კატეგორია: პოლიტიკა

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკოსები მივიდნენ

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკოსები მივიდნენ. ისინი ზაზა სარალიძის გათავისუფლებას ითხოვენ. „ვითხოვ ზაზა სარალიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ – განაცხადა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ. ზურაბ ჯაფარიძე შეცდომად აფასებს სამართალდამცავების ქმედებას, როდესაც მათ ზაზა სარალიძეს კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცა. აქციაზე ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. აქციაზე იმყოფებიან “ევროპული საქართველოს” ლიდერებიც. მათ შორის […]

ბიძინა ივანიშვილი – ლევან ყიფიანზე უაღრესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ – საერთოდ როგორ იყო ეგ კაცი მინისტრი?!

ლევან ყიფიანზე უაღრესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ, საერთოდ როგორ იყო ეგ კაცი მინისტრი?!, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მედიასაშუალებასთან შეხვედრისას განაცხადა. ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან დაინტერესდა, სჯერა თუ არა მას ყიფიანის ნათქვამი, რომ „ზაზა ოქუაშვილი მას მხატვრულ კითხვაში ამეცადინებდა“. „გამოდის, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი არ არის ჯანმრთელი ადამიანი“, – მიმართა ივანიშვილს ხუზმიაშვილმა. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ […]

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიის ეთერიდან მოხსნეს

დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან დასკვნით შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის წამყვანმა, სოფო ხალვაშმაც იმღერა. სწორედ ამის გამო ტელევიზიამ მომღერლის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო და წამყვანი ორი დღით – შაბათ-კვირის ეთერიდან მოიხსნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მსგავს აქტივობაში ტელეწამყვანის მონაწილეობა მიკერძოებად ითვლება. „ეს ეხება საარჩევნო პროცესს […]

”გვარამია ხო არ გამოჩენილა?… ამათ სანამ დედას არ მოუტ…ავ, ვერ იგებენ ვერაფერს” – ინტერნეტში მიხეილ სააკაშვილის და თემურ ალასანიას საუბარი გავრცელდა – ვიდეო

დღეს, ვებგვერდზე, რომელსაც უკრაინული დომენი აქვს, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „რედაქციას“ სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, „კაგებეს გადამდგარი გენერლის“ თემურ ალასანიას „სატელეფონო საუბრის“ ჩანაწერი. „საუბრის დროს თემურ ალასანია შეურაცხმყოფელად და სიძულვილით ლაპარაკობს მთელ ქართველ ხალხზე და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს“, – […]

“ბაღის პედაგოგები სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე სპორტის სასახლეში ავტობუსებით მიჰყავთ”

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წევრი ლევან ხაბეიშვილი ფოტოს აქვეყნებს. ხაბეიშვილის ინფორმაციით, ბაღის პედაგოგები სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ შეხვედრაზე ავტობუსებით მიჰყავთ. “ორხევის ბაღთან გაჩერებული ავტობუსი – სპორტის სასახლეში მიყავთ ბაღის პედაგოგები შალომეს ჟურაბიშვილის შეხვედრაზე” – წერს ხაბეიშვილი

“დღეს აქ არის 40 ათასი ბაყაყი” – კუკავამ და წულაიამ ქუთაისში ივანიშვილის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს

პარტია “თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და გოგი წულაიამ ქუთაისში პერფორმანსი გამართეს და ბიძინა ივანიშვილის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს. ამ ფორმით მათ ის დაპირება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი 2019 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ადგილზე ამ დრომდე ჭაობია. პერფომანსის ფარგლებში კუკავამ და წულაიამ წითელი ლენტი გაჭრეს, დადგეს მერხი და მოსწავლეებს მითითებებიც მისცეს. “ჩვენ შარშანაც ვიყავით აქ […]

სააკაშვილი – ავღანეთში ჯარისკაცებში ვაშაძემ გაიმარჯვა

ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ჩატაებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი .„ახლახან შემატყობინეს ავღანეთში ჩატარებულ ქართულ საჯარისო კონტიგენტიდან – იქ უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ . ყველაზე მაგარი ქართველები მაგალითს აძლევენ დანარჩენ საქართველოს!“ – წერს სააკაშვილი. ნიუპოსტი

ვაშაძე – 31%, ზურაბიშვილი – 28%, ბაქრაძე – 14% – ედისონ რისერჩმა გამოკითხვა მოაწყო

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით Edison Research-მა ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა. სრული ალოკაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოკითხული რესპოდენტების პასუხებით, „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე 31%-ით ლიდერობს. კითხვაზე, “დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას” (ალოკაციის მიხედვით,) შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – […]

მამუკა მდინარაძე – “სალომე ზურაბიშვილი 54%-ს აგროვებს და პირველივე ტურში იმარჯვებს”

პარტია „ქართული ოცნება“ სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 54 %-იანი მხარდაჭერით არჩევნებს პირველივე ტურში იგებს. მორიგი კვლევის შედეგები საზოგადოებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააცნო. “კვლევა ჩატარდა ორგანიზაცია „ფსიქოპროექტის“ მიერ „ქართული ოცნების“ დაკვეთით. შეგახსენებთ, რომ „ფსიქოპროექტი“ არის ორგანიზაცია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ წლების მანძილზე თანამშრომლობს მაღალკვალიფიციური სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. „ფსიქოპროექტთან“ თანამშრომლობა […]

მამუკა ბახტაძე მაია ცქიტიშვილს მოხსნის? – “ზოგიერთი მუნიციპალიტეტით უკმაყოფილო ვართ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარკვეულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მიმართულებით და მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა, თუმცა მამუკა ბახტაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას არ ადასტურებს. ბახტაძის თქმით, მაია ცქიტიშვილის მსგავსი სახელმწიფო მოხელეები ბევრი უნდა იყვნენ მთავრობაში. „ჩვენ ვართ უკმაყოფილო გარკვეული მიმართულებებით და მენეჯმენტის იმ სტანდარტით გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რეგიონულ მმართველობაში. ახალი გუბერნატორები გვყავს, რომლებიც […]