imedinews-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს. იოსებ გოგაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ვახტანგ გომელაურია. გოგაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კატეგორია: პოლიტიკა
რევაზ არველაძე: “ოცნებამ” არც ერთ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი – სალომე ზურაბიშვილის ადგილზე მე სხვანაირად მოვიქცეოდი”
“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი რევაზ არველაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებსა და კანდიდატებზე საუბრობს. – ბატონო რევაზ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვირიანი ტაიმაუტი ავიღეთო. თქვენ რას იტყვით, როგორი განწყობაა გუნდში კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის მიმართ? – მე ვფიქრობ, რომ განწყობა დადებითია. თუმცა, ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო და ახლაც ამას ვაფიქსირებ, […]
გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე კიდევ ერთხელ გადადგა
გურიის გებერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში თავად წერს. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს,თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, – წერს მერაბ ჭანუყვაძე. ჭანუყვაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე კვირის წინაც […]
პრემიერმა ახალი გუბერნატორები დაასახელა
პრემიერ მინისტრმა რეგიონების ახალი რწუმნებულები დაასახელა. მცხეთა მთიანეთის გუბერნატორად შალვა კერესელიძე დაინიშნა; ქვემო ქართლის – შოთა რეხვიაშვილი; სამცხე ჯავახეთის – ბესიკ ამირანაშვილი; შიდა ქართლი – გიორგი ხოჯევანიშვილი; სამეგრელო ზემო სვანეთის – ალექსანდრე მოწერელია; გურია – ზურაბ ნასარაია, ხოლო იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე იქნება. პრემიერის განცხადებით, საკადრო ცვლილებები შეეხება გუბერნატორების მოადგილეების პოსტებსაც. ბახტაძის თქმით, სამეგრელო ზემო […]
ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი გუბერნატორის მოადგილე გახდა
ჭუბერის გამგებელი ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ნინო ვიბლიანი ის ქალბატონია, რომლის ჭუბერის მოვლენების დროს გადაღებულმა ფოტომაც სოციალური ქსელი დაიპყრო. შეგახსენებთ: დღეს პრემიერმა 7 გუბერნატორი წარადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი ალექსანდრე მოწერელიამ დაიკავა.
თორნიკე შარაშენიძე – “დღეს დიალოგი აფხაზებს უფრო სჭირდებათ”
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სერგეი შამბას განცხადებაზე საუბრობს. – ბატონო თორნიკე, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ყოფილმა პრემიერმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს და დროა, დიალოგზე და საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი. რა გზავნილი შეიძლება ეს იყოს და რატომ მაინცდამაინც ახლა? – ამ დღეებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ […]
ნუკრი ქანთარია – “ორ კვირაში გაიგებთ, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე”
“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის გადაწყვეტილებაზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, “ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ თუ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით? – უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩვენ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ დავაყენებთ, ეს გადაწყვეტილება ერთიანად მივიღეთ. ვის დავუჭერთ მხარს, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს, ეს ამ ორ კვირაში გადაწყდება. ჩემი […]
მოწერელია, კერესელიძე, რეხვიაშვილი, ხოჯევანიშვილი, ტაბატაძე, ამირხანაშვილი – ახალი გუბერნატორების სია ცნობილია
„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება იმ გუბერნატორების ვინაობა, რომლებსაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე წარადგენს. სამეგრელოს გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი კი შალვა კერესელიძე ხდება. ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი ინიშნება, შიდა ქართლში – ალეკო ხოჯევანიშვილი, იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს კი ბესიკ ამირხანაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარების […]
სააკაშვილი – ”ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად – ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო”
ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად – ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Новое время -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მხარდამჭერები არჩევნების ფალსიფიცირების უფლებას არავის მისცემენ. „როგორც კი „ქართული ოცნება“ წააგებს და ისინი წააგებენ, არჩევნების ფალსიფიცირებას მოახდენენ და ამისთვის ემზადებიან, თუმცა […]
“ივანიშვილს ამერიკის პერსონალური სანქციები ემუქრება – “ოცნების” საცირკო წარმოდგენას დასასრული არ უჩანს”
საპრეზიდენტო არჩევნებსა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერს, ყოფილ დეპუტატ მირიან მირიანაშვილს. – თქვენი ინფორმაციით, აშშ არ გაურიგდა რუსეთს საქართველოს მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურის თაობაზე. ისიც აღნიშნეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ის კანდიდატურაა, რომელსაც, სხვებისაგან განსხვავებით, დასავლეთი უნდობლად არ მოეკიდებოდა. ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილის გარშემო საქართველოში სკანდალები აგორდა, “ქართული ოცნება” კი ოფიციალურად არ […]










