გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მიუტანეს სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვით, პარტიას შემოსავლების დამალვაში ადანაშაულებენ და 143 ათასით აჯარიმებენ: “სასამართლოს დადგენილება მოგვიტანეს პარტიამ შემოსავლები მიიღო და დამალაო 1. 502 ტრანზაქციით 28,327 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც არ ჩანს ვინ შემოგწირათო ანუ ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 56 ლარი 2. 92 ტრანზაქციით 490 ლარი გაქვთ მიღებული, სადაც რაღაც […]
კატეგორია: პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს
თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, რომელის დედაქალაქის საკრებულოს წინა მოწვევაზეც ხელმძღვანელობდა. თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა. გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას მხარი 27-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალური მოძრაობას“ მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
იმედა კლდიაშვილმა “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვა
ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვა. ამის შესახებ კლდიაშვილმა ფეისბუქში დაწერა. კლდიაშვილი პარტიიდან წამოსვლის მიზეზად აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. “ამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გავიგე ახალი და საკმარისი გამოცდილებაც მივიღე რომ რაღაც დასკვნები გამეკეთებინა. ეხლა ახალი ეტაპი იწყება – არჩევნების მერე პერიოდი. პირადად მე არჩევანი უნდა […]
“მელიას პარტიიდან აგდებენ, ნაცების თავმჯდომარედ ხაბეიშვილს აყენებენ” – ირაკლი ზარქუა
სავარაუდოდ, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მორიგ აქტივისტს დააყენებენ – შეიძლება “ხაბეც“ აღმოჩნდეს, “სპასობნია”, ირბენს, სახურავზეც ავა, – ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა და აქვე დასძინა, რომ “ეტყობა, ნიკა მელია სხვა ღირებულებების არის“. ზარქუას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიხეილ სააკაშვილის კულტის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. “გეუბნებოდით, რომ ნიკა მელიას პარტიიდან გააგდებდნენ ან თვითონ წავიდოდა. ახლა ეს პროცესი მიდის. მგონია, რომ გარკვეული ჯგუფი იქნება […]
სააკაშვილი – “ბევრი იტყვის, რომ სრულ ჭკუაზე არ ვარ… მექსიკაში 600 მილიონერს ლექცია წავუკითხე…””
ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა დადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის ყველაფრის მიუხედავად ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მისივე თქმით, ზუსტად იცოდა, […]
„აშშ-მ მოითხოვა, სააკაშვილს შეძლებოდა პროცესზე დასწრება“ – კელი დეგნანი
აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა: „ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს. აშშ-მ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, მოითხოვა, რომ მას შეძლებოდა დასწრებოდა პროცესს, რაც მისი უფლება და გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი, რაც პირადად დასწრებასაც მოიცავს, თუ მას აქვს […]
ალუდა ღუდუშაური – “ფარჩაკი უგულავა მოსიარულე სირცხვილია”
მოვუწოდებ „ცხელ თავებს” „ნაციონალურ მოძრაობაში”, ხელი აიღონ იმ განზრახვებიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანებს, საზოგადოებრივ წესრიგს – უგულავა არის მოსიარულე სირცხვილი, როგორ ბედავს ეს „ფარჩაკი” და შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციას და გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.მისი თქმით, სამართალდარღვევაზე პოლიციას ადეკვატური რეაგირება ექნება. „გიგი უგულავა ჩამოყალიბდა ქვეყნის სირცხვილად, ოპოზიციის სირცხვილად […]
„ოპოზიციას „ქართული ოცნება“ ჩამოშლილი ეგონა…“ – ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს: „ბოლო დღეებში ნაცმოძრაობის პარტიული ტელევიზიები, სააგენტოებთან ერთად, სვავებივით დაესივნენ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს მოსალოდნელიც იყო. ავხსნი ქვემოთ. გუშინდელ ყოველკვირეულ ფსიქოტროპულ გადაცემებში ტრადიციულად უტრვდნენ სახელმწიფო ინსტითუტებს: უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, სასამართლოს. დიახ, სასამართლოს. გუშინდელი ინტერვიუ მოსამართლესთან, ეს იყო მოსამართლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის დატოვება რომ ვერ გაყიდეს, გუშინ გამოაცხადეს, რომ ამერიკულ-კორეული […]
“ოცნებას” ღარიბაშვილის გაშვება აწყობს” – თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – რა ხდება ხელისუფლების შიგნით, მართლაც იგეგმება ღარიბაშვილის გაშვება? – კი, შესაძლებელია, მაგრამ რას შეცვლის ეს?! ღარიბაშვილზე შედარებით სიმპათიური ფიგურა თუ მოვიდა, ის ხომ უფრო გაამყარებს „ოცნებას“. მათ ისევ უჩნდებათ შანსი, რომ ის ნეგატივი, რომელიც „ოცნებამ“ ამ პერიოდში აიკიდა, ისევ ღარიბაშვილს აჰკიდონ და გაუშვან. განტევების […]
გიორგი ჩალაძე – “სააკაშვილის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო ტალღებს ასხივებს”
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის შიდა ეზოში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს. ჩალაძის განცხადებით, მას აქვს აღნიშნული მანქანის ავთენტური კადრები, რომელიც თავად გადაიღო. ის მოუწოდებს სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, შეისწავლონ ფაქტი და მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება. „ჩვენი […]









