კატეგორია: პოლიტიკა

გიგლა ბარამიძე: “მერკელის ბრიფინგი “ქართული ოცნების” სრული პოლიტიკური ფიასკო იყო”

მერკელის ბრიფინგი- ეს იყო ქართული ოცნების სრული პოლიტიკური ფიასკო, – ასე აფასებს “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” გენერალური მდივანი გერმანიის კანცლერის მიერ, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს. “პირველ რადიოსთან” საუბარში გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არც ნატოში და არც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს. მისი თქმით, კანცლერის თბილისში ჩამოსვლა […]

ზაალ კასრელიშვილი – „მერკელს სტალინიც უნდა გავახსენოთ და ისიც ვუთხრათ, რამდენი ქართველი შეიწირა მეორე მსოფლიო ომმა“

პუტინთან მოლაპარაკებული ანგელა მერკელის კავკასიურ ტურნეს ყველა ეჭვის თვალით უყურებს. ქართველი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ რუსეთი ახლა უკვე გერმანიის კანცლერის პირით მოგვთხოვს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას. ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო რკინიგზის გახსნას  მხოლოდ ერთ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს. რატომ უნდა ველაპარაკოთ გერმანიას, როგორც სწორი სწორს, რა უნდა შევახსენოთ მერკელს, რა გარანტიები უნდა მივიღოთ […]

მერკელი – ”ჯერჯერობით არსებული ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ”

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობს. როგორც ანგელა მერკელმა ქართველი ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განცხადა, გერმანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე: “რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ სწორედ ამიტომ ვართ აქ. აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჯერჯერობით ჩვენ იმ ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს. ჩემი ვიზიტი […]

“სალომე ზურაბიშვილი 1 კვირაში კომიკურ პერსონაჟად იქცა”

“ახალი თაობის” კითხვებს პოლიტიკური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, “ქართულ ოცნებას” ჯერ ვერ გადაუწყვეტია, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ თუ არა მხარი. რაზე ვერ თანხმდებიან? – როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა არ გაამართლა. ძალიან მოკლე ხანში, პრაქტიკულად ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი თავი რაღაც კომიკურ პერსონაჟად აქცია, გამოთქმების გამო. უბრალოდ, ქართული არ იცის […]

მერკელი თბილისში ჩამოფრინდა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი, რომლითაც მერკელი საქართველოს ეწვია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. გერმანიის კანცლერს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ. სტუმრის მისაღებად თვითმფრინავთან განთავსებული იყო საპატიო ყარაულის კორიდორი. აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა […]

თეა წულუკიანი სოსო გოგაშვილის გადადგომაზე – “იმედია, ჩვენს გუნდში დარჩება”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის გადადგომას, იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მან საკუთარი ნებით მიიღო, თუმცა მინისტრი მიზეზებზე ვერ საუბრობს. „მიზეზები ჩემთვის უცნობია, მე ვიცი რომ ბატონმა სოსომ თავად დატოვა თავის თანამდებობა. “მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისევ გააგრძელებს “ქართული ოცნების” გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი […]

“პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციითაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკაზე”

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ახალი პრეზიდენტის როლსა და უფლებამოსილებებზე საუბრობს. – ბატონო ავთანდილ, წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატები ატარებენ, ხომ არ გამოაჩინა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, კონსტიტუციის ახალი მოდელით, მართლაც არ არის საჭირო? – სავსებით ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციიდან უნდა გამოვიდეთ. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური. მეორე, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის ხარისხი […]

“ცესკო ვალდებულია, სალომე ზურაბიშვილი რეგისტრაციაში არ გაატაროს”

რა შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან ვასაძე, რას სთხოვდნენ მასთან დაახლოებული ეპისკოპოსები პატრიარქს, როგორ ითხოვდა ზურაბიშვილი სააკაშვილისგან ცხინვალის დაბომბვას, რატომ არ უნდა გაატაროს ის ცესკომ რეგისტრაციაში? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. გოჩა მირცხულავა: – სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის გარშემო “ოცნების” კონცენტრირება ერთის მხრივ საზოგადოების სიფრთხილეს აჩენს, ხოლო მეორეს მხრივ ანტაგონიზმს იწვევს. […]

„ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს…”

ჟურნალისტი და “საყდრისის დაცვის კომიტეტის” წევრი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მიქიაშვილის თქმით ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ისეთი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ამ ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ვარძიამ ბაგრატის ბედი შეიძლება გაიზიაროს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოვარდნის კანდიდატი გახდეს: „ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს – ვარძიის ძირში მძიმე ტექნიკა მუშაობას! “ქართუ ჯგუფის” დაფინანსებით მესხური ტერასების […]

სალომე ზურაბიშვილი – “მე ძალიან დიდი მოთმინებით და იმედით ველოდები “ოცნების” გადაწყვეტილებას”

“ქართული ოცნება” ჯერჯერობით არ ჩქარობს განცხადების გაკეთებას იმის თაობაზე, თუ ვის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე. დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ძალიან მოთმინებით და იმედით ელოდება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას: “არ ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” რაიმის გამო თავს იკავებს. “ქართული ოცნება” მსჯელობს ამ საკითხზე, რაც ნორმალურია. არავის არაფერი ეჩქარება და მე ძალიან დიდი მოთმინებით და იმედით […]