ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სამუშაო პროცესი ამ დრომდე შეწყვეტილია, პროცედურები შეჩერებულია მათ შორის იმ იმპორტიორებისთვისაც, ვისაც ქვეყანაში მალფუჭადი პროდუქტი შემოაქვთ. ხორბლის გადამზიდავები იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანა იკრძალება. ხორბლის იმპორტიორები ეჭვობენ, რომ ბიზნესით სავარაუდოდ, კონკრეტული პირები დაინტერესდნენ. ხორბლის გადამზიდავების ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესაცვლელად ორ დღიან ვადას აძლევენ. „გვინდა გამოვიდეს […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირმა ინაშვილი – “ნატო ჩხეიძის წასვლას არ ველოდი”
“პატრიოტთა ალიანსის წევრი” და ტელეკომპანია “იბერიის” დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე პატრიოტების საპარლამენტო ფრაქციას ტოვებს. როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თქვა, მისთვის გაუგებარია ჩხეიძის პარტიიდან წასვლის მიზეზები. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს. ირმა ინაშვილის თქმით, ნატო ჩხეიძის ამ გადაწყვეტილების შესახებ მან ჟურნალისტებისგან შეიტყო. “არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, არ ვიცი, რა არის ამისი რეალური მიზეზი. პარტიული ცხოვრების 2 წლის მანძილზე […]
ნატო ჩხეიძე “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს
ნატო ჩხეიძე “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს – ამის შესახებ ჰანცხადება ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის თოქშოუ არჩევანის ეთერში გააკეთა. ნატო ჩხეიძის თქმით, ის ორი დღეში პარლამენტის სხდომაზე დეტალურად ისაუბრებს მის გადაწყვეტილებასა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ბიზნესზე ზეწოლაზე, რაც კომპანია “ომეგასთან” მიმართებაში ხდება. ცნობისათვის “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში 6 კაციანი ფრაქციითა წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ […]
კახა მიქაია – “ივანიშვილმა ქვეყანა ჩალით თუ არ გადახურა, გოგია და გულორდავა უნდა დაიჭირონ”
ვინ მფარველობს ზუგდიდის ყოფილ მერსა და ვიცე-მერს, მოხდება თუ არა კორუმპირებული ჩინოსნების დაჭერა, რა ხდება სამეგრელოში, რა შემთხვევაში რეაგირებს ცენტრალური ხელისუფლება კორუფციაზე? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება. – ბატონო კახა, ვისაც კი დაუპირისპირდით, ყველას თანამდებობა დაატოვებინეს. შონიას, გოგიას და გულორდავას შემდეგ ვისი ჯერია? – მე რა შუაში ვარ? ეგენი […]
”არ დავიშლებით, სანამ ფინანსთა მინისტრი ბრძანებას არ შეცვლის” – ტრაილერების მძღოლები შემოსავლების სამსახურთან აქციას აგრძელებენ – ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული
შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ტრაილერების მძღოლების აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ ფინანსთა მინისტრი მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და კანონს ხორბლის გადატანასთან დაკავშირებით არ გააუქმებს. აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ გზის საავტომობილო მონაკვეთი, სავალი ნაწილი დატოვეს და ეკონომიკურ ზონასთან გადაინაცვლეს, რომელიც ამ დრომდე […]
გოგი წულაია: “ხომ არ გაჟრიალებთ?! რა კანაფი…”
შემოტანილი თურქული ხახვი, ნიორი და კარტოფილი რომ არის, როდესაც, მაგალითად, ახალციხეში შეგიძლია, კარტოფილის წარმოება, – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ კანაფის ექსპორტისთემის კომენტირებისას განაცხადა. “ამას ქვია პატარა ხომ არ გაჟრიალებთ?! ასეთი უზნეო ადამიანები, პატარა ადამიანები როგორ არიან?! ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბრობენ და დარგები გვაქვს უამრავი. ჩაი განავითარე ჯერ, ფორთოხლის წვენი განავითარე […]
გია ხუხაშვილი: ‘სალომე ზურაბიშვილი ათამაშებს იარაღს, რომელიც შეიძლება ისეთ ადგილებში გაირტყას, რასაც ვერ ვიტყვი”
სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს „ქართული ოცნების“ ტრადიციას, რასაც პოლიტიკური მაზოხიზმი ჰქვია, ათამაშებს იარაღს, რომელიც შეიძლება ხან ფეხში გაირტყას და ხან ისეთ ადგილებში, რასაც ვერ ვიტყვი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. ხუხაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და არა საქართველომ, არის მცდელობა, საზოგადოებრივი განწყობის კვალდაკვალ, საკითხთან მიმართებაში მისი ადრინდელი პოზიციის […]
ნუკრი ქანთარია – “მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტზე კითხვები ჩვენც გვაქვს”
“ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, “ქართული ოცნების” პარტიის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაგაცნოთ კანონპროექტი, რომელიც მარიხუანის კულტივაციასა და შემდეგ უკვე ექსპორტს ეხება. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ შეხვედრაზე და რატომ წამოიწია ამ საკითხმა […]
ზვიად ძიძიგური “ქართული ოცნების” წინააღმდეგ – “რა კულტივაცია, ხალხო, კანაფი კარტოფილი ხომ არ არის?!”
კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. „ქართული ოცნების“ კონსერვატიული ნაწილი მოითხოვს, რომ პარლამენტმა საერთოდ არ იმსჯელოს კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო მარიხუანის კულტივაციას ლეგალურს ხდის. ფრაქცია ”ქართული ოცნება – კონსერვატორების” წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსენსუსი არ არსებობს და სწორედ ამიტომ გადაიდო მისი განხილვა. „არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და ჩვენი მხრიდან ვიქნებით წინააღმდეგი მუდმივად. […]










