ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა. უწყება ხორბლის იმპორტიორებისთვის აკრძალვას ერთი წლით გადაავადებს. შეთანხმებას მხარეებმა ცოტა ხნის წინ მიაღწიეს, რასაც წინ უძღოდა შეხვედრა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ჯანო ამყოლაძესა და ფინანსთა მინისტრს შორის. ჯანო ამყოლაძე შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე შენობის სახურავზე ავიდა, საწვავი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა. ივანე მაჭავარიანი ადგილზე, სწორედ მისი მოთხოვნის საფუძველზე მივიდა, რასაც 20 […]
კატეგორია: პოლიტიკა
კობახიძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს
პარლამენტის თავმჯდომარე მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს. ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია კანონპროექტმა, რომელიც ეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, გადამუშავებასა და ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნებისათვის. კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი ღირსების დაცვა, რომლის პრინციპებია ხალხის […]
„კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს”- დაპირისპირება “ოცნების” დეპუტატებს შორის
ხმაურია ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხი განიხილება. საკითხს პრინციპულად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. საწინააღმდეგო მოსაზრება აღმოაჩნდა უმრავლესობის წევრს, აკაკი ზოიძეს. „საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი […]
ცესკომ გიორგი შენგელაიას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა
რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. მიზეზი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სიის არ წარმოდგენა გახდა, რომლის ბოლო ვადაც მიმდინარე წლის 18 სექტემბერს ამოიწურა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საინიციატივო ჯგუფის, რომელმაც გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა, ერთ-ერთმა წევრმა, პეტრე მამრაძემაც განუცხადა, მას ხელმოწერები არ შეუგროვებია. მისივე თქმით, 29 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ცესკოში საპრეზიდენტო კანდიდატის […]
პრეზიდენტობის კანდიდატთა რაოდენობა 46-დან 26-მდე შემცირდა
პრეზიდენტობის კანდიდატობის 46 მსურველიდან 20-ს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა, ხოლო ორი პირის საკითხი განხილვაშია. უარის თქმის მიზეზად ყველა შემთხვევაში ის სახელდება, რომ კანდიდატებმა მხარდამჭერთა სიები არ წარადგინეს. საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენაზე უარი ეთქვათ – გია ჩხიკვაძეს, კობა ჯულაყიძეს, გიორგი გახოკიას, ნიკოლოზ ლეკიშვილს, დავით ამაშუკელს, თამაზ ბიბილურს, ბონდო ბარათაშვილს, ელისო დონაძეს, ვაჟა ჩხაიძეს, ზაქარია როჭიკაშვილს, ზაურ მეკოკიშვილს, […]
თეა წულუკიანი მარიხუანის პლანტაციებს მხარს უჭერს – “რატომაც არა, სანერვიულო არაფერია”
იუსტიციის მინისტრმა მარიახუანას კულტივაციის შესახებ მიმდინარე ინიციატივაზე ისაუბრა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ საპანიკო არაფერია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მარიხუანას კულტივაციის საკითხი მშვიდ და ემოციებისგან დაცლილ გარემოში იქნას განხილული. მინისტრია ამბობს, რომ საკითხი კომპლექსურია და ყველამ ერთად უნდა გადაწყვიტოს რა შედეგი ექნება კულტივაციას წულუკიანი ფიქრობს, რომ თუკი მარიხუანას ექსპორტზე გატანა ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავალს მოიტანს, ეს საკანონმდებლო […]
ხორბლის გადამზიდავმა ბენზინი გადაისხა
ხორბლის გადამზიდავების პროტესტი უკიდურეს ფორმას იღებს – ერთ-ერთი გადამზიდავი ამ წუთებში ლილოს ტერმინალში თვითდაზიანებებს იყენებს და მინისტრის ადგილზე მისვლას ითხოვს. მამაკაცს ტანზე ბენზინი აქვს გადასხმული და აცხადებს რომ არ გაჩერდება, ვიდრე მინისტრი ადგილზე არ გამოცხადდება. ლილოს ტერმინალში იმყოფებიან სამართალდამცველებიც. შეგახსენებთ, რომ ხორბლის გადამზიდავების აქცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და ისინი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი […]
თენგიზ შარმანაშვილი – “ახალი პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურა ვერ იქნება” – რა წერია კონსტიტუციის ახალ რედაქციაში
კონსტიტუციონალისტი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში თენგიზ შარმანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით. – ბატონო თენგიზ, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება. რა გამოკვეთა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიამ, უნდა აირჩეს თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი პირდაპირი გზით? – იმთავითვე ვამბობდი, რომ კლასიკური ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები […]
”ფინანსთა სამინისტროს 1 საათი მივეცით ვადა, მერე უკვე ჩვენ ვიცით!” – გადამზიდავების პროტესტი გრძელდება
ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვას ფინანსთა სამინისტრო დროებით აჩერებს. ხორბლის სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვები რამდენიმე თვით ისევ გაგრძელდება. მანამდე კი ფინანსთა მინისტრი ხორბლის გადამზიდავებს მოლაპარაკებებს სთავაზობს. წინადადება დღეს ვანო მაჭავარიანმა აქციის რამდენიმე მონაწილეს ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე გააცნო და უწყების ხელმძღვანელი პასუხს მძღოლებისგან ელოდებოდა. ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის აკრძალვა სამი თვით გადაიდება. ხორბლის გადამზიდავებისთვის ფინანსთა […]
ნატო ჩხეიძემ ”პატრიოტთა ალიანსი” ოფიციალურად დატოვა – ”იბერიასა და ომეგაზე შეტევისას ვერსად გავიგონე “პატრიოტთა ალიანსის” ხმა”
დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტია “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა. განცხადება ჩხეიძემ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გააკეთა. როგორც ნატო ჩხეიძემ განმარტა, ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ღია შეტევა მიმდინარეობს “ომეგა ჯგუფსა” და “იბერიაზე”, მას თანაპარტიელები გვერდით არ დაუდგნენ. „ამავე ორ კვირაში გახმოვანდა კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა – სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია იბერია. […]









