ვაშაძე – 31%, ზურაბიშვილი – 28%, ბაქრაძე – 14% – ედისონ რისერჩმა გამოკითხვა მოაწყო

ვაშაძე - 31%, ზურაბიშვილი - 28%, ბაქრაძე - 14% - ედისონ რისერჩმა გამოკითხვა მოაწყოსაპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით Edison Research-მა ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა. სრული ალოკაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოკითხული რესპოდენტების პასუხებით, „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე 31%-ით ლიდერობს.

კითხვაზე, “დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას” (ალოკაციის მიხედვით,) შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე – 31%;

სალომე ზურაბიშვილი – 28%;

დავით ბაქრაძე – 14%;

შალვა ნათელაშვილი – 5%;

არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე – 16%;

იმის დასადგენად, თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ  პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.

რუსთავი 2