კატეგორია: პოლიტიკა

სააკაშვილი – “სალომე ზურაბიშვილის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, არ მისცეთ მას საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება!”

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან საქართველო 2008 წლის ომის დაწყებასა და საკუთარი ტერიტორიების დაბომბვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზურაბიშვილის განცხადება პირდაპირი შეურაცხყოფაა ყოველი ქართველი გმირის და რუსეთის აგრესიის თითოეული მსხვერპლის და ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის ლოგიკას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მსგავსი […]

სალომე ზურაბიშვილის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში ერთმანეთს აგინეს

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის პარალელურად, ქუთაისში, თეატრის წინ აქცია მიმდინარეობდა, რის გამოც პრეზიდენტობის კანდიდატმა მთავარი შესასვლელით არ ისარგებლა და შენობა სათადარიგო გასასვლელით დატოვა. აქციის მონაწილეები ზურაბიშვილისგან მოითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი. სალომე ზურაბიშვილმა ამ კითხვაზე არც ჟურნალისტებს უპასუხა და შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. აქციის მონაწილების შეძახილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების განაწყენება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“სალომე ვოვას ფავორიტი” – ქუთაისში სალომე ზურაბიშვილს მოსახლეობა პროტესტით შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა ქუთაისში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. მესხიშვილის სახელობის თეატრთან, სადაც ზურაბიშვილი ამომრჩეველს ხვდება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატის სკანდალურ განცხადებებს  აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებელია და დაუშვებელია, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. მათ მესხიშვილის თეატრთან ტრანსფარანტებიც მიიტანეს წარწერით: „ნუ შეურაცხყოფ გმირებს!“ “სალომე ვოვას […]

გუგული მაღრაძე: „სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს და ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის საკითხზე კომენტარი გააკეთა. დეპუტატს ინიციატივა მოსწონს. „ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ძალიან რთულია. ახლა უკვე იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში?! ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ […]

“მე ჩემ ტვინს გავანძრევ” – ზურაბიშვილი ჟორჟოლიანს და გვარამიას აკრიტიკებს

რატომ გველაპარაკებით “ზემოდან” “პარზიის გადმოსახედიდან” და რას ნიშნავს “ტვინი გაანძრიეთ” ამ კითხვით მიმართა “რაქციაში” ინგა გრიგოლიამ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. “ალბათ იმიტომ რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზემოთ უნდა იყოს…მე ჩემ ტვინს გავანძრევ პირველ რიგში… როდის იყო რომ ვბრაზდებოდი?… არ ვბრაზდები. ეს არის პასუხი იმაზე… არა მხოლოდ ჟურნალისტებისგან… გვესმის ბევრად უარესი… და სხვათა […]

მამუკა ბახტაძე: „ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ“

თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ ტურბულენტობას ზოგადად, რეგიონში, კიდევ უფრო დასაფასებელია ინვესტორების მზარდი რწმენა, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება და გაიზრდება ძალიან მნიშვნელოვანი სექტორების მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქსტატის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და რეინვესტირების მაჩვენებელს ეხებოდა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი იმის დასტურია, […]

არჩილ გამზარდია – “ასეთი ფიტულები არ მეგონენ “ქართული ოცნების” წევრები”

“შაგრენის ტყავივით შემცირდა თავისუფალი აზრი ქართულ მედიაში,” – ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია იბერიას წამყვანმა, არჩილ გამზარდიამ, გააკეთა. მან იბერიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა და პარალელები გააბა რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. ასევე გაიხსენა მაესტროს და იმედის საქმეები. არჩილ გამზარდიას განცხადებით, ქართული ოცნება არის გასული კანონის ჩარჩოებიდან. მისი თქმით, იბერიას მფლობელს ღიად ეუბნება ხელისუფლება, რომ დათმოს ტელევიზია იმის სანაცვლოდ, რომ წარმოებაში ხელი შეუწყოს, რაც ისედაც მისი საქმეა. არჩილ გამზარდიამ ასევე გაახმოვანა მისი პირადი მიმოწერა მმართველი გუნდის […]

სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე – “დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ აქვს“

“ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ აქვს” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თოქშოუ “რეაქციის” ეთერში განაცხადა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია, თუმცა კვლავაც მიიჩნევს, რომ მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ დაცლილი ცხინვალი დაბომბა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი – „კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოვუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი“

სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩაკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტს აგრძელებს. მეორე შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე კი შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, “ულტიმატუმის ვადის გასვლის მიუხედავად გეგმები არ შეცვლილა და მოთხოვნაც იგივე რჩება – გადადგეს ხელისუფლება”. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. „კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე […]

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს – ის ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ რამდენიმე წუთის წინ გახდა. სარალიძის შეუძლოდ გახდომას წინ სამართალდამცავებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება უძღოდა. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის და პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძეს […]