კატეგორია: პოლიტიკა

“როგორ სძინავს ღამე საქართველოს ე.წ. მთავრობას, რომ არ ჩამოვიდა” – ნათელაშვილმა მაკკეინის ხსოვნას პატივი კაპიტოლიუმში მიაგო

ჯონ მაკკეინს დღეს ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობებიან. დაკრძალვის ცერემონია, რომელზეც მთავარი სიტყვით შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები – ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში, გამოვლენ, რამდენიმე საათში დაიწყება. მანამდე ვეტერანი სენატორის ხსოვნას პატივს კაპიტოლიუმის სასახლეში მიაგებენ. ჯონ მაკკეინის ცხედარი გუმბათიან დარბაზში გუშინ გადაასვენეს. ცერემონიას მისი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად კონგრესის ლიდერებიც ესწრებოდნენ. ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი ვაშინგტონში […]

გიორგი მარგველაშვილი: “საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”

ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოს სამსახურში სხვა ფორმით რჩება. „როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და […]

“ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში”- კახა კალაძე

გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია აგრესიის ტალღა რომელიც გურამ კაშიას მიმართ ბოლო დღეებში აგორდა: „გურამთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თქვენ იცით, რომ რომელ ქვეყანაშიც მუშაობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება, იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა. […]

ვინ იმალება პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი ასათიანის მიღმა და ვისი ფოტოა ატვირთული მის მაგივრად?!

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ასათიანი არ არსებობს. მის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა და ის სხვადასხვა სტატუსებით გახდა პოპულარული. „ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები. ქალი უბიწოდ უნდა ჩაბარდეს მომავალ მეუღლეს!“ – წერდა გიორგი ასათიანი. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე განთავსებულ კანდიდატთა სიაში გიორგი ასათიანი არ იძებნება. რაც შეეხება ფოტოებს, […]

რუსმა ოკუპანტებმა თრუსოს ხეობიდან გატაცებული 5 ახალგაზრდა გაათავისუფლეს

რუსმა ოკუპანტებმა თრუსოს ხეობიდან გატაცებული 5 ახალგაზრდა გაათავისუფლეს. გატაცებულების ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ მათ გათავისუფლებას. ახალგაზრდები 5 დღის წინ გაუჩინანარდნენ და რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს. ნიუპოსტი

”თამარ ჟვანია სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის” – ცესკო-ს თავმჯდომარეს ვადა 1 თვეში ეწურება

არჩევნები და ფარული ჩანაწერების ახალი სერია – ოპოზიციამ ამჯერად საოლქო კომისიის სხდომების ვიდეომასალა გაასაჯაროვა. კადრებში კარგად ისმის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, წესით, პოლიტიკურად ნეიტრალური თანამშრომლები, თბილისიდან წინასწარ მიღებულ მესიჯებს სიტყვა-სიტყვით იმეორებენ. ე.წ. მესიჯბოქსი, კომისიის წევრებს, თამარ ჟვანიას მითითებით მიუვიდათ; ამ წერილით, საარჩევნო კომისიის წევრებს ევალებათ, არ დაუშვან კომისიის დამოუკიდებელი კანდიდატების დანიშვნის პროცესში, სხდომაზე მათთან გასაუბრება. გზავნილში მითითებულია […]

მიხეილ დონდუა შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა

მიხეილ დონდუა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა. აღნიშნულს თავად დონდუაც ადასტურებს. დონდუას 2018 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

“ნინო გვენეტაძე მგლებმა შეჭამეს!”

“ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს. – ბატონო გელა, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას? – გაურკვეველ სიტუაციაში არიან ხელისუფლებაც და საზოგადოებაც იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ და იმ მესიჯების მერე, რასაც აგზავნიან ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები თუ არასამთავროები საზოგადოების მისამართით. – რა მესიჯებზე საუბრობთ? – მათი განცხადებებიდან გამომდინარე გაჩნდა განცდა, რომ დღეს […]

შამბა – “მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ, თავის შემადგენლობაში მიგვიღონ”

ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ და თუ ამ კრიზისიდან არ გამოვალთ, მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა. „ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. უუნარონი არიან რამე გააკეთონ. ხელისუფლებისგან ყოველთვის გვესმის, ადრე რა უკეთესი იყო. ჩვენ არ გვსურს, როგორც ადრე იყო. ჩვენ უკეთესობა […]

მამუკა ახვლედიანს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს. ახვლედიანმა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტს ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ამასთან, მან პრერზიდენტს ღია წერილით მიმართა, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მისეული კონცეპტუალური ხედვაა აღწერილი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენას არ აპირებს. რუსთავი 2