“ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ “კანაფის დედოფალი” ნამდვილად გახდება”- ეს განცხადება, ბოდბელი ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ის გაუძღვება. „შეიძლება თუ ვერ გაიმარჯვა იმას […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ასეთმა ტკივილმა ალბათ ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს”- მარგველაშვილი #51 სკოლაში მივიდა
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა. ქვეყნის პირველი პირი 51-ე სკოლაში იმყოფებოდა. მან სკოლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველ კლასელებს და ასევე მე-12 კლასელებს. „მინდა პირველ კლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები უნდა გაიცნოთ, მასწავლებლები, მეგობრები, რაც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნება. მშობლებს მინდა მოგილოცოთ და […]
პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო
პარლამენტში მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე თქმით, კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით ხდება. „რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. აქ მთავარი არის საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. საზოგადოებას იმაზეც კი არ […]
დედა თამარმა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძისა და პანკისში სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. აქციები პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე დღის წინ განახლდა. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა შიმშილობა დაიწყეს, ისინი დამნაშავეების დასჯას, ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს […]
„მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა“ – ინტერნეტსივრცეში ონლაინ-პეტიცია ვრცელდება
ინტერნეტსივრცეში ვრცელდება online-პეტიცია, მოთხოვნით – „მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან“. პეტიციას უკვე 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და მათი რიცხვი იზრდება. პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ მათი მოტივაცია კრემლის რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელსაც, მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს. “შევიმუშავეთ პეტიცია, რომლის მთავარი პათოსი და ამოცანა არის, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მის მხარდამჭერებს და […]
სალომე ზურაბიშვილი – “მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად”
მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი – ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის პრეზიდენტად მოდის იმისთვის, რომ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან ხელახლა და სამუდამოდ გაიყვანოს. „პირველ რიგში, მოვდივარ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა, რომ აღარასოდეს აღარ დავკარგოთ […]
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია გადადგა
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან გადადგა „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“, – წერს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია Facebook-ზე.
ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა ისევ დამძიმდა. ცოტა ხნის წინ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ნიუჰოსპიტალში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს. მერაბიშვილს სამედიცინო დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. ბოლო დროს ეს მერაბიშვილის ჯანმრთელობის დამძიმების და ჰოსპიტალიზების მესამე შემთხვევაა. ერთი თვის წინ მსგავსი ფაქტის შემდეგ მას მკურნალობის კურსი დაენიშნა, თუმცა როგორც ჩანს ეს მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ყოფილი შინაგან […]
სუბარი – “სვანეთში გასვენებაში აუცილებელი კერძი იყო ფხალი კანაფით”
რეგიონული მიმართულების მართვის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი მთავრობის გეგმას მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტზე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კანაფის გამოყენება საკვებ საშუალებად სვანეთში გავრცელებული ტრადიცია იყო. ამის შესახებ სუბარმა ტვ პირველი ეთერში განაცხადა. მან თქვა, რომ სვანეთში გასვენებაში აუცილებელი კერძი იყო ფხალი კანაფით.
საქართველოში ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ჩამოვიდა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი საქართველოში ვიზიტით პირველად ეწვია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს ლევან იზორიამ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეზერვის სისტემის განვითარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების კუთხით. […]










