“მელიას პარტიიდან აგდებენ, ნაცების თავმჯდომარედ ხაბეიშვილს აყენებენ” – ირაკლი ზარქუა

"მელიას პარტიიდან აგდებენ, ნაცების თავმჯდომარედ ხაბეიშვილს აყენებენ" - ირაკლი ზარქუასავარაუდოდ, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მორიგ აქტივისტს დააყენებენ – შეიძლება “ხაბეც“ აღმოჩნდეს, “სპასობნია”, ირბენს, სახურავზეც ავა, – ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა და აქვე დასძინა, რომ “ეტყობა, ნიკა მელია სხვა ღირებულებების არის“.

ზარქუას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიხეილ სააკაშვილის კულტის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

“გეუბნებოდით, რომ ნიკა მელიას პარტიიდან გააგდებდნენ ან თვითონ წავიდოდა. ახლა ეს პროცესი მიდის. მგონია, რომ გარკვეული ჯგუფი იქნება აქტიური, იტყვიან, მიშა ტყვეობაშია და გავათავისუფლოთ – ირბენენ და დაიღლებიან. თანხები რომ გამოელევათ, შემდეგ დაისვენებენ. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, ეტყობა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში დაიღალნენ, მიხვდნენ, რომ აზრი არა აქვს. გუშინდელმა დღემ “ნაცმოძრაობის” ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა და ახლა ისევ რიგგარეშე არჩევნებზე გადავიდნენ, რისი საფუძველიც არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

იპნ