერია პასუხობს. – ქალბატონო ხათუნა, საზოგადოება ორადაა გახლეჩილი და პროცესი დიდი ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. როგორია თქვენი შეფასებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით? – მე ასე არ ვიტყოდი, რომ საზოგადოება ორად არის გახლეჩილი. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ სამად. იმიტომ, რომ აღმოჩნდა ნაწილი, ვისაც გააჩნია გარკვეული პროტესტის გრძნობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და აი ამ გრძნობის […]

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი რემიკ პოღოსიანი სცემეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” მხარდამჭერი რემიკ პოღოსიანი ცემეს. პოღოსიანი კვირას P.S. ეთერში ადგილობრივი მაჟორიტარის ენზელ მკოიანის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა დღეს კი მას თავს დაესხნენ. “რუსთავი2” მომხდარის დეტალებს არკვევს.