კატეგორია: პოლიტიკა

ზაზა სარალიძე აქციაზე ცუდად გახდა

რამდენიმე წუთის წინ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. მას გვერდით დაუჯდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ფეხზე წამოაყენა. ამ წუთებში აქციაზე სასწრაფოს ელოდებიან.

რუსთაველი – დაპირისპირება აქციაზე

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ამ წუთებში დაპირისპირებაა. ზაზა სარალიძის მხარდამჭერები აპირებენ, კარავი გაშალონ, რასაც ხელს უშლიან პოლიციელები. დაძაბულობა ჯერჯერობით არ განმუხტულა. ესენი არიან მკვლელები! – თქვა ზაზა სარალიძემ პოლიციელებზე. ხელისუფლება შეტევაზე წამოვიდა – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მთავრობა მარიხუანის წარმოებას და ექსპორტზე გატანას აპირებს

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება […]

”ქართული ოცნება” მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

”ჩვენი პარტია იცავს პირობას და ჩვენ არჩევნებში არ წავადგენთ ჩვენს კანდიდატს. ჩვენ გადავხედეთ საპრეზიდენტო კანდიდატებს და მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს და მოვუწოდებთ საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მას”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა “საქართველოს არის საპარლამეტო რესპულიკა, სადაც ძალაუფლება თავს იყრის პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და […]

გიორგი შენგელაია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი შენგელაია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე დასასწრებად პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა. როგორც შენგელაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სხდომაზე დასასწრებად უმრავლესობის წევრებმა მიიწვიეს. “მოვედი იმისთვის, რომ დამამტკიცონ “ოცნების” კანდიდატად. რასაკვირველია, მქონდა მოლაპარაკებები უმრავლესობის წევრებთან. მათ იციან ჩემი პოზიცია. ამ წუთში არ ვიცი ვიქნები თუ არა მათი კანდიდატი, რომ გამოვალ გეტყვით”,- განაცხადა შენგელაიამ.

“რუსთავი 2-ზე უარესიაო იბერია… მკიდია თქვენი “ომეგაც” და ყველაფერიც…” – სკანდალური ჩანაწერი ყიფიანსა და ოქუაშვილს შორის

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლის საქმეში სპორტისა და ახალაგზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს. “კურიერმა” მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელიც იბერიას დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილისა დალევან ყიფიანის ჩანაწერს ასახავს.„მთავრობა დაგიდგა გვერდში კეთილგანწყობით, წარმოებასთან, თქვენ კაცობასთან ყველაფერში, რა დავაშავეთ მითხარით… ყველა გამოდის “რუსთავი 2”-ზე უარესიაო იბერიაო… ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია ასეთ ამბებშია… რა გავაკეთოთ? მკიდია ბიუჯეტიც და […]

აფხაზეთის პრემიერი გაგულია ავარიაში დაიღუპა – რა მოხდა გუდაუთაში – ვიდეო

აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოავარიაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, ე.წ. სამთავრობო დელეგაციის მანქანების კოლონას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი, რომელსაც ადგილობრივი, სამოქალაქო პირი მართავდა. ამავე ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, კონტროლი დაკარგა და იმ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც გენადი გაგულია იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო. აღნიშნულ ფაქტს საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ადასტურებს. „აფხაზეთის […]

ლადო ბედუკაძე ბიძინა ივანიშვილს – ”დაგღუპავენ, ჩემო ბიძინა, განწირული ხარ ამ მანქურთების გარემოცვაში!”

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც „2020NEWS“ გთავაზობთ: “ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ საზოგადოებას 6 წელია, აქტიურად მიბიძგებდნენ „ოცნების“ თუ „სუს“-ის მაღალ ეშელონებში ჩაბუდებული მედროვე- მანკაბერდელები „განაცებას“, ყოველმხრივ ცდილობენ დამაპირისპირონ, დამცდეს აუგი, თქვენზე, ქვეყნის ურჩხულისგან მხსნელზე, ახალი ქართული რეალობის შემქმნელზე, სტაბილურობის და მშვიდობის ერთადერთ გარანტზე, ბიძინა ივანიშვილზე (არ იფიქროთ […]

ლევან ხაბეიშვილი: “ხმა თუ არ ამოვიღეთ, ესენი ჩვენც შეგვჭამენ – კალაძემ 20 დღეში რესტორნებში ბიუჯეტიდან 45.000 ლარი დახარჯა”

“ქართული ოცნება”, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილს ლუკმებს უთვლიდა და სხვისი თეფშიდან ჭამის გამო ზვიად კუპრავას ასამართლებს, ბიუჯეტის ხარჯზე ჭამა-სმაზე და რესტორნებში გრიალზე უარს არ ამბობს. ამ მხრივ თბილისის მერიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ, ნამდვილად გაგვაოცა. არასამთავრობოები მისი მერობის დროს მენიუს შესწავლას ვერ აუდიოდნენ. ნამერალს არც კახა კალაძე ჩამორჩა. არასამთავრობოებს და ოპოზიციას […]

”ივანიშვილის ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ” – ნინო ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე უარი თქვა

“დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბურჯანაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ ის არ აპირებს, საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად „ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას“. ნინო ბურჯანაძის თქმით, ის დღეიდან საკუთარ გუნდთან ერთად მოემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის . […]