კატეგორია: პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე – „ეკლესიას პოზიციის გამოთქმის უფლებას ვერავინ წაართმევს“

სახელმწიფოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის შეთანხმების, კონკორდატის, მიხედვით, სახელმწიფო და საეკლესიო საქმეები ერთმანეთისგან გამიჯნულია და არ შეიძლება, ერთი მეორის საქმეებში ერეოდეს, თუმცა წლებია ისმება კითხვები, ერევა თუ არა ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში და პირიქით. ბოლო დღეებში რამდენიმე მეუფემ გააკეთა საჯარო მოწოდება, რომ ამომრჩეველმა არ დაუჭიროს მხარი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. ამაზე განცხადება გააკეთა სალომე […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, პანკისობას ვერ ჩაატარებენ – უნდათ, რაღაც ჩამადენინონ, რომ ციხეში გამიშვან”

პანკისის ხეობაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ადგილობრივები დღემდე ამაოდ ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას. მამამისი ამ მოთხოვნით, სხვა შვილმოკლულ მშობლებთან ერთად, თბილისში აქციებს მართავს. ხეობაში დაძაბულობას ჰესების მშენებლობაც იწვევს. ადგილობრივები აქ დიდი ჰესების აშენებას ეწინააღმდეგებიან. ხელისუფლება დათმობას არ აპირებს, უკან არც ქისტები იხევენ. ამ ვითარებაში ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში “პანკისობის” მოწყობა გადაწყვიტა. სხვადასხვა ღონისძიებების გარდა, დაგეგმილია […]

“მე მომკალით სამჯერ, მე!” – მაია ორჯონიკიძემ და კობა დავითაშვილმა ლაივში იჩხუბეს – ვიდეო

ტელეკომპანია პირველის ეთერში ერთმანეთს კობა დავითაშვილი და მაია ორჯონიკიძე დაუპირისპირდნენ. “ახია თქვენზე ბატონო ბიძინა, ესენი რომ ლაპარაკობენ მკვლელობაზე და ყაჩაღობაზე” – თქვა კობა დავითაშვილმა, რომელმაც მაია ორჯონიკიძის რეპლიკას ასე უპასუხა: “მე მომკალით სამჯერ, მე!” ამის შემდეგ კამათმა ისეთი სახე მიიღო, რომ წამყვანი იძულებული გახდა, გადაცემა შეეჩერებინა. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/189707098497223/

გიგლა ბარამიძე – “მარიხუანის შემდეგ, “ოცნება” ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპირებს”

რატომ დაუწყო “ოცნებამ” ეკლესიას ბრძოლა, რა ვერ გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა, აქვს თუ არა ეკლესიას საერო საქმეებში ჩარევის უფლება, რა გეგმით მოქმედებს ივანიშვილი და რატომ არ უნდა მოდუნდეს ხალხი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. – ერთი კვირის წინ, თქვენ ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრეთ, რომ “ოცნება” ეკლესიის გასახლეჩად სხვადასხვა სცენარებს ამუშავებდა. ციანიდის საქმეს […]

კობა დავითაშვილი – “სააკაშვილს კომპრომატი ჩემზეც ჰქონდა, მაგრამ ისეთი რამე შევუთვალე, რომ არ გამომიქვეყნა”

“ახალი თაობის” კითხვებს კობა დავითაშვილი პასუხობს. – ბატონო კობა, მარიხუანის თემასთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტი უკიდურესად დიდია. როგორია თქვენი შეფასებები? – სამწუხაროა ძალიან, რაც ხდება ამ ქვეყანაში. კატეგორიულად მიუღებელია ის კურსი, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ. ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა ეს. მე არ ვარ მტერი და ავის მოსურნე ბიძინა ივანიშვილის და არც “ქართული ოცნების”. ბიძინა ივანიშვილს მივიჩნევდი ადამიანად, რომელიც […]

ნინო გვენეტაძემ  მუშაობის ბოლო თვეს 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე სხვა თვეებში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომამდე, მუშაობის ბოლო თვეს – ივლისში 2,5-ჯერ მეტი დანამატი აიღო, ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში. კერძოდ, „ინტერპრესნიუსის“ მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნინო გვენეტაძეს 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, მხოლოდ დანამატის სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად 4218,75 ლარი, ივლისში კი – 11,218 ლარი. ამასთან, გვენეტაძეს, რომელმაც სასამართლოს თავმჯდომარის […]

პარლამენტი თბილისში გადმოდის – ქუთაისის შენობა შსს-ს გადაეცემა

რეგლამენტში ცვლილებები შედის. პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანო თბილისში იანვრიდან გადავა. ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შსს-ს პოლიციის აკადემია განთავსდება, თუმცა არ არის გამორიცხული რომ აღნიშნულ შენობაში 112-იც განთავსდეს.

რუსებმა აფხაზებს პრემიერი გაგულია პროქართული განწყობების გამო მოუკლეს? – რას ნანობს სერგეი შამბა

მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერი გენადი გაგულია უცნაურ ვითარებაში დაიღუპა. იმ ავტოსატრანსპორტო შემთხვევამ, რომელსაც გაგულია ემსხვერპლა, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ერთ-ერთი ვერსიით, ის თბილისთან დაახლოებას ცდილობდა და კრემლმა სწორედ ამიტომ მოიშორა. აღსანიშნავია, რომ 70 წლის გენადი გაგულიამ წელს მესამედ დაიკავა აფხაზეთის პრემიერის პოსტი. სხვა აფხაზი ლიდერებისგან განსხვავებით, ის ქართველების მიმართ აგრესიულად განწყობილი არ […]

ბიძინა ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან სახლში მივიდა

ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრა ოზურგეთში. “ომეგა ჯგუფის” გარშემო აგორებული სკანდალისა და თამბაქოს ბაზრის გადანაწილებთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ ოლიგარქი საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტთან სახლში მიდის. ვანო ჩხარტიშვილიმა”კურიერთან” ყოფილი პრემიერის სტუმრობა დაადასტურა. “დღეს ფოლკლორის მუზეუმის გახსნაა და ყველა სტუმარს ველოდები, ვინც არის მოწვეული,”-განაცხადა ჩხარტიშვილმა. კითხვაზე რა თემაზე შედგება საუბარი ექსპრემიერთან ჩხარტიშვილმა განაცხადა: “ფოლკლორზე მხოლოდ”.

ნუკრი ქანთარიამ კარი აიღო – რითი ერთობა ხალხის რჩეული პარლამენტის სხდომაზე – ვიდეო

რამდენიმე წუთის წინ ლაშა მესხმა ფეისბუქში დაწერა: ”მომენტი, როცა ქვეყანა უკვე აშენებულია და შენ პარლამენტის სხდომაზე კამათელს აგორებ. ფოტო ტვ პირველის ვიდეოდან: ნუკრი ქანთარიამ კარი აიღო <3” https://www.facebook.com/tvpirveli/videos/719811245043105/