საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახის თქმით, 8 სექტემბერს დასრულდება საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელების ვადა რის შემდეგად გადაწყდება “ქართული ოცნება” ვის დაუჭერს მხარს. „ჩვენ შეგვეძლო გაგვეთამაშებინა სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც იქნებოდა პროცესში ხელოვნური ჩარევა. ეს ბუნებრივია, იქნებოდა არასწორი. ამიტომ ველოდებით პროცესების განვითარებას. ველოდებით 8 სექტემბერს, როდესაც კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს დაასახელებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე. ამის […]
კატეგორია: პოლიტიკა
”რუსის ჯარს ფიანდაზებით შეხვდებით, გამაგებინეთ, რატომ უნდა აგირჩიოთ” – სალომე ზურაბიშვილს ზესტაფონში დაუპირისპირდნენ
ზესტაფონში აგრძელებს მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. პროცესი ინციდენტის ფონზე წარიმართა. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ზურაბიშვილს რუსეთთან დაკავშირებით, მისი საჯარო განცხადებების განმარტება მოსთხოვა. „იგივე მდგომარეობა რომ განმეორდეს, თქვენ ფიანდაზებით შეხვდებით რუსის ჯარს“ – მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა უპასუხა, რომ რუსის ჯარები საქართველოდან მან გაიყვანა. მოსახლეობას შეკითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებითაც, […]
პაატა ზაქარეიშვილი – “მაპი უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი”
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აფასებს. – ბატონო პაატა, რამდენად მნიშვნელოვანი ვიზიტია და რა მისიით იმყოფებოდა მერკელი საქართველოში? – ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ორი აზრი არ არსებობს ამაში, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ხოლმე გადამეტება რაღაც მოვლენების და მერე გული გვწყდება, დრო გადის და თითქოს ის შედეგები […]
„დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“ – ჯონ მაკკეინის სიტყვა აგვისტოს ომის დროს, 2008 წლის 12 აგვისტოს
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი წლების განმავლობაში ვაშინგტონსა და მსოფლიოში საქართველოს მხარდამჭერი და ლობისტი იყო. განსაკუთრებული იყო სენატორ მაკკეინის მხარდაჭერა აგვისტოს ომის დროს, როცა ის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მაღალი ტრიბუნებიდან ხმამაღლა საუბრობდა, მათ შორის მის მიერ იყო ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია აშშ-ს კონგრესში. სწორედ საქართველოს მხარდაჭერის გამო ჯონ მაკკეინი 2010 წელს, ქვეყნის მაშინდელმა […]
კახა მიქაია – „ყველაზე კარგი საპრეზიდენტო კანდიდატი ასწლოვანი ხე იქნება“
რა დაჯგუფებები შეიქმნა „ოცნებაში“, ვის და რატომ ეკაიფება ივანიშვილი, რომელ პარტიაში გადავლენ მმართველი გუნდიდან წასულები? _ ამის შესახებ „ახალ თაობას“ „ დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება. კახა მიქაია: _ დიდი დაპირისპირებაა „ოცნებაში“. მმართველი პარტია ნამდვილებად და მარადიულებად გაიყო. დიტო სამხარაძე ახლა გასცემს ასეთ ბრძანებას _ „ქართული ოყნების“ ჯარისკაცებო, ნამდვილებიდან მარადიულებამდე ნაბიჯით იარ“. _ მარადიულები […]
ზვიად კუპრავა – „კახა კალაძეს, სალომე ზურაბიშვილს და ანრი ოხანაშვილს სასამართლოში მოუწევთ წასვლა“
რატომ დაიბარეს სუსში, ვის წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი, რა სიურპრიზებს ჰპირდება ხელისუფლებას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება. ზვიად კუპრავა: – სუსში ჩემი დაბარება სხვა არაფერია, თუ არა ჩემზე ზეწოლა. ჰგონიათ, რომ ამ დაბარებებით და გამოკითხვებით შემაშინებენ და გამაჩერებენ. ყველა უწყებაში დამიბარეს, სადაც კი ჩემი გამოკითხვა შეიძლებოდა, მაგრამ ეს მე […]
“ივანიშვილი ზურაბიშვილის კანდიდატურას თავისით არ წამოაყენებდა”
“ქართული ოცნების” პოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებისადმი დააბნია საქართველოს საზოგადოება. დამოუკიდებელი, ჯერ არდარეგისტრირებული კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილს, მიმართ ზოგჯერ სოლიდარულმა და ზოგჯერ კრიტიკულმა გამონათქვამებმა გააჩინეს აზრი, რომ “ოცნებას” შეიძლება სხვა დამოუკიდებელი ფავორიტი ჰყავდეს. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატსა და დისიდენტს თამარ ჩხეიძეს. თამარ ჩხეიძე: – მაშინ, როცა ჯერ მხოლოდ მითქმა-მოთქმა იყო მმართველი პარტიის მხრიდან […]
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, იმ სიტუაციაში, როცა “ქართული ოცნება” უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტიებული”. “საქართველოს პრეზიდენტს სურდა, რომ შემდგარიყო ფართო კონსენსუსი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ფართო კონსენსუსი საჭირო იყო იმისათვის, რომ კანდიდატურას დამტკიცების […]
“ჩვენ ომი გადავიტანეთ და არ გვსურს ეს განმეორდეს… თუმცა, თუ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, გვაქვს თავდაცვის უფლება“
„ნებისმიერი სახელმწიფო, ძლიერიც კი, შეწუხებული იქნება იმით, რომ მის საზღვრებთან ასეთი სახის წვრთნები იმართება“ – აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი “ტასთან“ ინტერვიუში საქართველოში ჩატარებული ნატო-ს წვრთნების შესახებ დასმულ კითხვაზე: „ჩვენ ომი გადავიტანეთ და არ გვსურს, რომ ეს განმეორდეს. არ გვსურს, რომ ჩვენმა ხალხმა და ქართველებმაც ისევ გაიარონ ეს რთული პროცესები, თუმცა, თუ ჩვენ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, ჩვენ […]
მერკელი – “საქართველოს 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად”
“მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად,” – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დღეს თსუ-ში ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. სტუდენტმა მას მიმართა, რომ გუშინ მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უწოდა “დიდი […]










