კატეგორია: პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე – “ხელისუფლება საკუთარი ხელით ითხრის სამარეს”

“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პასუხობს – ქალბატონო ნანა, პატრიარქის ქადაგების შემდეგ საზოგადოების ნაწილს დარჩა განცდა, რომ პატრიარქი ხელისუფლებას ბოლომდე არ დაუპირისპირდა. როგორია თქვენი შეფასებები და საერთოდ რას ფიქრობთ კანაფის კულტივაციის და ამ კანონპროექტის შესახებ? – მე ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქი არ იყო კრიტიკული, პირიქით, მან საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა. უბრალოდ, მან ხელისუფლებას გადარჩენის […]

ქუთაისის საკრებულოში ”ოცნების” დეპუტატებმა ნაციონალების დეპუტატი ცემეს – ვიდეო

ქუთაისის მერიის შენობაში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქუთაისიპოსტის ცნობით, ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი  გია უკლება დაუპირისპირდნენ. ჩხუბი გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც უკლება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა. დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ჩხუბში ჩაერთნენ და გია უკლებას სახის არეში სცემდნენ საკრებულოს უმრავლესობის […]

ზუგდიდში ანი წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას გადადგომა მოითხოვა

სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი – მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადების ცნობად მიღება განიხილებოდა. სხდომაზე ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. “შენ ხარ შონიას და გოგიას კორუფციული სქემების მონაწილე და უნდა დაწერო განცხადება და გადადგე”, – უთხრა საკრებულოს წევრმა, ნაციონალმა […]

თბილისის გეზ-თან აქცია გრძელდება – მძღოლებს იქაურობა ჩახერგილი აქვთ

17 სექტემბრის 16:00 საათიდან ამ დრომდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“ შეწყვეტილია სამუშაო პროცესი. გეზის ტერიტორიაზე, აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი. გუშინ, მძღოლებსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ლერი ბარნაბიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილეები თბილისის გეზის ტერიტორიაზე რჩებიან […]

აფხაზეთში არძინბას გამოსახულებით პირველი ქაღალდის ფული გამოუშვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის ფული გამოუშვეს, რომელზეც პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული. ე.წ. აფხაზეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 500 აპსარის ნომინალის ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან „გამარჯვების“ 25-ე წლისთავს ეძღვნება. „აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელის, ბესლან ბარათელიას თქმით, ეს აფხაზეთის ისტორიაში პირველი ქაღალდის ფულია. „გამოსახულების შექმნისას გამოყენებულია ტრადიციული აფხაზური ორნამენტი. ბანკნოტზე განთავსებულია აფხაზეთის სახელმწიფო დროშის შვიდი ვარსკვლავი, ასევე სახელმწიფო გერბი. […]

სალომე ზურაბიშვილი ეკლესიის წინააღმდეგ – “მეუფეები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე”

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სასულიერო პირები როგორც საარჩევნო კამპანიაში, ისე ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში „ამ დონით არ უნდა ერეოდნენ“. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ამ შეფასებით, კანაფის კულტივაციის საკითხზე სასულიერო პირების კრიტიკული კომენტარები შეაფასა. „როგორ […]

ზაალ ანჯაფარიძე – ”მარიხუანის თემა „ოცნების“ რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს – მისი წინასაარჩევნოდ შემოტანა წამგებიანი იყო”

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, მარიხუანის თემა „ქართული ოცნების“ რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს პარტიის საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ამ კანონპროექტის იდეის გაჟღერება მმართველი პარტიისთვის სტრატეგიულად არასწორი იყო, – ამის შესახებ ზაალ ანჯაფარიძემ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ეხება მარიხუანას კულტივაციასა და სამედიცინო მიზნით ექსპორტს, საზოგადოების ნაწილმა და საპატრიარქომ მკვეთრად […]

ლილოში პოლიციაა მობილიზებული – რა ხდება შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან

შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან სამართალდამცველების მობილიზება შეინიშნება. როგორც “ნიუპოსტს” აცნობეს, სამართალდამცავებს სპეციალური ეკიპირებით არიან წარმოდგენილნი. ცნობილია, რომ აღნიშნულ ტრაილერების მძღოლები ფინანსთა მინისტრი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სამუშაო პროცესი ამ დრომდე შეწყვეტილია, პროცედურები შეჩერებულია მათ შორის იმ იმპორტიორებისთვისაც, ვისაც ქვეყანაში მალფუჭადი პროდუქტი შემოაქვთ. ხორბლის გადამზიდავების იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის […]

ემზარ კვიციანი – “თამარ ჩუგოშვილს მანდილი დაამშვენებს და ტვინსაც შეუცვლის”

რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში ჩადრით სიარული, რატომ უნდა დაიხურონ ქართველმა ქალებმა მანდილი, როგორი ქალების დანახვა უხარია ქუჩაში,. როგორ უნდა გამრავლდეს ერი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება. – ქართველი ქალები აქციების მოწყობით გემუქრებიან – ემზარ კვიციანი მუსლიმებისგან ჩადრების მოხსნას ითხოვს, ჩვენ კი მანდილის ტარებას გვაიძულებსო. მართლა სერიოზულად მოითხოვეთ, […]

აფხაზი ვეტერანები სომხური სკოლების დახურვას მოითხოვენ

ბოლო ხანს ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი პროცესები ვითარდება. მათი მთავარი განმაპირობებელი აფხაზი მოსახლეობის უკმაყოფილებაა. აფხაზები აცნობიერებენ, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგანან. “მარჩენალი” რუსეთის მიერ პროვოცირებულმა “აღიარებამ” და ომში “გამარჯვებამ” აფხაზები გააღატაკა და რაოდენობრივად შეამცირა, ხაჯიმბას კორუმპირებულმა რეჟიმმა კი ხალხისათვის ეკონომიკურადაც არაფერი გააკეთა. ცალკე თემაა ადგილობრივი ქართველების დისკრიმინაციის გაძლიერება. 1992-93 წლების ომში დაინვალიდებული აფხაზი ვეტერანების მიმართვა სხვადასხვა […]