კატეგორია: პოლიტიკა

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იზორია თანამდებობას დატოვებს

“პირველი რადიოსთვის” ცნობილი ხდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შესაძლოა მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და აღმასრულებელი ხელისუფლება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დატოვოს. ინფორმაციის თანახმად, იზორიას თანამდებობიდან გაშვების მიზეზი აუდიტის დასკვნა იქნება, რომლის მიხედვითაც სამინისტროში ფინანსური დარღვევებია. ასევე საუბარია ტენდერებზე და შესაძლო თაღლითურ სქემებზე, რომლებითც პროკურატურა უკვე დაინტერესდა. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია სამინისტროს 5 თანამშრომელი. ასევე იზორიას გადაყენების მიზეზი შესაძლოა ჯარში […]

ირაკლი სესიაშვილი – ”ოცნება” ერთიანია, მაგრამ განსხვავებული პოზიციები გვაქვს”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. _ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს როლი ანტიტერორისტული ოპერაციების მხრივ პოზიტიურად არის შეფასებული, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი? _ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყანა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის ფლაგმანია, ასეთ ყოვლისმომცველ და პოზიტიურ შეფასებას აკეთებს. ხაზს […]

ლევან ალაფიშვილი – “ოცნებამ” მარიხუანის თემა სალომე ზურაბიშვილის ნეგატივის გადასაფარად შემოაგდო”

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში წინასაარჩევნო კამპანიისა და მარიხუანის კანონპროექტის კავშირზე საუბრობს. – ბატონო ლევან, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მარიხუანის კულტივაციის ირგვლივ დისკუსიის შეწყვეტისკენ მოუწოდა. პარალელურ რეჟიმში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. რამდენად თავსებადია წინასაარჩევნო პერიოდთან აღნიშნული საკითხის წამოწევა? – ასეთი ტიპის სიურპრიზები ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, საზოგადოებისთვის უცხო არ არის. თუმცა, რასაკვირველია ნორმალური არ არის. თქვენ სწორად დააკავშირეთ […]

გია ბარამიძე – „არ უნდა დავუშვათ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა“

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი საქმიანობას თბილისში გააგრძელებს, ხოლო ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. „ახალი თაობა“ ამ თემაზე სასაუბროდ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გია ბარამიძეს დაუკავშირდა. _ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი მთლიანად თბილისში გადმოინაცვლებს და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შსს-ს გადაეცემა. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც ეს პირველად გაიგეთ? _ სიმართლე გითხრათ, პირველად თქვენგან […]

გოგი წულაია – “ოცნებამ” ხელისუფლების გადაბარება დაიწყო – უდღეური ბიძინა გადარეულ მიშას აბრუნებს”

“თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ “ოცნებამ” ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება გადაწყვიტა. რისთვის ემზადება სააკაშვილი, რას ვერ გაქაჩავს დავით ბაქრაძე და რაზე მიდის “ოცნება”? – ამის შესახებ გოგი წულაია “ახალ თაობას” ესაუბრება. გოგი წულაია: – მთელი ექვსი წელი ბიძინა ივანიშვილმა იმით შეინარჩუნა ხელისუფლება, რომ იძახა, მე თუ წავალ, მიშა მოვაო. ახლა აღარ გაიძახიან, მიშა მოდისო, მაგრამ […]

თამარ ჩხეიძე – “სამღვდელოება კი არ დაესხა თავს სალომე ზურაბიშვილს, პირიქით, ზურაბიშვილმა შეუტია ეკლესიას”

საქართველოში მიმდინარე ცხელ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და ყოფილ დეპუტატს თამარ ჩხეიძეს. – საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მოუწოდა სამღვდელოების აქტიურ ნაწილს, ნუ მიაყენებს ჩრდილს ეკლესიას. ის სასულიერო პირები, რომლებიც “თავს დაესხნენ” სალომე ზურაბიშვილს, ზღვარს გადავიდნენ? – სამღვდელოება კი არ დაესხა თავს სალომე ზურაბიშვილს, პირიქით, ზურაბიშვილმა შეუტია ეკლესიას და სასულიერო პირებს დაემუქრა კიდეც. ეკლესია ბოლო დროს […]

გიორგი შენგელაია: “წავალ ამერიკაში და სენატორი გავხდები”

რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცესკო-მ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. რეჟისორმა, ამასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ როგორც რეჟისორს არ ეკადრება მსგავს საზიზღრობაში მონაწილეობის მიღება. “თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, მე წავალ, მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ძალიან მალე გავხდები ამერიკის სენატორი, დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი, წესიერი. იქნება ფულების ტრიალი. ამიტომ მე, როგორც ჩემი […]

გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანის თემას შეეწირა – „სანამ მე პრემიერი ვიქნები, მარიხუანის პლანტაციები არ იქნება“

რუსთავი2“ თავის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობა კანაფის კულტივაცია/ექსპორტის საკითხს შეეწირა. „სანამ მე პრემიერი ვიქნები, მარიხუანას პლანტაციები არ იქნება.“- ციტირებს რ2 გიორგი კვირიკაშვილს. როგორც წყარო „ქართული ოცნებიდან“ კურიერს უყვება, გიორგი კვირიკაშვილმა ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე მარიხუანის მოშენების თემა დაბლოკა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იყო ბერას ცნობილი სიმღერა ლეგალიზებასთან დაკავშირებით და მალე კვირიკაშვილს თანამდებობაც დაატოვებინეს. […]

ზაქარია ქუცნაშვილს მარიხუანის კულტივაციის პროექტზე 4 კითხვა გაუჩნდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს. დეპუტატი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს 4 ფუნდამენტური კითხვა კანონპროექტის ინიციატორებთან და მან ეს შეკითხვები დასვა, ახლა კი პასუხებს ელოდება. – რა რეაქცია გქონდათ, როდესაც მარიხუანას კულტივაციის თემაზე შსს-ს კანონპროექტის შესახებ გაიგეთ? თქვენ ხართ ტრადიციული ღირებულებების მქონე პიროვნება, ამიტომ […]

სოსო ცინცაძე – “ბიძინა ივანიშვილმა ხარაკირის გაკეთება გადაწყვიტა – “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა თავისი თავი”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს როგორ აფასებთ? – ბიძინა ივანიშვილმა ხარაკირის გაკეთება გადაწყვიტა. შექმნილ სიტუაციას, რომ ვაანალიზებ, მართლაც სხვა ახსნა არ აქვს. რა პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს იმ რეალობას, რომელიც გვაქვს, რომელიც დაიწყო საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით და მარიხუანის პლანტაციების გაშენების […]