კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, პროვოკაცია აქვს დაგეგმილი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მძიმე პროვოკაციით არჩევნების ჩაშლა აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, აქვთ დაგეგმილი ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში #27-ე, #54-ე, მე-40 და #43-ე საარჩევნო უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის“ […]

 „მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი“ – ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთანს აუბრისას განაცხადა, რომ მეორე ტურის ალბათობა არის დაბალი“ „დღეს ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევნას. დღევანდელი არჩევნებით ჩვენ საბოლოოდ დავამარცხებთ სიცრუესა და უკულტურობას და მოვძებნით ჩვენს გზას ევროპასა და კულტურას, ეს იქნება პატივისცემა და ჩვენს დიდ ოჯახს ვუერთდებით. მეორე ტურის ალბათობა არის […]

ელენე ხოსტარია: “მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დამშვიდნენ და ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს. მინდა, გამოვეხმაურო „ქართულ ოცნებას“, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის გუშინდელ პანიკურ განცხადებებს. ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს. პირველ რიგში, მამუკა მდინარაძემ ალბათ ჩემზე უკეთ იცის, რადგან იურისტია, რომ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა, არ არის კანონდარღვევა. საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლით, ეს უფლება […]

ჭავლსატყორცნი ტექნიკაა თბილისში მობილიზებული

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, უწყება სრულ მზადყოფნაშია, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩატარდეს. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ამას უკავშირდება მძიმე ტექნიკის გადაადგილებაც, რომლის ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა: „პოლიცია ყველა ძალებით – ყველა საპოლიციო ძალა დღეს მზად არის იმისთვის, რომ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები […]

პოლონეთში გარდაცვლილი ბექა გამზარდია საარჩევნო სიაში მოხვდა

მიმიდნარე წლის სექტემბერში, პოლონეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბექა გამზარდიას მამა, აპროტეტსეტბს იმას რომ მისი შვილი საარჩევნო სიაშია შეტანილი. მან ეს ფაქტი ჯერ მე-10 საარჩევნო უბანზე გააპროტესტა, შემდეგ კი გორის ნომერ 32 საოლქო საარჩევნო კომისიაში. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ბესელია გამზარდიამ მისი გარდაცვლილი შვილის სიიდან ამოღება მოითხოვა, თუმცა უარი უთხრეს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ […]

სამგორში ამომრჩეველმა უბნიდან ბიულეტენი გაიტანა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, სულხან სალაძის ინფორმაციით, დღის 10 საათისთვის გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა, რომლებიც ძირითადად წილისყრის პროცედურებს უკავშირდება. კერძოდ, სამგორის N78 უბნიდან ამომრჩეველმა გაიტანა ბიულეტენი. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს. „ამ ფაქტთან დაკავშირებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ არა უშავს, დანაკლისში გავუშვებთო. საარჩევნო კოდექსის 63- ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. […]

მარგველაშვილი – „მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი”

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან ხმა იმ პრეზიდენტობის კანდიდატს მისცა, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება. „მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია […]

გიორგი კვირიკაშვილი: სახლი სესხით ავაშენე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადება “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს შეეხება, რომელიც სოფელ ქვეშეთში აშენებულ მის სახლს უკავშირდება. „მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც სოფელ ქვეშეთში წლების წინ აშენებულ ჩემს სახლს ეხებოდა. მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლი მდებარეობს, 10 წლის წინ შევიძინე, ხოლო სახლის მშენებლობა 2010 წელს დავასრულე, […]

ზვიად ქორიძე – “იაგო ნებიერიძეს მარგველაშვილმა 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო“

9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე, რომელიც 2008 წლიდან სასჯელს იხდიდა ყაჩაღობის ბრალდებით და რომელიც 11 წლის ბიჭის გატაცების საქმეშიც ფიქგურირებს, გაირკვა, რომ 2012 წელს მოხვდა ამნისტირებულთა, ხოლო შემდეგ შეწყალებულთა სიაში. ნებიერიძის ბრალის წარდგენამდე კონკრეტული განმარტებისგან თავს იკავებდა შეწყალების კომისია, დღის ბოლოს კი კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა და განმარტა ნებიერიძის […]

“ზურაბიშვილის დასახელებით ივანიშვილმა “ქართული ოცნება” შეინარჩუნა”

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, რამდენად რეალური შეიძლება იყოს “ქართული ოცნების” გუნდში სერიოზული დაპირისპირება ფარული ჩანაწერების, კორუფციული გარიგებების თუ იმ ქონების ფონზე, რომელიც საზოგადოებამ ნახა? – ეს ფაქტია. ჯერ კიდევ სანამ კვირიკაშვილი იყო პრემიერი, გუნდის შიგნით არსებული დაპირისპირება აშკარა გახდა. შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ეს კიდევ უფრო […]